გასართობისაკითხავისასარგებლო

სხეულის ენის გავლენა ურთიერთობის პროცესში (ნაწილი II)

მრავალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალები გაცილებით ზუსტად ახერხებენ საკუთარი გრძნობების გადამეცას სხეულის ენით და ასევე ზუსტად აღიქვამენ სხვათა გრძნობებს, მამაკაცებთან შედარებით. ასევე მაღალია აღქმის უნარი იმ მამაკაცებში, რომლებიც მუშაობენ ფსიქოლოგებთან, მასწავლებლებთან და მსახიობებთან.


დადგენილია, რომ მამაკაცები ზუსტად აღიქვამენ მამაკაცების სხეულის ენას და ქალები –ქალებისას. ასევე მაღალია აღქმის უნარი ერთი პროფესიის ადამიანებს შორის, ერთი საზოგადოებრივი წრის წარმომადგენლებს შორის.
განსაკუთრებით იოლია ადამიანის სხეულის ენის გაგება, როდესაც ახდენ ემპატიის ხელოვნების გამოყენებას.
არც თუ იშვიათად ადამიანებს აქვთ სხეულის მოძრაობის განსაკუთრებული ჩვევა რომელიც ართულებს მათ გაგებას. მაგ. არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად ფეხი ფეხზე გადადებულნი სხრდან , ამდენად ეს პოზა არაფერს მეტყველებს მის შინაგან განწყობილებაზე.
სხეულის ენის გაგება რთულია ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებშიც. მაგ. ადამიანი რომელსაც ცუდად ესმის შესაძლოა ხშირად აბრუნებდეს თავს თანამოსაუბრისგან რათა ყური მიუგდოს საუბარს. ამდენად თავის დაზრვევის მიზნით სასურველია მოხდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე ერთდროული დაკვირვება.

სხეულის ენაში არ არსებობს წვრილმანები. ეგრედწოდებული ”წვრილმანი” ნაკლებად შესამჩნევი და თითქმის შეუმჩნეველი გამოვლინებები, ჟესტები რომელთა კონტროლი შეუძლებელია გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებლები არიან. მაგ. თანამოსაუბრე ავლენს საუბრისას ინტერესს და თანხმობის ნიშნად გიკრავთ თავს, ფეხები კი კარისაკენ აქვს მიბრუნებული ეს ნიშნავს რომ იგი ფაქტიურად “გასულია” საუბრიდან მაგრამ ცდილობს შექმნას დაინტერესებული ადამიანის იერი.

მინდა შემოგთავაზოთ ცოტა რამ ფიზიოგნომიკის შესახებ. ფიზიოგნომიკა –არის მეცნიერება სახის ტიპების ამოცნობისა და დაფარული მახასიათებლი ნიშების გამოვლენის შესახებ. იგი ადამიანთა სახის სხვადასხვა ტიპებად ყოფს:
მოგრძო სახე- მოგრძო მართკუთხა სახე, ნიკაპის სიგანე შუბლის სიგანის ტოლია. ეს ეგრედწოდებული “არისტოკრატიული” ტიპია, რაც მეტყველებს მის ინტელექტზე, მგრძნობიარობასა და გაწონასწორებულებაზე. ასეთი ადამიანები დაჯილდოებულები არიან ორგანიზატორუი ნიჭით და მკაფიოდ მიზანდასახულნი არიან.

ტრაპეცია სახე- მაღალი და დიდი შუბლი,მკვეთრი ყვრიმალები, დიდი მაგრამ ვიწრო ცხვირი, ღრმად ჩამჯდარი თვალები ასეთი ადამიანები ხასიათდებიან ეშმაკური თვისებებით და მიდრეილნი არიან მარტოსულობისაკენ.
ტრაპეცია სახე- ფართო შუბლი და გამოკვეთილი ნიკაპი, ასეთი სახის მატარებელი ადამიანი ინტელიგენტი, არისტოკრატი და მგრძნობიარეა. იგი არ არის მებრძოლი. ქალები ასეთი სახით ოპტიმისტები არიან და ცხოვრობენ ბედნიერად, ქმნიან სასიამოვნო ატმოსფეროს.
კვადრატული სახე- ასეთი სახის ადამიანები ცივი და უგრძნობები არიან, ვაჟკაცური არცთუიშვიათად ავლენენ უგულობას, როგორ წესი უჭკუონი და ხშიად უხეშები არიან. მისი გამოკვეთილი თვისებაა- გაბედული ქმედებები. .ასეთი ადამიანები პირდაპირნი და გახსნილები არიან ურთიერთობისას, იღწვიან წარმატებისათვის. არიან კარგი შემსრულებლები თუმცა იბრძვიან ლიდერობისათვის. ქალები ამგვარი სახით იბრძვიან იყვნენ დომიინრებული.

მრგვალი სახე- ასეთი სახის ადამიანები არიან კეთილი მშვიდობისმოყვარე და ჰუმანურები. ასეთ ადამიანებს უყვართ კომფორტი და არ იბრვიან დიდებისათვის. მაღალი ცხვირის ძვალი, გამოკვეთილი ყვრიმალის ძვალი და “ანთებული”თვალები მეტყველებენ მის მიზანსწრაფულობაზე.
აღნიშნული ფიზიკური მახასიათებლები მნიშნელოვანია გარკვეული ორიენტაციისათვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამგვარი ინფორმაცია საშუალებას იძლევა ვიზუალური კონტაქტით სწრაფად დავადგინოთ პარტნიორის შინაგანი მახასიათებელი თვისებები.

წყარო: changingminds.org

www.psychologistworld.com

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close