გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ გამოვდევნოთ ბოსტნეულიდან ქიმიკატები? ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

image

ჯანმრთელობა, ეს არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი. ამ უმთავრეს ზემო ხსენებულს კი განაპირობებს სწორი კვება. კვება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის.ამრიგად, კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები ოპტიმალური რაოდენობით, საჭირო დროს. სწორი რაციონალური კვება ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია. ორგანიზმისთვის საჭირო ენერგია სწორედ, რომ საკვებიდან მოდის, თუმცა ძნელია დღეს იპოვო სრულიად ჯანსაღი საკვები, ვინაიდან ამა თუ იმ პროდუქტის ფართო მოხმარებამ კომერციული თვალსაზრისით, გაზარდა მასში ქიმიკატების- ნიტრატებისა და პესტიციდების დონე.

 

 

სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა მოგცეთ აუცილებელი რჩევები, რომლის საშუალებითაც მაქსიმალურად გამოდევნით ამა თუ იმ ხილსა და ბოსტნეულიდან ორგანიზმისთვის მავნე ქიმიკატებს. (ამ ნაწილში წარმოგიდგენთ რჩევებს ბოსტნეულზე).

 

1. კომბოსტო. ერთ-ერთი საჭირო ბოსტნეულია სამზარეულოში, რომელიც შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ცილებს, ერთი სიტყვით კი ის ცილების წყაროა. კომბოსტო აუცილებელია თირკმელების სწორი მუშაობისათვის, ფარისებრი ჯირკვლისა და სისხლისთვის. მდიდარია U ვიტამინით, რომლის წყალობითაც შეუძლია მოაშუშოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წლული, წყლულოვანი კოლიტი, გასტრიტი და ნაწლავების დაავადებები. ასევე მდიდარია C, E, B1, B2, B3, P, PP და H ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ჭრილობის დროულად შეხორცებას, ძვლების ფორმირებასა და კბილების სიჯანსაღეს. თუმცაღა ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მისმა ფართო გამოყენებამ საგრძნობლად გაზარდა მასში შემავალი ნიტრატების რაოდენობა, რაც საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, კომბოსტოს გამოყენების წინ გარეთა ფურცლები (3-4ცალი) შემოაცალეთ და არ გამოიყენოთ და ასევე ღრმად ამოაჭერით მთელი შიგთავსი გული და გადააგდეთ, რადგან მათში უფრო მეტია ნიტრატების შემცველობა. ასევე კარგი იქნება თუ გამოყენებემადე გამდინარე წყლის ქვეშ კარგად გარეცხავთ.

 

2. კარტოფილი. ის პრაქტიკულად ყველა ამინომჟავას, ფოსფორს, კალიუმს, C ვიტამინს შეიცავს. სასარგებლოა თირკმლისა და გულის დაავადებების დროს, ასევე მისი ხშირი მიღება ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას ღვიძლში და ორგანიზმის ზედმეტი წყლის შეწოვას. ეხმარება ორგანიზმებს სიმსივნის დათრგუნვაში. უმად ჭამა სასარგებლოა ათეროსკლეროზის, გულძმარვის, შეკრულობისა და გასტრიტის დროს. თუმცა ამ სარგებელთან ერთად, დღევანდელი კარტოფილის კანი და გული უხვადაა გაჯერებული ნიტრატებითა და სხვა ქიმიკატებით, რაც ცხადია მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, ამიტომ კარგი იქნება თუ კარტოფილს გავფცქვნით, წამოვადუღებთ სუფთა წყალში, გადავღვრით ამ წყალს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენებთ საკვებად.

 

3. ყაბაყი, კიტრი და ბადრიჯანი.

 

ყაბაყი შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, შაქარს, ვიტამინ C-ს. მისი პიურე რეკომენდებულია ათეროსკლეროზისა და ყაზბობის, გასტრიტებისას (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებისას). საკმაო რაოდენობით შეიცავს რკინას. კარგია ანემიის, სისხლის შედედების დაქვეითების დროს. დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმის მარილებს, ამიტომ სასრგებლოა ჰიპერტონული და გულის დაავადებების დროს.

