გასართობისაკითხავისასარგებლო

თავის მოვლა (ნაწილი 2)

სულაც არ არის ძნელი გამოიყურებოდეთ შესანიშნავად ნებისმიერ ასაკში!

არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკს, შეინარჩუნოთ კანის ჯანსაღი მდგომარეობა გაძლევთ საშუალებას გამოიყურებოდეთ უფრო ჯანმრთელად და ლამაზად. თქვენი ცხოვრების ყოველ ეტაპზე ადაპტაცია უნდა შეძლოთ ასაკთან და მის რეჟიმთან. თავიდან უნდა მოიშოროთ ის მეთოდები, რომლებიც არ მოქმედებენ თქვენზე და ზედმიწევნით კარგად შეისწავლოთ ის, რაც თქვენთვის კარგი და სასარგებლოა. განვიხილოთ ასაკობრივი ეტაპები.

თინეიჯერები

ამ ასაკში ჰორმონები დიდი რაოდენობით გამოიყოფა, რაც ხშირად ჭარბ ცხიმიანობას იწვევს და შედეგად შესაძლოა კანიც დაზიანდეს. დერმატოლოგების აზრით აუცილებელია კარგი გამწმენდის გამოყენება, რომელიც აკნესაც გაუმკლავდება. რეკომენდებულია სალიცილის შემცველი პროდუქტების მოხმარება. თუ ამ ასაკში შეამჩნევთ, რომ გამონაყარი ტოვებს შრამს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. ის მალე მოგაშორებთ სახიდან აკნეს, რაც თქვენს კანს ნაკლებ ზიანს მიაყენებს.

მზისგან დაცვა აუცილებელია თქვენი კანისათვის. დადგენილია, რომ კანის მზის ქვეშ დაზიანების 80% სწორედ 20 წლამდე ასაკისას ხდება. თუ რუჯის მიღება თქვენთვის განუყოფელია ან სპორტის გამო ხშირად გიწევთ მზის ქვეშ ყოფნა, გამოიყენეთ მზისგან დამცავი SPF 8-დან 10-მდე (SPF 20 ოპტიმალური ვარიანტია). დაიმახსოვრეთ, რომ დამცავთან ერთად მცირედი მზე სახისთვის სასარგებლოა, მუდმივი მზის აბაზანები იწვევს კანის დაზიანებას.
გამოიყენეთ სუფთა, ნაზი პირსახოცი სახის გაწმენდისას. თუ თქვენ სახესთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ბაქტერიები, რომლებიც უკვე გამოყენებულ პირსახოცზეა, უფრო გაგიმწვავებენ პრობლემას.
ეცადეთ მიხედოთ თქვენს, გულ-მკერდის, ზურგის და ხელების არეს, დაიცავით ის გამონაყარისგან.

20-დან 30-მდე

როდესაც ამ ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებით, მაშინ აუცილებელია კანის მოვლის უფრო დელიკატურ რეჟიმზე გადახვიდეთ. იღბლიანებს მოუწიათ აკნესთან გამკლავება თინეიჯერობის წლებში, მაგრამ ნაკლებ იღბლიანი ქალბატონები თინეიჯერობის შემდეგაც იტანჯებიან აკნესგან, რომელსაც ხშირად ჰორმონარული დარღვევები, ფეხმძიმობა ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბები იწვევს. თუ თვლით, რომ ვერ აკონტროლებთ კანის მდგომარეობას, აუცილებლად მიაკითხეთ დერმატოლოგს.

კანი კვლავ “იზრდება” 20-დან 30-მდე, ამიტომ გამართლებული არ იქნება კვლავ მისდიოთ თავის მოვლის თინეიჯერულ რუტინას. პროდუქტები, რომლებიც თქვენ კანს ასუფთავებდა 16 წლის ასაკში, ახლა შეიძლება ნამდვილად არ გამოგადგეთ. ყურადღება მიაქციეთ კანის ცვლილებებს და მის მიხედვით შეცვალეთ პროდუქტებიც.
გარკვეული ცვლილებები კანის ფერში შეიძლება გამოწვეული იყოს ადრეულ ასაკში მზის გულზე გადამეტებული ნებივრობით. თუ კანი არ გამოიყურება ჯანსაღად, გამოიყენეთ პილინგის საშუალებები, რომლებიც შეიცავენ სალიცილს, თქვენი კანი დაიბრუნებს მზინვარებას.
თქვენ ამ ასაკში უკვე მზად ხართ მისდიოთ კანის სერიოზული მოვლის რეჟიმს, რაც თავის მხრივ მოითხოვს დამატენიანებელი და ასაქერცლი ნიღბების გაკეთებას.
თქვენ უნდა შეუსაბამოთ მკვებავი კრემი თქვენი სახის კანს. თქვენ შეიძლება ძლიერი დამატენიანებელი გჭირდებოდეთ ან ძალიან სუსტი.
თვალის კრემები და გელები მნიშვნელოვანი ხდება ამ ასაკში, რადგან თვალის ირგვლივ არე უფრო მშრალია, ვიდრე კანი დანარჩენ სახეზე, ამისთვის დაგჭირდებათ თვალის კრემი, მაგრამ თუ თვალის ირგვლივ არე შეშუპებულია და გიჩნდებათ მუქი წრეები, მაშინ გამოიყენეთ თვალის გელი.

