არქივი

თავის მოვლა (ნაწილი 1)

a60d23f71e69

თავის მოვლა ნებისმიერი ქალისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ გაეცანით მარტივ მეთოდებს, რათა მუდამ იმყოფებოდეთ ფორმაში.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება გშურდეთ გვერდზე მჯდომი ქალის, რადგან მას გრძელი და სწორი თმა აქვს, არასდროს დაგავიწყდეთ, რომ მას შეიძლება თქვენი შურს, რადგან მშვენიერი კულულები გაქვთ. ნებისმიერ ქალს აქვს უნიკალური დეტალი, რომლის წარმოჩენაზეც უნდა იზრუნოს. არ უნდა მიყვეთ მოდას, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს არ მოგწონთ. აუცილებელია ინდივიდუალურობას გაუსვათ ხაზი.

აუცილებელია იცოდეთ, რომ: თქვენ ვერავინ გაგასულელებთ. თქვენ შეიძლება მოიხიბლოთ კოსმეტიკური ბრენდების რეკლამებით, მაგრამ აუცილებლად მიხვდებით არის თუ არა ეს პროდუქცია კარგი თქვენთვის.

თქვენ ქალბატონი ხართ. რა თქმა უნდა, კაცებს მოსწონთ მოვლილი ქალები, მაგრამ ქალები ამაზე ზედმეტად ბევრს ფიქრობენ. აუცილებელია საკუთარი თავის მოვლა, პირველ რიგში, თავად გსურდეთ თქვენთვის.

თქვენ ეძებთ უამრავ მეთოდსა და ხერხს, რომ გაუმკლავდეთ სილამაზესთან დაკავშირებულ პატარა პრობლემებს. არ აქვს მნიშვნელობა რას ეძებთ, თქვენ გჭირდებათ დახმარება გამოცდილი ადამიანისგან. აქ კი შევეცდები პასუხი გავცე თქვენს ყველა კითხვას.

კანის მოვლა. კანის ბაზისები.

e46306b9ddaa

დაუსრულებელ კამათში თუ რა ჯობია კანისთვის: გამწმენდი, დამარბილებელი, დამატენიანებელი თუ ათასი სხვა პროდუქტი, თქვენ გავიწყდებათ, რომ კანის მთავარი ფუნქციაა დაგიცვათ გარე სამყაროსგან. თქვენი კანს ეწოდება ეპიდერმისი, კანის ახალი უჯრედები სწორედ აქ წარმოიქმნება. ახალგაზრდა ქალბატონებში ამ პროცესს 2 კვირამდე სჭირდება, მოგვიანებით კი ეს პროცესი ორმაგდება. პროდუქტების უმრავლესობა მხოლოდ ზედაპირულად უვლის კანს. დერმისი – ეს კანის ღრმა ფენაა, სადაც ცხიმოვანი უჯრედები, ნერვის დაბოლოებებია… ასევე აქვეა უჯრედები, რომლებიც მელანინის წარმოქმნაზე აგებენ პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ დერმისს ვერ ხედავთ, ხედავთ მის შედეგებს და ეფექტებს თქვენს კანზე, რადგან კოლაგენი და ელასტინი სწორედ დერმისში მდებარეობენ. ისინი პასუხისგებლები არიან კანის ელასტიურობაზე. როდესაც ასაკი ემატება ადამიანს ან მზის მავნე სხივები ხვდება კანს დიდი რაოდენობით, კანი ელასტიურობას კარგავს და შედეგად ჩნდება ნაოჭები.

როგორ ემატება წლები კანს…

27350a28e196

კანის ასაკობრივი მატება გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ასაკის მატებასთან ერთად, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ორი ფაქტორი:

ასაკის ნორმალური მატება ხდება მრავალი წლის განმავლობაში და როგორ “დაბერდებით” ასევე დამოკიდებულია გენებზე. ათწლეულების განმავლობაში თქვენი კანი უფრო თხელი ხდება, ნაკლებად ხდება უჯრედების განახლება, გამოყოფს ნაკლებ ცხიმს და ჩნდება მეტი ნაოჭი. ნატურალური პიგმენტები ქრება, სისხლის ცირკულაცია კლებულობს, რაც კანს ფერმკრთალს ხდის. იმის გამო, რომ კანი ელასტიურობას კარგავს, იცვლება ყვრიმალების, ყბის და თვალის ირგვლივ არის კონტურები.

