გასართობისაკითხავისასარგებლო

ამონარიდები ემილი ბრონტეს “ქარიშხლიანი უღელტეხილიდან”

ცნობილი მწერალი ემილი ბრონტეს წიგნი ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი” დღესდღეობით მიჩნეულია ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად.

-ამქვენად ყველაფერი წყალმა რომ წაიღოს და ის გადარჩეს, კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას, მაგრამ თუ მთელი ქვეყანა გადარჩება და ის დაიღუპა, სამყარო ჩემთვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს.

-“ჩვენი “მე” მარტო ჩვენში კი არა,სადღაც ჩვენს მიღმაა…ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს…რა აზრი ექნებოდა ჩემს ქვეყნად მოვლინებას,მხოლოდ აქ რომ ვყოფილიყავი?ჰიტკლიფის ყოველი საწუხარი ჩემი საწუხარია!ბავშვობიდანბე ისე განვიცდიდი მის ტანჯვას,როგორს საკუთარს!ჰიტკლიფი და მხოლოდ ჰიტკლიფია ჩემი სადარდებლი!

-ეს გრძნობა მიწის წიაღში გაქვავებულ,ძველისძველ ქანებს ემსგავსება.ის არის არც თუ დამატკბობელი,თუმცა სიცოცხლისთვის აუცილებელი წყარო. ჰიტკლიფი – ეს მე ვარ,ნელი! ის სულ ჩემს გულშია: როგორც დიდი სიხარული და ადამიანი,რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს,არამედ როგორც – მთელი ჩემი არსება…”

-ამქვეყნად ყველაფერი წყალმა რომ წაიღოს და ის გადარჩეს,კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას,მაგრამ თუ მთელი ქვეყანა გადარჩა და ის დაიღუპა,სამყარო ჩემთვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს.

” ჰიტკლიფის ყოველი საწუხარი ჩემი საწუხარია! ბავშვობიდან ისე განვიცდიდი მის ტანჯვას, როგორც საკუთარს! ჰიტკლიფი და მხოლოდ ჰიტკლიფია ჩემი სადარდებელი! ამქვეყნად ყველაფერი წყალმა რომ წაიღოს და ის გადარჩეს, კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას, მაგრამ თუ მთელი ქვეყანა გადარჩა და ის დაიღუპა, სამყარო ჩემტვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს! ”

” ძალიან ინაღვლებს კეტი ქმრის დაკარგვას? ვშიშობ რომ ძალიან და მხოლოდ ეს მაკავებს! აი, სად იჩენს თავს განსხვავება ჩვენს გრძნობებს შორის : მე რომ ედგარ ლინტონის ადგილას ვყოფილიყავი, ედგარი კი – ჩემსაზე, მასზე ხელს მაინც არ აღვმართავდი. არ გჯერა, ხომ , ნელი? მართლა არ აღვმართავდი! არ ავუკრძალავდი ჩემს ცოლს მასთან ურთიერთობას, ვიდრე თავად ექნებოდა ამის სურვილი! როგორც კი კეტის მის მიმართ გული გაუცივდება, მკერდს გადავუხსნი და მის სისხლს დავეწაფები! მაგრამ მანამდე, საკუთარ სხეულს ავაჩეხინებ და მის თმის ღერსაც არ შევეხები! თუ არ გჯერა, საერთოდ არ გცნობივარ, ნელი…”

” მოაშორე აქედან ეგ ცხვირსახოცი და არ გაბედო აქ, ჩემწინ, ასლუკუნება. ჯანდაბამდეც გქონიათ გზა ყველას! მას თქვენი ცრემლები არ სჭირდება..”ნელი: ” დაე, ისეთივე ნეტარი იყოს მისი გამოღვიძება საუკუნო სასუფეველში.” ” დაე ტანჯვა-წამებაში გაეღვიძოს!- შეჰყვირა ჰიტკლიფმა და მთელი ძალით დაჰკრა ფეხი მიწას. მერე საშინლად ამოიგმინა,- მატყუარა იყო და მატყუარად დარჩა! სად ხარ ახლა, კეტი? არც ზეცაში და არც ქვესკნელში! მაშ სად? მითხარი, შენი ტანჯვა არ მადარდებსო! მხოლოდ ერთ რამეზე ვლოცულობ და ვილოცებ იქამდე, ვიდრე ენა არ დამიდუმდება : შენ არ გეღირსა სიმშვიდე, კეტრინ ერნშოუ! იტანჯე, იტანჯე, სანამ მე ცოცხალი ვარ! ხო მითხარი, შენ მომკალიო? დაე, არ მომასვენოს შენმა ხატებამ! მკვლელს მოკლული მარადჟამს ელანდება! ვიცი, მოჩვენებები ზოგჯერ ამქვეყნად დაეხეტებიან… ჩემთან იყავი, ნუ მომშორდები! ნებისმიერი სახით გამომეცხადე! გამაგიჟე, ჭკუიდან გადამიყვანე, ოღონდ ნუ დამტოვე ამ უფსკრულში, სადაც შენი ნახვა არ მიწერია! ო, ღმერტო სიტყვებს ვეღარ ვპოულობ! როგორ ვიცხოვრო სიცოცხლედაკარგულმა? უსულოდ დარჩენილმა როგორღა ვიარსებო?”

Aurora

hope you will enjoy my posts :)

მსგავსი ამბები

Close
Close