კულტურაუცნაური

შეიქმნა ტვინის ყველაზე ვრცელი ციფრული მოდელი

132eb6c4b687

ევროპული პროექტი Blue Brain, რომელიც მილიარდ ევროზე მეტად არის შეფასებული, მიზნად საკმაოდ ამბიციურ ამოცანას ისახავს: შექმნას ადამიანის ტვინის მთლიანი ციფრული ასლი. პროექტის დაწყებამდე, მრავალი ნეიროფიზიოლოგი ამ ცდას უიმედოდ თვლიდა, თუმცა პროექტის მუშაობის პირველი კონკრეტული შედეგი უკვე წარედგინა სამეცნიერო საზოგადოებას.

ჰენრი მარკრემის (Henry Markram) ჯგუფმა შვეიცარიის, ლოზანის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან წარმოადგინა ნეირონებისა და სინაფსების ერთობის ციფრული ასლი, რომელიც ვირთხის ტვინის დაახლოებით მესამედ კუბურ მილიმეტრს უდრიდა, კერძოდ კი ტვინის იმ ნაწილისა, რომელიც შეხებაზეა პასუხისმგებელი.

c357bf00d263

მოდელში რთული მაღალსპეციალიზირებული ნერვული უჯრედების 31 000 ნეირონი და 37 მილიონი სინაფსია. სულ, ციფრულ სიმულაციაში გათვლილია 207 სხვადასხვა სახეობის ნერვული უჯრედი. იმისათვის, რომ სიმულაცია შეექმნათ, მკვლევარებმა მთელი რიგი უბრალო ვირთხების ტვინის 14 000 რეალური ნეირონი დეტალურად შეისწავლეს.

შედეგად, მათ მიერ შექმნილი მოდელი 100 000-ჯერ აღემატება ყველა მანამდე შექმნილ მოდელს და როგორც აკვირდებიან ამ შემთხვევაში რაოდენობა უკვე ხარისხში გადადის. მას შემდეგ, რაც პროგრამულ უზრუნველყოფაში მეცნიერებმა შეიყვანეს ის მონაცემები, რაც ზოგადად ცნობილია ნეირონების და გამაღეზიანებლების რეაქციის შესახებ და დაიწყეს სტიმულირებად ტვინის ნაწილზე გარე გამაღეზიანებლების ციფრული ანალოგების გაგზავნა, მარკრემმა და მისმა კოლეგებმა ვირტუალური ნეირონების გაღიზიანების მიღწევა შეძლეს. ამ ვირტუალური ნეირონების გაღიზიანება მსგავსი იყო მსგავსი სიგნალების მიერ ვირთხის ტვინის რეალური ნეირონების გაღიზიანებისა. ამასთანავე, მსგავსი იყო არა მარტო ზოგადი რეაქცია, არამედ გამაღეზიანებელზე რეაგირების დროც.

36f4ea4ef9fe

საბოლოოდ, მარკრემის ჯგუფი, რომელშიც 80-ზე მეტი მეცნიერი შედის ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, იმედოვნებს ტვინის უფრო ვრცელი მოდელის შექმნას, რის შემდეგ ეტაპობრივად ადამიანის ტვინამდეც მივლენ. ჯერ-ჯერობით მათ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი: ვირთხის 31 000 ნეირონის მოდელირება გაცილებით მარტივია, ვიდრე ადამიანის ტვინის მრავალი მილიარდი ნეირონისა. თუმცა, თუ მომავალში ადამიანის ტვინის მოდელიც ისეთივე წარმატებული გამოდგება, როგორც ეს ვირთხის ტვინის ნაწილის მოდელზე გამოვიდა, მეცნიერები თვლიან, რომ Blue Brain-ის პროექტზე დახრჯული ფინანსები და ენერგია ასმაგად ანაზღაუდება.

პ.ს. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი აზრი თუ რას ფიქრობთ ასეთ პროექტებზე, უნდა ხდებოდეს თუ არა მეცნიერების ამ მხრივ განვითარება და ზოგადად ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა?

მსგავსი ამბები

Back to top button