არქივი

მთვარე (სავსე მთვარე)

0c442acc8857
დედამიწის გარშემო მოძრაობისას მთვარე ხანდახან ჩვენსა და მზეს შორის გაივლის და უჩინარდება, რადგან მზით განათებული მისი ნახევარსფერო ჩვენთვის უხილავ ,,მიღმა” მხარეს ექცევა. ეს ახალმთვარობაა.
ერთ კვირაში მთვარე მეოთხედ ორბიტას გაივლის. ამ დროს მზე ჩვენგან ხილული მისი ზედაპირის ნახევარს გაანათებს და მთვარე ნახევარწრედ ჩანს (პირვილი მეოთხედი). კიდევ ერთი კვირის შემდეგ იგი ჩვენგან მზის საპირისპირო მხარეს გადაინაცვლებს და სრულ დისკოდ იქცევა (სავსე მთვარეობა). შემდეგ მთვარე მილევას იწყებს: ერთ კვირაში კვლავ ნახევარ დისკოდ ჩანს (უკანასკნელი მეოთხედი), კიდევ ერთ კვირაში კი ისევ ახალმთვარეობა მეორდება.

რამდენიმე ფაქტი:

1. მთვარე ზუსტად ავსებს წყნარ ოკეანეს
2. როდესაც მასზე ზონდი დაეშვა, მომძვრალი დეტალებით გამოწვეული რხევები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რაც იმაზე მიუთითებს რომ მის შიგნით სიცარიელეა
3. მასზე დაცემული კომეტები გარკვეულ სიღრმეზე ქვევით ვერ ჩადიან
4. დღისით,მთვარეზე ცა ჩვენი დედამიწის ცასავით ცისფერი კი არ არის,არამედ შავია…
5.დღისით მთვარეზე ძალიან ცხელა,ღამე კი ძალიან ცივა.
6. ნასა აპირებს მთვარის დაბომბვას ისე,რომ წარმოიქმნას კრატერები…წყალს ეძებენ.
7. მთვარე დედამიწისკენ მუდმივად მოქცეულია ერთიდა იგივე მხრით.მეორე მხარეს ჩვენ ვერასდროს ვხედავთ.
8. მთვარიდან გაქრა საბჭოთა კავშირის დროინდენი მთვარემავალი “ლუნოხოდ 1”.ის ამ დრომდე გამოიყენებოდა მთვარის ლაზერული ზონდირებისთვის.
9. მთვარე გამოსახულია 25-მდე სახელმწიფოს გერბზე და დროშაზე.
10. მთვარე დედამიწას ყოველწლიურად შორდება 39 მილიმეტრით.
11. 1979წელს გაეროს ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას,რომელიც აწესებს მთვარის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებას; რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახელმწიფოსგან პრეტენზიას მთვარეზე,რომ განახორციელოს მასზე თავისი სუვერენიტეტი….ამ ხელშეკრულებას ხელი მხოლოდ 13 ქვეყანამ მოაწერა და მათ შორის არ არის არც ერთი,რომელთაც აქვთ თავიანთი კოსმოსური პროგრამები…
12. მთვარეზე არის უნიკალური ობიექტები – მასკონები,რომლებიც გამოირჩევიან საკმაოდ მაღალი სიმკვრივით….

13. მთვარე ჰორიზონტთან ოვალური ფორმისაა და არა წრიული ისევე როგორც მზე .

14. როცა მთვარის უკანა მხარის სურათი გადაიღეს მისი ახალი კრატერები და სხვა წარმონაქმნები მონათლეს (სახელები დაარქვეს). ერთ კრატერს ქართველი მეცნიერის პროფესორ მიხეილ ვაშაკიძის სახელი უწოდეს.
15. ამჟამად მოწინავე კოსმოსური სახემწიფოები(და არა მარტო მოწინავეები)
გამალებით მუშაობენ პროგრამებზე,რომლებიც შეეხება მთვარიდან ჰელიუმ 3-ის მოპოვებას.
ჰელიუმ 3 ჰელიუმის არარადიოაქტიური იზოტოპია და წარმოადგენს ძალიან დიდი ენერგიის წყაროს.
მისი მციიირე რაოდენობისგან შესაძლებელია უზარმაზარი რაოდენობის ენერგიის შექმნა.მოკლედ,მომავლის საწვავია და მის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა სახელმწიფოებს შორის დიდი ხანია დაწყებულია.

9a483837d030

.სავსე მთვარე.
მთვარის ფაზა, როდესაც სხვაობა მზესა და მთვარის ეკლიპტურ გრძედებს შორის უდრის 180 გრადუსს. ეს ნიშნავს იმას, რომ მზე, დედამიწა და მთვარე მდებარეობენ ერთ ხაზზე. ამ დროს დედამიწიდან დაკვირვებით მთვარე განათებულია მზით და ჩანს მრგვალი, ანუ სავსე.
სავსე მთვარე ტრადიციულად დაკავშირებულია დროებით უძილობასთან, სხვადასხვა აშლილობასთან (მთვარეული) და ,,მაგიურ ფენომენებთან”. ფხიქოლოგების აზრით მთვარის გავლენა ადამიანზე ჯერ კიდევ არაა საკმარისად შესწავლილი. ცნობილია, რომ სავსე მთვარე ზოგზე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს, ზოგზე კი ნეგატიურს. ექიმმა Timo Partonen-მა გამოაქვეყნა შრომა 1400 სუიციდის შესახებ და აღმოჩნდა, რომ სავსე მთვარის დროს ადამიანს განსაკუთრებულად აქვს მიდრეკილება საკუთარი სიცოცხლის ხელყოფისაკენ.
დღესასწაულები:
ნეოპაგანები აღნიშნავენ ყოველთვიურ რიტუალს სავსე მთვარის დროს. ბევრი ებრაული დღესასწაული აღინიშნება სწორედ სავსემთვარეობისას. ევროპისა და აზიის სვადასხვა ქვეყნებში ეწყობა დღესასწაული სახელწოდებით: სავსე მთვარის ფართი.
არსებობს მთვარის კალენდარიც. ინდური, ტაილანდური, ებრაული, ისლამური, ტიბეტური, ნეო-პაგანური,კელტური და ჩიმური ტრადიციული კალენდრები დაფუძნებულია მთვარის ფაზებზე. არცერთი ამ კალენდრებიდან რა თქმა უნდა თვეს არ იწყებს სავსე მთვარით. ჩინურ, ებრაულ, ტაილანდურ და რამოდენიმე ინდურ კალენდარში სავსე მთვარე თვის ბოლოს ემთხვევა.
სავსე მთვარეს, თვეების მიხედვით დაარქვეს სახელები.

8b06ce9c1378t
ცხრილი ექსკლუზიურად ucnauri.com-ისთვის : )) დამატყდა ხელებიც და ტვინიც :lol2:

რადგან ქართულ ინტერნეტ სივრცეში სავსე მთვარეზე ვერ აღმოვაჩინე მასალა, ამიტომაც დავინტერესდი და იმედია ბევრი რამ გაიგეთ :papa:

თუ დაგაინტერესებთ როგორი მთვარეა ამა თუ იმ დღეს, იხილეთ აქ:ლინკი

მსგავსი ამბები

Back to top button