30-დან 40-მდე

ამ ეტაპზე თქვენ უკვე კანის დაბერების მცირედ ნიშნებს ამჩნევთ. მეტად გამოკვეთილი ხაზები ჩნდება თვალის ირგვლივ, სადაც კანი ყველაზე თხელია. მთლიანობაში კი კანი უფრო გამომშრალია და ნაკლებ ელასტიური, ვიდრე იყო წლების წინ. ხაზები შეიძლება გაჩნდეს შუბლზე და ტუჩების ირგვლივ. ეს სავსებით ნორმალურია და დრო დგება დაიწყოთ სხვა რეჟიმი თავის მოვლისათვის. იხმარეთ პარფიუმერია გლიკოლის მჟავის შემცველობით.

არ მისცეთ უფლება დროს და ასაკს არ მიხედოთ თქვენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი და სამსახური ნაკლებ დროს გიტოვებთ თქვენი თავისათვის, ყველას აქვს 5 წუთი დილით და 5 წუთი საღამოს საკუთარი თავისათვის. ეს სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ.
თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ფორები უფრო დიდია, ვიდრე ის აქამდე იყო. ამას იწვევს თქვენი კანის ნაკლები ელასტიურობა. თქვენ ვერ გააქრობთ ფორებს, თქვენ მხოლოდ შეამცირებთ მის შესამჩნეობას, თუ მუდამ დაიცავთ მათ სისუფთავეს და გამოიყენებთ შესაბამის კოსმეტიკას.
ასაქერცლი ნიღბები, რომელსაც დამატენიანებელი ნიღაბი მოყვება, აუცილებელია თქვენი კანის სიჯანსაღისათვის. რეკომენდებული არ არის მათი ხშირად გამოყენება.
თქვენი ყოველდღიური სახის დამატენიანებელი კრემი შეიძლება თქვენს კანს გამოშრობისგან არ იცავდეს, განსაკუთრებით კი მშრალი კლიმატისას ან ზამთრის ცივი თვეებისას, როდესაც კანი ყველაზე მშრალია. შეიძლება უნდა შეცვალოთ სახის კრემი მეტი ეფექტურობისათვის.
თვალის ირგვლის არის სიმშრალე ითხოვს თვალის კრემს, განსაკუთრებით მაკიაჟის ქვეშ. კრემი ეხმარება, როგორც თვალს ისე მაკიაჟს, გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. თვალის გელი დაეხმარებათ თვალის ირგლივი გარემოს გაუმჯობესებისათვის.

40-დან 50-მდე

თქვენ უკვე ამჩნევთ შესამჩნევ ცვლილებებს კანის ფერსა და სიმკვრივეში: დაქვეითებული ელასტიურობა, პიგმენტაცია და მეტად გაღრმავებული ნაოჭები შუბლზე და თვალების ირგვლივ. ჰორმონების გამოყოფაც იკლებს ამ დროს, ამიტომ თქვენი კანი ნაკლებ ცხიმს გამოყოფს. შეიძლება ცხოვრებაში პირველად აღმოაჩინოთ, რომ მშრალი კანი გაქვთ და ამ დროს აუცილებელი ხდება კანის დატენიანება. ყოველდღიური კანის რუტინა აუცილებელი ხდება თქვენი კანის სიჯანსაღისთვის.

