ახალი ამბებისურათებიუცნაური

ჩინეთში ცაში გამოკიდებული მინის ხიდი პირდაპირ ტურისტების თვალწინ დაიმსხვრა

image

არქიტექტურამ ფართო გზა ჰპოვა განვითარების საფეხურზე თავისი უჩვეულო და საინტერესო ნახაზებით. მასთან შერწყმულმა დიზაინერთა იდეებმა კი ბიზნესმენთა საქმიანობა მეტად გააფართოვა და განავითარა, რამაც ასევე შემოსავლების გაზრდას შეუწყო ხელი. წარმოუდგენელი, შოკისმომგვრელი და განსხვავებული ელემენტები ხომ ქალაქს ტურისტების სამიზნედაც აქცევს. ერთი სიტყვით კი, 21-ე საუკუნე აღმავლობის ხანაა თითქმის ყველა სფეროში და არაფერი აღარ გვაოცებს, ამიტომ ისე ვისწრაფვით სიახლეების შეგრძნებისკენ, გვავიწყდება მათი უსაფრთხოების ნორმებზე დაფიქრება.

 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩინეთმა კვლავ გაგვაოცა სიახლით და წარმოგვიდგინა მინის საფეხმავლო ხიდი მინის სტრუქტურის იატაკით, რომელიც ზღვის დონიდან ცენტრალური ჩინეთის ხევზე 3500 მეტრ სიმაღლეზეა. ეს სწორედ ის ხიდია, რომელმაც უამრავი ტურისტი მიიზიდა და ბევრმა თქვენგანმა მათ მიერ დადებული ფოტოები სოც-ქსელში უკვე იხილა.

 

image

 

ჩვეულებრივი მინისგან აგებული ხიდი, რომელიც 1300 მეტრი სიგრძისაა და როგორც უკვე ავღნიშნე ზემოთ, 3500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, გაჭიმულია მთა იონტაის გასწვრივ ხანანის პროვინციაში. სრული გამჭვირვალობა ზღვის დონიდან ამხელა სიმაღლეზე, უამრავი ტურისტისა და ექსტრემალის სამიზნე იყო, თუმცა უკვე ოთხი დღეა ხიდი დახურულია სარემონტო სამუშაოების გამო. თვითმხილველი ტურისტების თქმით მინის ხიდს დაეცა რაღაც მძიმე საგანი, სავარაუდოდ კლდის ჩამონატეხი, რამაც განაპირობა მისი დამსხვრევა. მთა იუნტაის ტურიზმის ადმინისტრაციამ მაშინვე გაუშვა მთებში სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ასრულებენ ხიდის აღდგენით სამუშაოებს.

 

imageimageimageimage

ხიდი აგებულია ჩვეულებრივი, ხარისხიანი მინის სამი ფენისგან. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, რადგან მხოლოდ ზედა ერთი ფენა დაიმსხვრა. ინციდენტის მომენტში არსებული პირები აცხადებენ, რომ არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, თუმცა მედია და მათ შორის იუნტაის ადმინისტრაცია არ ეთანხმება მათ დასკვნებს და ისინი შეგვახსენებენ, რომ მინის ხიდების დამსხვრევის შემთხვევებს ლონდონში ტაუერსკის ხიდსა და უილის კოშკს ჩიკაგოშიც ჰქონდა ადგილი.

 

მინის ხიდები მინის სტრუქტურის იატაკითა და პლატფორმით, სულ უფრო და უფრო პოპულარულს ხდიდა ჩინეთს, თუმცა მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბევრი ტურისტი ერიდება ამ ექსტრემს.

 

imageimageimage

გასულ კვირას კიდევ ერთი მინის ხიდი აიგო პარკში Shiniuzhai National Geological. ხიდი ცნობილია ხაოხაო ციაოს სახელით და ვერ დაიკვეხნის ძალიან ექსტრემალურობით, ვინაიდან სულ რაღაც 590 მეტრ სიმაღლეზეა მიწიდან.

 

imageimage

 

კიდევ ერთი ასეთი ექსტრემალური ხიდი მდებარეობს ჩჟანცზიაცზის დიდ კანიონზე.

 

imageimageimage

 

წყარო – intermedia.ge

Back to top button