გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ ებრძვის სიცილი მიკრობებსა და ვირუსებს

image

სიცილი მხოლოდ პოზიტიური ემოციების გამოხატულება ან ქალის მომხიბვლელობის იარაღი არაა, ცოტა ჩვენთაგანმა თუ იცის და დაფიქრებულა იმაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან ჯანმრთელობაზე.

 

image

 

გამოკვლევების მტკიცებულების ფონზე ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ვინაიდან სიცილი უაღრესად სასარგებლო მკურნალია. სიცილის თერაპია ამაგრებს და ამაღლებს ანტისხეულებისა და უჯრედების დონეს, რაც ანადგურებს ავთვისებიან წარმონაქმნებს. თუმცა ზომიერება უპირველეს ყოვლისა და აქაც საჭიროა, რადგან სიცილი ამავდროულად ფიზიკური დატვირთვის ტოლფასია, კერძოდ კი: ერთწუთიანი სიცილი ორმოცწუთიანი სირბილის ტოლფასია. ხუთი წუთის განმავლობაში თავშეუკავებელი ხარხარი ხსნის დეპრესიას და სასიკეთოდ მოქმედებს როგორც გულის, ასევე ფილტვების მუშაობაზე. ათ წუთიანი სიცილი წვავს იმდენ კალორიას, რამდენსაც გმატებთ ერთი ფილა შოკოლადი. ოც წუთიანი სიცილი სიცოცხლეს 24 საათით ახანგრძლივებს. სიცილის დროს ჰაერი ფილტვებიდან 100 კმ/სთ სიჩქარით ამოიტყორცნება. ამ დროს ბრონქები თავისუფლდება დაგროვილი ლორწოსგან, რაც აუმჯობესებს სუნთქვას და ამსუბუქებს ანთებით პროცესს ბრონქიტისა და ასთმის დროს. სიცილის დროს იცვლება სუნთქვის რეჟიმი- ის ხანმოკლე, წყვეტილი და შედარებით ღრმა ხდება და მიმდინარეობს ფილტვების სუპერვენტილაცია, ანუ ტვინს მეტი ჟანგბადი მიეწოდება.

 

image

 

ქალი ჯანმრთელი რომ იყოს, დღეში 14-ჯერ მაინც უნდა გაიცინოს, მამაკაცმა კი 18-ჯერ. მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ადამიანს შეუძლია იცინოს შეუწყვეტლივ დღეში დაახლოებით ერთ საათს. ხშირად მოცინარი ადამიანი ჰორმონულ დონეზეც განიცდის სიამოვნებას, რადგან ამ დროს სისხლში “ენდორფინების” დონე მატულობს. დადებითი ემოციების: სიცილის, სიხარულის, სიყვარულის, ვნების მადლიერების გრძნობის შედეგად წარმოიქმნება ენდორფინები-ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იწვევს ადამიანში კარგ გუნება-განწყობილებას, ბედნიერების შეგრძნებას. სტრესის ჰორმონების შემცირებისა და ბედნიერების ჰორმონების გაძლიერებული სინთეზის წყალობით სიცილი იმუნიტეტსაც აძლიერებს.

 

image

 

სიცილი ეფექტური საშუალებაა მიკრობებთან და ვირუსებთან საბრძოლველადაც, ის ორგანიზმში ააქტიურებს იმ ნითიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან მათ გავრცელებას, ამცირებენ ანთებითი პროცესების განვითარების რისკს და ასევე წარმატებით ებრძვიან სიმსივნური უჯრედების წარმოშობას.
საყოველთაოდ ცნობილია სიცილის ერთ-ერთი უცნაური სამკურნალო ეფექტის შესახებ – ის მკუნალობს დიაბეტს. თავდაპირველად, ეს მხოლოდ მეცნიერთა ვარაუდი იყო, ხოლო მოგვიანებით, ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ სიცილი საგრძნობლად აუმჯობესებს დიაბეტიანი ავადმყოფების მდგომარეობას და ხშირად უფრო უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე მედიკამენტებს.

 

image

 

მედიკოსები ცალსახად აცხადებენ და მოუწოდებენ ადამიანებს რაც შეიძლება ხშირად გაიღიმონ და იცინონ, თუმცა აქვე გვაფრთხილებენ, რომ საჭიროა ამ სასარგებლო საშუალების გონივრულად ფლობა, რადგან ხანგრძლივი და არაკონტროლირებადი სიცილი ზოგჯერ ზიანის მომტანიცაა და შეიძლება გულის მწვავე უკმარისობის მიზეზიც კი გახდეს.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ სიცილი ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის, უნარჩუნებს მას განწყობას და სიცოცხლის ხალისს. ადამიანები, რომლებიც იუმორის გრძნობით გამოირჩევიან არა მხოლოდ ჯანმრთელები, არამედ პროფესიულ და პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები არიან. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ სიცილი პოზიტიურად მოქმედებს არა მარტო თქვენზე, არამედ თქვენს გარშემო მყოფ ხალხზეც.

 

image

image

P.S. ასე, რომ იცინეთ მეტი, გაახარეთ სხვები და იყავით ჯანმრთელნი

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Close
Close