არქივი

როგორ გამოვდევნოთ ხილიდან ქიმიკატები? ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ (მე-2 ნაწილი)

image

ჯანმრთელობა, ეს არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი. ამ უმთავრეს ზემო ხსენებულს კი განაპირობებს სწორი კვება. კვება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ამრიგად, კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები ოპტიმალური რაოდენობით, საჭირო დროს. სწორი რაციონალური კვება ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია. ორგანიზმისთვის საჭირო ენერგია სწორედ, რომ საკვებიდან მოდის, თუმცა ძნელია დღეს იპოვო სრულიად ჯანსაღი საკვები, ვინაიდან ამა თუ იმ პროდუქტის ფართო მოხმარებამ კომერციული თვალსაზრისით, გაზარდა მასში ქიმიკატების- ნიტრატებისა და პესტიციდების დონე.

 

წინა სტატიაში გესაუბრეთ, თუ როგორ გამოვდევნოთ ბოსტნეულიდან ზემო ხსენებული ქიმიკატები, ნიტრატები და პესტიციდები, ეხლანდელ სტატიაში კი გაგანდობთ რჩევებს, რომლის საშუალებით შეძლებთ, სახლის პირობებში, ნაწილობრივ მაინც გაწმინდოთ თქვენთვის საყვარელი ხილი მავნე შემადგენლობისგან. (ლინკი მათთვის, ვინც წინა სტატია ვერ ნახა)

 

1. ყურძენი. ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ასკორბინის და ორგანულ მჟავებს, პექტინებს, მინერალებს, ფერმენტებს, B, E, C ვიტამინს, კალიუმს. ახდენს აღდგენით და მატონიზირებელ ეფექტს. B ვიტამინის შემცველობის გამო, მისი ყოველდღიური მიღება ორგანიზმს ეხმარება სტრესის მოხსნაში. ამაგრებს ფრჩხილებსა და თმას, ანიჭებს კანს ელასტიურობას, ებრძვის ბაქტერიებს.

 

იმის გამო, რომ დიდხანს შეინარჩუნოს ბუნებრივი იერი, ყურძენს უმატებენ ფუნგიციდებს, რაც მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, ამიტომ, თავი რომ დავაღწიოთ ამ მავნებლებს, უბრალოდ საჭიროა დიდი ხნის მანძილზე გავრეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშ და მხოლოდ ამის შემდეგ მივირთვათ.

 

2. საზამთრო. გარდა იმისა, რომ ზაფხულში მისი მირთმევა ერთ-ერთი მეტად სასიამოვნო პროცესია, ამავდროულად ძალიან სასარგებლო ხილია და კარგი საშუალებაა ართრიტის, ათეროსკლეროზის, გასტრიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ანემიის, გულის დაავადებების, შარდ-სასქესო ორგანოების და თირკმელების დაავადებების, სიმსუქნისა და უშვილობის დროს. აუმჯობესებს რეფლექსებსა და კანის ფერს, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან. თუმცაღა, არასოდეს არ უნდა შევიძინოთ საზამთრო, თუ ის შუაზეა გაჭრილი და ე.წ. “სტრეიჯის ცელოფანი” აქვს გადაკრული ვითომდა ჰიგიენური ნორმების დაცვის პრინციპით. სინამდვილეში, ასე უფრო მალე ვრცელდება მასში ბაქტერიები და მიკროორგანიზმები. ასევე თავი შეიკავეთ ისეთი საზამთროს ყიდვისგან, რომელსაც მწვანესთან ერთად ბევრი ყვითელი ზოლები “დასდევს”, ვინაიდან ეს მაჩვენებელია იმისა, რომ იგი ქიმიკატებითაა მოყვანილი. ამ ყოველივესთან ერთად კი მინდა შემოგთავაზოთ ტესტი, რომლის საშუალებითაც დაადგენთ მხოლოდ ბუნებრივი პირობებითაა მოყვანილი თუ არა საზამთრო: დაჭრის შემდეგ, საზამთროს კანის პატარა ნაწილი ჩადეთ 1 წუთის განმავლობაში სუფთა, ერთ ჭიქა წყალში. თუ წყალმა ფერი იცვალა, ე.ი. მასში ნიტრატები და სხვა ქიმიკატებია; ხოლო თუ წყალი დარჩა იგივე შეფერილობის, ის სასარსგებლო ღირებულებებს ატარებს.

 

3. ვაშლი და მსხალი.

 

ვაშლი შეიცავს უამრავ ვიტამინს: A, B, C, PP და 87% წყალს. სასარგებლოა ლიმფური სისტემის, ანემიის, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად. გამოიყენება ასევე რევმატიზმების, ათეროსკლეროზის, ქრონიკული ეგზემის, დაბალი წნევისა და გამკვრივებული სისხლძარღვების სამკურნალოდ.

 

მსხალი შეიცავს უამრავ ვიტამინს A, B1, B2, C, P, PP, E, გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, ფოლიუმის მჟავას, პექტინს, კაროტინს, მინერალებს, რკინას, მანგანუმს, იოდს, სპილენძს, კალიუმს, კალციუმს, უნიკალურ ეთერზეთებს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმს თავდაცვის ფუნქცია გაიუმჯობესოს. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აღადგენს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციას.

 

გარდა ამ სარგებლიანობისა, ორივე ხილი გაჯერებულია დიფენილით, რაც ხელს უწყობს მათ დიდხანს შენახვას გაფუჭებისგან. თუ იყიდეთ ვაშლი ან მსხალი და იგრძენით ხელში, რომ მისი ნაყოფი თითქოს წებოვანი-ტკბილია, ეს სწორედ დასტურია იმისა, რომ დიფენილს შეიცავს. მაგალითად, ა.შ.შ-ში სასტიკად აკრძალულია ამ ნივთიერების კვებით პროდუქტებში გამოყენება, ვინაიდან ახასიათებს ძლიერი კანცეროგენული და ალერგიული თვისებები. ხოლო, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს ტოქსინები, აუცილებლად უნდა მივირთვათ ნაყოფი გაფცქვნილი, ვინაიდან დიფენილის უმეტესი რაოდენობა, სწორედ მის კანში გროვდება.

 

* * * * * * * *

 

ჯანმრთელობისთვის მავნე ხილი და ბოსტნეული სხვადასხვა ქვეყნებში შემოდის ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, ეგვიპტიდან და ისრაელიდან. იმის გამო, რომ ამ ქვეყნებს არ აქვთ გულუხვი მოსავლისთვის საჭირო მიწა, ქიმიკატებით უხდებათ ხილ-ბოსტნეულის გაბარაქიანება, რაც საბოლოო ჯამში მომწამვლელ ეფექტს ავლენს ჩვენს ორგანიზმზე. ამიტომ, მაქსიმალურად იფრთხილეთ ხილისა და ბოსტნეულის შეძენის დროს, რათა გადაარჩინოთ საკუთარი და თქვენი შვილების მომავალი.

 

P.S. ნუ დაზარდებით ზემო ხსენებული რჩევების გათვალისწინებას და მარგებელი შედეგიც არ დააყოვნებს. გისურვებთ ჯანმრთელობას.

 

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button