არქივი

ბუნების საოცრებები

d547ed706d6f

ბუნების ზოგიერთი საოცრება ადამიანის მიერ შექმნილ საოცრებებს ბევრად აღემატება. მაგალითად წყლის ნაკადის უზომო ძალას უზარმაზარი კანიონების, გამოქვაბულების და ჩანჩქერების შექმნა შეუძლია. პლატფორმები, რომლებიც დედამიწის ზედაპირს ქმნიან, ერთმანეთს ეჯახებიან და მთების გწარმოქმნას იწვევს, ატმოსფეროსაც კი შეუძლია მომაჯადოებელი ეფექტების შექმნა, თუმცა ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ყალიბდება და იძენს გასაოცარ შესახედაობას. ამიტომ გასაკვირი არაა  აქ წარმოდგენილი ბუნების საოცრებები, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სანახაობების რიცხვს რომ მიეკუთვნება.

ევერესტი

მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალია, იგი ნეპალისა და ტიბეტის გამყოფ ჰიმალაის ქედზე მდებარეობს. დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ ის ზღვით იყო დაფარული, მაგრამ დედამიწის ზედაპირის შემადგენელი პლატფორმები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც გაჩნდა მთების ჯგუფი, რომელიც დღესაც იზრდება. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით ევერესტის სიმაღლე 8850 მეტრია. პირველად მწვერვალზე ასვლა 1953 წელს შეძლეს ედმუნდ ჰილარიმ და თენსინგ ნორგეიმ.
8bb8aa426db1

001cc4d6b0db

d311d03aa3c6

ნიაგარას ჩანჩქერი

კანადისა და აშშ-ს საზღვართან მდებარე ამ საოცარი ჩანჩქერის სახელი აბორიგენთა ენაზე ”მგრგვინავ წყალს” ნიშნავს. ნიაგარა წუთში იმდენ წყალს ატარებს რომ 150 ოლიმპიური საცურაო აუზის ავსება შეიძლება. გოუთის კუნძულები წყლის დინებას კანადურ და უფრო მცირე ამერიკულ ჩანჩქერებად ჰყოფს. პირველად ჩანჩქერები 1859 წელს გადაკვეთა თოკზე მოსიარულე ჩარლზ ბლონდენმა, მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანი სპეციალური კონტეინერებით მიჰყვა ჩანჩქერტა დინებას.

45d39bf8b2cd

533f503424a9

81e04711b41a

ულურუ

ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ულურუ მსოფლიოში უდიდესი კლდოვანი წარმონაქმნია, რომელიც წვიმის წყლის ნაკადებითაა დაღარული და დაფარულია გამოქვაბულებით. მისი სიგრძე 3.6 კმ-ია, სიგანე კი 2 კმ. დღისით ის ფერს იცვლის იმის მიხედვით თუ რომელი მინერალები ირეკლავს მზის სხივებს,  განსაკუთრებით ლამაზი სანახავია მზის ჩასვლისას ამ დროს იგი გიგანტურ ნეკერჩხალს ემსგავსება. ულურუ აბორიგენებისათვის წმინდა ადგილია, რომელთა ნახატებითა და ჩუქურთმებით მორთულია გამოქვაბულის კედლები.

7c91f171f346

aa81b2616000

d1d519df23f6

426246068289

დიდი ბარიერული რელიეფი

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი მსოფლიოში უდიდესი მარჯნის რიფი და ამავე დროს, უდიდესი ბიოლოგიური სტრუქტურაა. ის ქუინსლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს და სიგრძეში 2000 კმ-ს აღწევს. ბარიერული რიფი 2900 ცალკეულ რიფს, 300 პატარა კუნძულს და 210 კუნძულს შეიცავს და 400 სახეობის მარჯნისაგან შედგება. რიფი მილიონობით წლების განმავლობაში შენდებოდა მარჯნის პოლიპებად წოდებული ზღვის არსებების ჩონჩხებისაგან. მარჯანი მხოლოდ 22°C-ზე თბილ, სუფთა, ჟანგბადით მდიდარ, მეჩხერ წყლებში იზრდება, სადაც მზის სხივები დაუბრკოლებლად აღწევენ.

aad2123d087c

5bf86c29af00

8adfc6213d95

0742f9234132

კარლსბადის გამოქვაბულები

ნიუ-მექსიკოში მდებარე გვადალუპეს მთები კარსლბადის გამოქვაბულების სამშობლოა. მჟავანარევმა წყალმა კირქვის კლდეში დერეფნებისა და დარბაზების უზარმაზარი ქსელი შექმნა. კარლსბადი განსაკუთრებით ცნობილია დიდი დარბაზით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოქვაბულით, რმლის სიგრძე 610 მეტრს სიგანე კი 335 მეტრს აღწევს. საუკუნეების განმავლობაში მინერალებით სავსე წყალი მრავალფეროვან ნაგებობებს ქმნიდა, რომელთა შორისაა სტალაგმიტები და სტალაქტიდები, რომელიც წყლის დაცემისა და აორთქლების შედეგად ჩნდება და შედგება მინერალური ნალექებისაგან. სწორედ ამდაგვარი მღვიმე გვხვდება საქართველოში>> ქუთაისში სათაფლიის ახლოს მდებარეობს ვეებერთელა კარსტული ქვაბული, რომელსაც ამშვენებს გამჭირვალე სტალაქტიტები და სტალაგმიტები. შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს. ტერიტორიის 95% დაფარულია კოლხური ტიპის ტყით, მღვიმის ჯამური სიგრძე 900 მეტრია, სიმაღლე- 10-12 მეტრი. მღვიმე კეთილმოწყობილია . (ოდესმე ალბათ ესაც მოხვდება მსოფლიოს ბუნების საოცრებათა ნუსხაში)

c60a9d2cf7f0

d304e27ff33e

სათაფლიის კარსტული გამოქვაბული
9d77815e0c55

a37579ec4b43

8260a3a9a3b1

ჩრდილოეთის ციალი

ცისარტყელა და მზის ჩასვლა ყველას უნახავს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ შესწრებია განსაცვიფრებელ ნათებას, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების მახლობლად ჩნდება. კაშკაშა ფერების ელვარება გამოწვეულია გამოსხივებით, რომელიც ცნდება მაშინ, როდესაც მზის სხხივებს მაგნიტური პოლუსები იზიდავს. ატმოსფეროს დაბინძურების გამო უკანასკნელ წლებში ჩრდილოეთის ციალის ნახვა დღეს მხოლოდ დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთშია შესაძლებელი.

4d33ec81a12a

64f9794b7a99

5d509ca7bda3

4b61f1e52390

დიდი კანიონი

კანიონი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ არიზონაში, სიგრძეში 446 კმ-ს სიგანეში კი 16 კმ-ს აღწევს. მის ფსკერზე  მინარე კოლორადო მიედინება, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ჭრიდა კალაპოტს კლდეებს შორის. კანიონის ფორმირებაში წვიმა და წყალქვეშა დინებებიც იღებდნენ მონაწილეობას, რის შედეგადაც მნახველის თვალწინ მრავალი უცნაური ფორმისა და ფერის შრე იშლება. კანიონის ფსკერის გრანიტის ქვების ასაკი 2 მილიონ წელიწადს ითვლის.

93136ac292a2

1e2aee1a906c

72219ecf7c5c

წყარო: DORLING KINDERSLEY BOOK
www.dpa.gov.ge

მსგავსი ამბები

Back to top button