თქვენი კანის მოვლის რეჟიმის ნებისმიერი ელემენტი – გამწმენდი, დამატენიანებელი, სახის კრემი – მეტად უნდა ატენიანებდეს, ვიდრე აშრობდეს.
რამდენიმე ასაკობრივი ლაქა ან ობობისებრი ნაოჭი შეიძლება გაჩნდეს თქვენს სახეზე ან ხელებზე, მაგრამ არ შეშინდეთ, ისინი მარტივად სწორდება. (ამაზე მოგვიანებით, უფრო ვრცლად შემდეგ პოსტში მოგიყვებით).
უამრავი ქალი ამ ასაკში მზადაა ჩაიტაროს დერმატოლოგიური პროცედურები, რათა გაიჯანსაღონ კანი. ეს პროცედურები სწორად უნდა შეირჩეს და ეხმარება კანს გაახალგაზრდავებისათვის.
ბევრი ქალი ასევე იტანჯება როზაცეით (ვარდისფერი ფერისმჭამელები კანზე) (უფრო ვრცლად მომდევნო პოსტებში), ამის გამოსწორებაც მხოლოდ და მხოლოდ დერმატოლოგის მიერ დანიშნული მკურნალობითაა შესაძლებელი.

50-დან 60-მდე

ამ ასაკში თქვენ ბევრი რამ გაქვთ გამოცდილი და ეს ნამდვილად აისახება თქვენს კანზე. ამ ეტაპზე თქვენ უკვე უნდა დაიწყოთ ყოველ კვირეული ასაქერცლი ნიღბების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ გლიკოლის მჟავას, რათა შეინარჩუნოთ კანის სინაზე. 50 წლიდან მზის სხივები მხოლოდ დაბერებას უწყობს ხელს და ნებისმიერ ლაქას უფრო შესამჩნევს ხდის. აუცილებელია მზის დამცავი საშუალების და ქუდის გამოყენება.

იმის გამო, რომ ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესები ნელდება, ყოველდღიური ვარჯიში აუცილებელია! ამით გააუმჯობესებთ ჟანგბადის მიწოდებას, სისხლის მოძრაობას.
მენოპაუზასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შესაძლოა თქვენს კანზეც იქონიოს გავლენა, მაგრამ ეს საშიში არა არის.
უამრავი ქალბატონი ამ დროს სახის კანის დაჭიმვაზე იწყებს ფიქრს. თუ თქვენ ამისთვის მზად არ ხართ, შესაძლოა მიმართოთ ბოტოქსს, კოლაგენის მიღებას (უფრო ვრცლად ამ პროცედურებზე მომდევნო პოსტებში).
კანის სიმსივნის საშიშროება ამ ასაკში უფრო მაღალია ვიდრე ადრე, ამიტომ აუცილებელია პერიოდულად დერმატოლოგთან ვიზიტი.

60-დან ზემოთ

ეს ეტაპი ალბათ ყველაზე მეტად აშინებს ქალბატონებს, ამ დროს თვალის ქვეშ არე უფრო არაელასტიური ხდება, ნაოჭები ღრმავდება და კანიც უფრო უფერულდება. ყველაზე კარგი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, კანის ფერზე იმუშავეთ მაქსიმალურად. რა თქმა უნდა, ნაოჭიც მეტი გექნებათ და შეხედულებაც უფრო დიდი, მაგრამ აუცილებელია ამით ტკბობაც. ერიდეთ მზეს, დაატენიანეთ მაქსიმალურად, რათა გამოიყურებოდეს ლამაზად. დაბერებული კანიც შესაძლოა გამოიყურებოდეს მშვენივრად, ამიტომ მიაქციეთ მას ყურადღება.

თქვენი თხელი და ღია კანი უფრო მარტივად შეიძლება დაიწვას მზეზე. უნდა იხმაროთ მზის დამცავი კრემი თქვენი ასაკობრივი კატეგორიისთვის, ქუდი, რომელიც თქვენს სახეს დაფარავს ჩრდილით და უმჯობესია სხეულის სხვა ნაწილებიც მოარიდოთ მზეს.
თუ ასაკობრივი ლაქები გაქვთ ან გსურთ კანი დაირბილოთ, აუცილებლად მიაკითხეთ დერმატოლოგს.
თვალის კრემები დაგეხმარებათ თვალის ირგვლივ არის დატენიანებისათვის. თუ თვალის შეშუპება თქვენთვის პრობლემაა, მაშინ თვალის გელი, რომელსაც ახალგაზრდობის დროს ხმარობდით, ახლაც დაგეხმარებათ პრობლემასთან გამკლავებაში.

შემდეგ ნაწილში, “სახის კანის მოვლა”.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close