არქივი

კითხვა რომლის პასუხის გარეშე ყველა მონები ვართ!

431aa76ddacf

რა არის თავისუფლება?

კითხვა რომელზეც  ყველას სხვადასხვა პასუხი აქვს. კითხვა რომელსაც ერთადერთი ჭეშმარიტი პასუხი გააჩნია. და პასუხი რომლის გარეშეც ჩვენ მონები ვართ.

ლექსიკონი: განასხვავებენ თავისუფლების ორ მნიშვნელობას – უარყოფითს (ნეგატიურს) და დადებითს (პოზიტიურს). თავისუფლება უარყოფითი აზრით, შეზღუდვებისაგან დამოუკიდებლობას და პროცესის ნორმალურ, მისთვის ბუნებრივ პირობებში მიმდინარეობს. დადებითი მნიშვნელობით თავისუფლება მხოლოდ ადამიანის მოქმედების დასახასიათებლად იხმარება. ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს ან არ იყოს თავისუფალი. ადამიანი თავისუფალია, როდესა მოქმედებს საკუთარი ნებით – ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით, იძულებით. თავისუფალი ქცევა უსათუოდ ნებელობითაა, მაგრამ არა პირიქით – ყოველი ნებელობითი ქცევა არ არის თავისუფალი. ადამიანმა შეიძლება არჩევანი გააკეთოს არა საკუთარი, არამედ სხვისი ნების კარნახით ე.ი. იძულებით თავისუფალია მხოლოდ ისეთი ქცევა, რომელიც სრულდება ნებაყოფილობით და არა იძულებით. საკუთარი და არა სხვისი ნების რეალიზაცია არის თავისუფალი ქცევის აუცილებელი პირობა. თავისუფლება იმის განხორციელებაა, რაც ადამიანს ნებავს, მაგრამ მას ის ნებავს, რაც აუცილებელი და სავალდებულოა. სწორედ ამ აუცილებლისა და სავალდებულოს ამოცნობა და განხორციელება უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა. თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. არსებობს აკრძალვები სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა კანონებში, მაგრამ მთავარი ცენზორი, პასუხისმგებლობის თავისუფლების აუცილებელი პირობაა. იქ, სადაც თავისუფლება არაა, არც პასუხისმგებლობაა. ყოველი ადამიანი პასიხისმგებელია თავის ქმედებისთვის: პოლიტიკოსი – თავისი პოლიტიკური საქმიანობისათვის (პოლიტიკური პასუხისმგებლობა), სისხლის სამართლის დამნაშავე დანაშაულის ჩადენისა და თანამონაწილეობისათვის – (იურიდიული პასუხისმგებლობა). ზნეობრივი პასუხისმგებლობის მსაჯული კი საკუთარი სინდისი და საზოგადოებრივი აზრია

აი რა არის ცნობილი ადამიანებისთვის თავისუფლება:

ილია ჭავჭავაძე:

რამდენად თავისუფალია ადამიანი? – ხშირად მიჩნდება ეს კითხვა და აზრთა ჭიდილის შემდეგ ყოველთვის ერთი დასკვნა გამომაქვს:- ადამიანი ბოლომდე თავისუფალი არ არის და არც ცნება ,,თავისუფლების“ მნიშვნელობა ვიცით. სიტყვა “თავისუფლება“ ნიშნავს, რომ საკუთრი თავის უფალი მხოლოდ ჩვენ ვართ, მაგრამ თავისუფლების საზღვრები დამოკიდებულია მორალურ ღირებულებებზე.

ვაჟა ფშაველა:

ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი დ ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსამზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფის…

გრიგოლ ნოსელი:

„არს კაცი ჯური თვითმოძრავი სულით ხელმწიფისა ნებისა თვისსა“

 მაჰათმა განდი:

მე უზომოდ მიყვარს ჩემი თავისუფლება, ამიტომ ისეთს არაფერს მოვიმოქმედებ, რომ შევზღუდო სხვისი თავისუფლება

ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი :

თავისუფალი ადამიანების სამყაროს შექმნის მთავარი სახელმძღვანელო  პრინციპი უნდა იყოს : ერთადერთი ჭეშმარიტად პროგრესული პოლიტიკა –  პიროვნული თავისუფლების პოლიტიკა

იმანუელ კანტი:

“კაცი თავისუფალია,თუ მას არა პიროვნების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მორჩილება სჭირდება”

ბენჟამენ ფრანკლინი:

”ის,ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად,არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების”

ჯონ სტიუარტ მილი:

ინდივიდი თავად განაგებს საკუთარ თავს, თავის სხეულს და სულს

იოჰან გოეთე:

არავინაა ისე დამონებული,როგორც ის ადამიანი,რომელსაც სჯერა, რომ თავისუფალია

ჯორჯ ბერნარდ შოუ:

თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას,აი რატომ ეშინიათ ადამიანების უმეტესობას მისი

ედვარდ ევერეტი:

თავისუფლების დასაცავად ცოდნა უკეთესი იარაღია ვიდრე არმია

მარგარეტ ტეტჩერი:

თავისუფლება ეკონომიკური თავისუფლების გარეშე არ არსებობს

ჯონ ადამსი:

თავისუფლება ზოგადი ცოდნის გარეშე ვერ შენარჩუნდება ადამიანებს შორის

ალექსის დე ტოკვილი:

თავისუფლებაში ცხოვრობს ის, ვისაც წინააღმდეგობათა მიუხედავად ქმედება მაინც შეუძლია

 

განწყობისთვის გთავაზობთ ვიდეოს

და ბოლოს … თავად თქვენთვის რა არის თავისუფლება?

 

ინფორმაციის ნაწილი : nplg.gov.ge

მსგავსი ამბები

Back to top button