გასართობისაკითხავისასარგებლო

10 ფილმი, რომელთა ნახვის შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავ

კარგია ისეთი ფილმების ყურება, რომლებშიც ლამაზი ნახატებისა და მიმზიდველი სიუჟეტების გარდა, არის რაღაც მნიშვნელოვანი აზრი, რამაც შეიძლება დაგვაფიქროს. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ 10 ფილმზე, რომელთაც შეუძლიათ გაგიფერადონ საღამო და დაგანახონ ცხოვრების ის მხარეები, რომლებზეც ადამიანები ხშირად თვალს ვხუჭავთ. დრამა და კომედია, შერეული ერთ ფილმში იძლევა მოულოდნელ შედეგს.
1. PHILOMENA (2013)
იპოვის თუ არა ხანში შესული დედა თავის ვაჟიშვილს? რომელიც იგი ჯერ კიდევ პატარაობისას დაკარგა. ეს ფილმი გვანახებს დედობრივ სიყვარულს და იმას თუ როგორი არასამართლიანი შეიძლება იყოს საზოგადოება დედების მიმართ. ბევრი წლის შემდეგ ეს დედა შეხედავს თვალებში იმ ადამიანებს, ვინც მას შვილი წაართვა და იმის მაგივრად რომ გაბრაზდეს, იგი მათ პატიობს.

2. Romantics Anonymous (2010)
შოკოლადი-აი რა აკავშირებს ამ ორ ადამიანს. მეშოკოლადე ეძებს ახალ სამუშაო ადგილს და ის პოულობს არა მხოლოდ სამსახურს, სადაც მის ნიჭს დააფასებენ, არამედ სიყვარულსაც. ფილმი გვანახებს იმას, თუ რამდენად სასიამოვნოა შეხვდე ადამიანს, რომელთანაც გაქვს უამრავი საერთო. ეს უცნაური ხალხი თითქოს შექმნილნი არიან ერთმანეთისთვის.

3. Mommy(2014)
კიდევ ერთი ფილმი დედაზე, რომელიც საზოგადოებრივ სტერეოტიპებს არ აქცევს ყურადღებას. დედას უნდა ურთიერთობების დალაგება თავის ვაჟთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ბავშთა სახლში. როდესაც ყველანაირი იმედი გადაწურულია, გამოჩნდება მისი გამოჩენის შედეგად ყველაფერი დალაგდება.

4. 500 Days of Summer (2009)
რომანტიზმს არ შეუძლია შევიდეს კონფლიქტში რეალობასთან, მას შეუძლია მოლაპარაკება სიყვარულის ენაზე. ძალიან გულისამაჩუყებელი და ქალური ფილმი.

5. White God (2014)
ძაღლი-განსაკუთრებული ცხოველია. ამ ძაღლის ბედი ძალიან გავს ბევრი ადამიანის ცხოვრების გზას, რომლებსაც უღალატეს და მიატოვეს. რთულ სიტუაციას ყველაზე კეთილი ადამიანიც კი შეუძლია ბოროტად აქციოს, ამიტომ ყველას უნდა მოექცე სამართლიანად, არ აქვს მნიშვნელობა ეს ძაღლია თუ ადამიანი.

6. Poetry (2010)
ხელოვნება-სხვა განზომილებაა, რომელშიც ცხოვრება ბევრ ადამიანს გაუმართლა. ამ ქალბატონს ადრე არასდროს უწერია ლექცები, ახლა კი მისმა ცხოვრებამ ახალი აზრი შეიძინა. პოეზია-მისი ცხოვრების ნაწილია. და ცხოვრება მისთვის ბევრად უფრო საინტერესო და ხალისიანი გახდა.

7. What Dreams May Come (1998)
ამ ფილმის იდეას თუ მივყვებით, ყველა ოცნებას მივყავართ ერთ გზაზე-ჯოჯოხეთში. აი მოხვდები თუ არა შენ იქ, ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. საყვარელი ადამიანისათვის ეს ადამიანი ასეთ სიტუაციასაც არ არიდებს თავს და არ კარგავს იმედს. ღირს მისგან მაგალითის მიღება. რობინ უილიამსი, როგორც ყოველთვის შესანიშნავია.

8. The Geographer Drank His Globe Away (2013)
ეს ფილმი გვაძლევს წარმოდგენას იმაზე თუ რა არის სიყვარული და რა დამოკიდებულებაშია იგი რუსულ ალკოჰოლიზმთან. ალბათ ასეთი ადამიანები ერთხელ მაინც შეგხვედრიან ცხოვრებაში: იდეალური ხედვა მსოფლიოზე მათ ხელს უშლით ნორმალურად აიწყონ ცხოვრება. აქედან გამომდინარე კი არის ისტორიები, როგორც ამ ფილმში.

9. A Swedish Love Story (1970)
არაჩვეულებრივი ფილმი მოზარდებზე და იმის შესახებ თუ რა ხდება მათ თავს ამ რთულ ასაკში. ყველაფერი ისე რთულად გვეჩვენება, არადა ამ ასაკში ყველაფერი ძალიან მარტივადაა.

10. Darbareye Elly (2009)
ელიმ ჯერ კიდევ არ იცის რა ელოდება მას ამ მოგზაურობაში. დასვენება რამდენიმე ოჯახურ წყვილთან ერთად-თავგადასავლები, რომლებიც საერთოდ შეცვლის მის ცხოვრებას. ისტორია, რომელიც შეიძლება ნებისმიერს გადახდეს თავს.

ამ ფილმების ნახვის შემდეგ, დიდი ხანი იქნებით შთაბეჭდილებების ქვეშ. წარმატებას გისურვებთ :)

loading...
თეგები

Aurora

hope you will enjoy my posts :)

მსგავსი ამბები

Close
Close