რას გვეუბნება ადამიანის სახის გამომეტყველება
სახის გამომეტყველება ადამიანთა გრძნობების და ხასითის მაჩვენებელია. ყველაზე იოლად ხდება ადამიანთა დადებითი ემოციების ამოცნობა- სიხარულის, სიყვარულის თუ გაოცების. რთულად ამოსაცნობია როგორც წესი უარყოფითი ემოციები_ მწუხარება, აღშფოთება ზიზრი.
როგორც წესი ემოციები ასოცირდება მიმიკებით შემდეგნაირად:
გაოცება- აწეული წარბები, ფართოდ გახელილი თვალები ძირს დაშვებული ტუჩები,დაღებული პირი.
შიში- აწეული წარბები, ფართოდ გახელილი თვალები, ჩამოშვებულიდა უკან გაწეული ტუჩი, პირი შესაძლოა იყოს ღიაც.
მრისხანება- წარბები დაშვებული, პირი მომუწული, კბილები მჭიდროდ დაჭერილი.
ზიზღი- წარბები დაშვებული, ცხვირი შეჭმუხნილი, ქვედა ტუჩი გადმოწული და ზედ დაბჯენილი ქვედა ტუჩი.
მწუხარება- ჩამქრალი თვალები, სამკუთხედი ტუჩი ოდნავ დაშვებულ მდგომარეობაში.
ბედნიერება-წყნარი თვალები, ტუჩის ბოლოები აწეული
ფოტოგრაფებისა და მხატვრებისათვის ცნობლია, რომ ადამიანის სახე ასიმეტრიულია და შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე განცხავებულად აისახება ემოციები. ჩატარებული გამოკვლევებით დადგენილია, რომ სახის სხვადასხვა მხარე ტვინის სხვადასხვა ნახევარსფეროებით კონტროლდება.
ტვინის მარცხენა ნახევარსფერო აკონტროლებს მეტყველებასა და ინტელექტუალურ საქმიანობას, ხოლო ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო აკონტროლებს ემოციებს, წარმოსახვასა და სენსორულ საქმიანობებს.
მართვის კავშირები გადაჯვარედინდება კერძოდ, ტვინის ნახევრსფეროს მუშაობა აისახება სახის მარჯვენა ნაწილზე და ექვემდებარება კონტროლს, ხოლო მარჯვენა ნახევარსფეროს მუშაობა კი აისახება სახის მარცხენა ნაწილზე და აქ რთულია ემოციების დაფარვა.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დადებითი ემოციების ასახვა ხდება მეტნაკლებად თანაბრად სახის ორივე ნაწილზე, ხოლო უარყოფითი ემოციები მეტწილად აისახება სახის მარჯვენა ნაწილში , ამდენად მომგებიანია თანამოსაუბრესა და პარტნიორს მეტწილად და ინტერესით დააკვირდეთ სახის მარჯვენა ნაწილში.თუმცა ორივე ნახევარსერო მუშაობს ერთდროულად და ამ განსხვავებების აღწერა მხოლოდ წვრილმანებში ვლინდება.
წყარო : crazytownblog.com