 

კიტრი შეიცავს ნახშირწყლებს, მინერალურ და აზოტოვან ნივთიერებებს, შედის Na, კალიუმი. შარდდამდენია და საუკეთესო საშუალებაა წნევით დაავადებულთათვის. კუჭში შეკრულობის საწინააღმდეგოა. შეიცავს იოდს, ამდენად, კარგია ჩიყვით დაავადებულთათვის, იოდის შესავსებად. კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. საკმაო რაოდენობით შეიცავს თუთიას, რაც აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ხელს უშლის თირკმელში მავნე მარილების დაგროვებას. მისი წვენი გამოიყენება სახის კანის გასაწმენდადაც.

 

ბადრიჯანი მდიდარია კალიუმით, რაც ხელს უწყობს გულის ფუნქციის აღდგენასა და ორგანიზმში მჟავე-ტუტიანობის ბალანსს. ასევე შეიცავს რკინასა და სპილენძს, რაც უწყობს ხელს სისხლს გაუმჯობესებაში. შეიცავს ასევე ასკორბინის მჟავასა და B ვიტამინის მთელ კომპლექსს. ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სხვადსახვა დაავადებებს.

 

ეს რაც შეეხება მათ სარგებლიანობას, ხოლო მათი შეძენის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგს: ბუნებრივად სასარგებლო კიტრი უნდა იყოს სალათისფერი, ღია მწვანე შეფერილობის, თუ ის მუქი მწვანეა, ე.ი უხვადაა მასში ნიტრატები. ბადრიჯანს და ყაბაყს სამწუხაროდ ფერის მიხედვით ვერ განვსაზღვრავთ რამდენად სასარგებლოა, ამიტომ გამოყენების წინ კარგად მოაჭერით თავი და ბოლო, ვინაიდან ნიტრატები უხვი რაოდენობით სწორედ მის დაბოლოებებშია. გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ.

 

4. სალათის ფურცელი, ოხრახუში, კამა და სხვა მწვანილები.

 

სალათის ფურცლის მიღება დადებითად მოქმედებს კუჭნაწლავის სისტემაზე, სასარგებლოა ათეროსკლეროზის დროს, მწყობრში მოჰყავს ნერვული სისტემა, ხსნის მუდმივ გონებრივ დაძაბულობას და აუმჯობესებს მეხსიერებას. ეფექტურია უძილობის დროს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ ტიპის მცენარე ეხმარება მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ძუძუს კიბოს რისკის შემცირებაში.

 

კამა C ვიტამინს, კალიუმსა და საკმაოდ ბევრ რკინას შეიცავს, ამიტომ ძალიან კარგია ანემიის დროს. კამა სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის სხვადასხვა დარღვევისას. ამიტომ არის, რომ ჩვილებს მუცლის შებერვის თავიდან ასაცილებლად კამის წყალს უნიშნავენ. ამავე მიზნით კამის წყალი შეიძლება ბავშვებმა და მოზრდილებმაც მიირთვან. კამას იყენებენ გულის რიტმის დარღვევის, ჰიპერტონული დაავადების სამკურნალოდ და ათეროსკლეროზული პროცესების შესაფერხებლად.

 

ოხრახუშის ფოთლებში კალციუმი, რკინა, ფოსფორი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ბოსტნეულში. გარდა ამისა, ოხრახუში C ვიტამინის უხვი შემცველობით გამოირჩევა. ასკორბინის მჟავა მასში სამჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში. ოხრახუში კალიუმსა და ნატრიუმსაც შეიცავს, ამიტომ განსაკუთრებით მათთვისაა სასარგებლო, ვისაც გულის, თირკმელების, შარდის ბუშტის პათოლოგიები აწუხებს. მამაკაცების საყურადღებოდ: სატრფოსთან შეხვედრის წინ ეს მწვანილი უხვად უნდა მიირთვათ – მეცნიერებმა მასში ერექციის გამახანგრძლივებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.

