ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ირანელმა დევნილებმა პირები ძაფით ამოიკერეს +13

image

ომი, ეს არის სახელმწიფოებს შორის არსებული კონფრონტაციის გადაწყვეტა სამხედრო ძალადობის გზით. ომის წარმოებაში უმთავრეს როლს ასრულებენ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული ფორმირებები, რომლის პარალელურად მეომარი მხარეები აწარმოებენ დიპლომატიურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ ბრძოლებს დაპირისპირებულ მხარეებთან. ომის წამოწყების მიზეზი შეიძლება გახდეს გადაუჭრელი საკითხები ეკონომიკურ, იდეოლოგიურ, ტერიტორიულ, რელიგიურ და სხვა სფეროებში. ომი – ეს არის პოლიტიკის გაგრძელება. თავისი მასშტაბებით ომი შეიძლება იყოს ლოკალური, რეგიონული, მსოფლიო. საერთაშორისო კანონების მიხედვით ომის წამოწყება გამოუცხადებლად, ითვლება დანაშაულად. შეიარაღებული კონფლიქტისგან განსხვავებით, ომის მასშტაბები გაცილებით დიდია, როგორც გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე მისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში არ არსებობს ზუსტი კლასიფიკაცია იმისა, თუ რით განსხვავდება ომი შეიარაღებული კონფლიქტისაგან. ომი შეიძლება იყოს ხანმოკლე (რამდენიმე დღიანი) და ხანგრძლივი (რამდენიმე ათეულ წლამდე). ისტორიას ორი მსოფლიო და უთვალავი- სახელმწიფოებს შორის არსებული ომი აქვს შემონახული, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა, გარკვეული მიზეზების გამო, დღემდე ითვლება კონფლიქტის ზონად.

 

გასულ კვირას საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვართან შეიკრიბა 1300 დევნილი (ლტოლვილი), რომელთაც მაკედონიის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს. აქციები მიმართული იყო მაკედონიის ხელისუფლების მიმართ, მათი შემდეგი გადაწყვეტილების გამო: მაკედონიის ხელისუფლებამ აკრძალა ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა მათთვის, ვინც არ იქნებოდა ომის ზონიდან, როგორიცაა სირია, ავღანეთი და ერაყი. საპროტესტო აქცია რამდენიმე დღეს გაგრძელდა და მონაწილე რამოდენიმე ათეულმა ირანელმა დემონსტრანტმა შიმშილობა გამოაცხადა აქციის პერიოდში და ნემსითა და ძაფით პირებიც კი ამოიკერეს.

 

გთავაზობთ ფოტოებს საპროტესტო აქციიდან:

 

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Back to top button
Close
Close