საკითხავისასარგებლოსურათები

Mazda Furai – ერთ-ერთი ყველაზე “ტრაგიკული” მანქანა ისტორიაში

“მაზდა ფურაი” – ერთ-ერთი ყველაზე “ტრაგიკული” მანქანა ისტორიაში, რომელიც კონცეფთ ავტომობილის სახით მოგვევლინა და შემუშავავებულია კომპანია “მაზდას” მიერ 2007 წლის 11 დეკემბერს, ხოლო დებიუტი შედგა 2008 წელს ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტო შოუზე დეტროიტში.

“ფურაი” იაპონურად “ქარს/ქარის ხმას” ნიშნავს და იგი იყო მეხუთე და უკანასკნელი კონცეფთ მანქანა რომელიც შექმნა “მაზდამ” მოყოლებული 2006 წლიდან. ძარა შემუშავებული იყო “Courage Competition-ის” C65 ლე-მანი პროტოტიპის მოდელზე, რომელიც “მაზდამ” უკანსაკნელად გამოიყენა ამერიკის ლე-მანის რბოლების 2 სეზონში. აღჭურვილი იყო ახალი თაობის “20B” ტიპის როტორული ძრავით დაფუძვნებული გერმანულ “ვანკელზე”, რომელიც გამოიმუშავებდა 450 ცხენის ძალას(340კვ) და მოიხმარდა  E100 ტიპის ეთანოლის საწვავს.

2013 წლის 29 ნოემბერს “Top Gearს” მიეცა შესაძლებლობა მოემზადებინა გადაცემა მასზე მაგრამ ზემოთხსენებული ვერ მოხერხდა. მიზეზად დასახელდა მანქანის აალება ფოტოსესიის დროს რის შემდეგადაც დაიწვა (სულ რაღაც 1 ეგზემპლარი იყო შექმნილი) “Bentwaters Parksში” 2008 წლის 19 აგვისტოს დილის 11:52ზე. დამწვარი ნარჩენების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

loading...
თეგები

Cobra_Marine

FLT Soldier Car guy

მსგავსი ამბები

Close
Close