 

და ზოგადად სხვა ნებისმიერ მწვანილში ვიტამინები და სასარგებლო პროცესები გაცილებით მეტია, ვიდრე ბოსტნეულში. თუმცა აქაც ნიტრატებისა და სხვა ქიმიკატების პრობლემაა და მწვანილებში გაცილებით დიდი, ვინაიდან მწვანილების ღეროვან უჯრედებში მათი დიდი ნაწილი ღრმად და კარგად ჯდება, ამიტომ გამოყენებამდე 1 საათზე მეტ ხანს გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ.

 

5. პომიდორი. შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, კალიუმის მარილებს, მაგნიუმს და რკინას. იცავს საკვერცხეებსა და სარძევე ჯირკვლებს კიბოს განვითარებისგან. გამოიყენება შარდ-სასქესო, ათეროსკლეროზის, კუჭ-ნაწლავის, გულის, ღვიძლისა და სისხლძარღვების დაავადებების დროს. თუმცა რაც უფრო სქელი აქვს კანი პომიდორს, მით უფრო ქიმიურია და არასოდეს იყიდოთ პომიდორი, რომლის შეფერილობა ჭითელ-ნარინჯისფერია. თუ პომიდვრის რბილობი მოთეთრო ფერისაა და შიგნიდან ღეროვანია, ეს არის სიგნალი იმისა, რომ მასში უხვადაა ნიტრატები. ამიტომ, შემთხვევით თუ ასეთი გამოგადგათ ნაყიდი პომიდორი, 1 საათის განმავლობაში გააჩერეთ ჩვეულებრივ ცივ წყალში, რათა ნაწილობრივ მაინც გამოდევნოთ მასში შემავალი ქიმიკატები.

 

6. ჭარხალი, სტაფილო და ბოლოკი.

 

სტაფილო შეიცავს ვინამინებს – A, B1, B2, C. E1, P, კალციუმს, იოდს, Na, რკინას, დიდი რაოდენობით კაროტინს. მიიღება დიეტების დროსაც. შეგიძლიათ მიირთვათ 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო ორგანიზმის განწმენდისთვის. ის, ამავდროულად, ხელს უშლის ორგანიზმში სოკოს სპორების გამრავლებას. სადილში უმჯობესია ჩაემატოს ხარშვის დასრულებამდე, 10 წუთით ადრე.

 

ჭარხალი შეიცავს A და B ვიტამინებს და დიდი რაოდენობით შაქარს. მის მიღებას დიაბეტიან პაციენტებს არ ურჩევენ. კარგია ათეროსკლეროზის, მაღალი წნევის სამკურნალოდ. სასარგებლოა დაბალი გემოგლობის დროსაც. მისი ფოთლები კარგია გულის მუშაობისთვის. ასევე შარდმდენია.

 

ბოლოკი შეიცავს ფერმენტებს, მინერალურ ნივთიერებებს, მარილებს – კალიუმს, Na, Ca, Mg, Fe, დიდი რაოდენობით პურინულ ნივთიერებებს. ამიტომ, თუ ადამიანი დაავადებულია წყლულით, გასტრიტით, ფაღარათით, პოდაგრით, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებით, მისი მიღებისას სიფრთხილე გვმართებს. კარგი ამოსახველებელი საშუალებაა თაფლთან ან შაქართან ერთად. აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და საუკეთესოა კუჭის შეკრულობისას.

 

ამ ბოსტნეულის ფესვებში უხვადაა ნიტრატი. ამიტომ გამოყენებამდე კარგად მოაჭერით ძირი და ეცადეთ მოღუნული ფორმის (კუდიანი) არ შეიძინოთ არცერთი მათგანი. კარგი იქნება თუ სტაფილოს ძირს 1 სმ-ით მოაჭრით, ხოლო თუ მეტ ნაწილზე ახლავს მწვანე შეფერილობა, მაშინ ის მთლიანად მოკვეთეთ, ვინაიდან სწორედ მწვანე შეფერილობაა დასტური იმისა, რომ მასში ქიმიკატებია.
P.S. გისურვებთ ჯანმრთელობას და გაგრძელება იქნება.

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close