Photoaging ერთ-ერთი ასპექტია კანის დაბერებისას, რომლის კონტროლიც თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ. მზე ყველაზე მეტად აბერებს თქვენს კანს და წლების განმავლობაში მიღებული რუჯი კანის დაბერებას რამდენიმე ათწლეულით წინ წევს. მზის მავნე სხივები არღვევენ კოლაგენს და ელასტინს, რაც იწვევს კანის, როგორც ტყავად გადაქცევას, რაც ეწინააღმდეგება ბუნებრივი დაბერების პრინციპს. მზის სხივები იწვევენ სისხლის მოძრაობის დარღვევასაც, ასევე აჩენენ ლაქებს სახის კანზე (აღარაფერია სათქმელი იმაზე, რომ კანის სიმსივნის 95% სწორედ მზის სხივებზე მოდის). მზის დამცავი საშუალებების წასმა სასურველია კანის დასაცავად. (აღსანიშნავია, რომ აუცილებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა საშუალებები ტანსა და სახეზე, ასევე რეკომენდებულია გარკვეული დროის გატარება მზეზე D ვიტამინის მისაღებად, თუმცა ეს დრო სავსებით შეესაბამება იმ დროს, რომელსაც თქვენ მთელი დღის განმავლობაში გარეთ შეიძლება ატარებდეთ).

რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ ყოველდღიურად…

7bcaca6b59ac

იმის გარდა, რომ აუცილებელია ყოველდღიურად სახის გამწმენდი საშუალების გამოყენება, რათა კანი სუფთა და ჯანსაღი იყოს (მეტი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ნაწილებში), ეფექტი ყოველთვის არ ჩანს მეორე დღეს, თუმცა აუცილებელია მივდიოთ ყოველდღიურ თავის მოვლის რუტინას, რათა ნელ-ნელა გაიუმჯობესოთ კანის მდგომარეობა.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები

მზის დამცავი საშუალების გამოყენება ყოვედლღიურად სასარგებლოა თქვენი კანისათვის. როგორც აღვნიშნეთ, მზე დამნაშავეა ადრეულ დაბერებაში, კანის დაზიანებასა და სიმსივნის გაჩენაში. თუ თქვენ 15 წუთით მაინც გადიხართ გარეთ, აუცილებლად დაიცავით სახე მზის მავნე სხივებისაგან SPF 15 (ან მეტი) პროდუქტით. საზოგადოების უმეტესობამ არ იცის, რომ მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება მხოლოდ პლაჟზე კი არა, ყოველდღიურადაა აუცილებელი, თქვენ სახის კანი მაშინაც კი შეგიძლიათ დაიზიანოთ, როცა მანქანას მართავთ. ასევე უმჯობესია თუ თავს შეიკავებთ მზეზე ყოფნისგან დილის 10-დან შუა დღის 3 საათამდე, როდესაც მზე ყველაზე აქტიურია, იხმარეთ ქუდი და სათვალე, რათა დაიცვათ თვალის არე მზის მავნე სხივებისაგან.

დალიეთ ბევრი წყალი

ყოველდღიურად 6-8 ჭიქა წყლის დალევა სასარგებლოა კანისთვის, რადგან ის დატენიანებული რჩება (განსაკუთრებით კარგია ეს მშრალი კანის მქონე ადამიანებისათვის). ასევე ეს ეხმარება ორგანიზმს გამოშრობისაგან, რასაც იწვევს ვარჯიში, ალკოჰოლი ან დიეტა. ასეთ რეჟიმს ორგანიზმი მარტივად ეჩვევა, ამიტომ დაიწყეთ ორშაბათს 1 ჭიქით, სამშაბათს 2 ჭიქით და ა.შ. ადით 8 ჭიქამდე. დაიმახსოვრეთ: სხვა სასმელები არ ითვლება წყლად! განსაკუთრებით, გაზიანი სასმელები, ყავა, ჩაი და ა.შ.

არ მოწიოთ

ეს მესიჯი ყველასთვის გასაგებია, მოწევა იწვევს სიმსივნეს. თუ ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ არ მოწიოთ, მაშინ გეტყვით, რომ მოწევა იწვევს ტუჩის კონტურის დარღვევას, სისხლის მოძრაობის გაუარესებას, აფერხებს კანისთვის ჟანგბადის სრულად მიღებას, იწვევს აკნეს და ასევე თქვენს ფორებსა და კბილებს უცვლის ფერს. ეს მავნე ჩვევა აისახება თქვენს გარეგნობაზე, რომ არ ვისაუბროთ ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, არიან ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სიგარეტის მოწევა მათ დაეხმარებათ შეინარჩუნონ ფორმა, ან გამოიყურებოდნენ, როგორც დიდები ან მაგრები, მაგრამ მოწევას არაფერი ესაქმება იმასთან, რომ გამოიყურებოდეთ კარგად და გლამურულად, მეტიც უკეთ უნდა გაიაზროთ თუ როგორ არ უხდება ეს ქალის გარეგნობას.

მიაქციეთ ყურადღება რას მიირთმევთ

ჯანსაღი საკვების მიღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია თავის მოვლისას. საკვების მიღება, რომელიც არ შეიცავს ბევრ ცხიმს და გაჯერებულია ბოსტნეულითა და ხილით, თქვენი სილამაზისთვის აუცილებელია. თქვენ შეგიძლიათ წონის შენარჩუნება ჯანსაღი დიეტის (მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ დიეტა თავისმხრივ გულისხმობს ჯანსაღად კვებას) და ვარჯიშის საშუალებით. მუდმივი წონის მატება და კლება ნიშნავს, რომ თქვენი კანი მუდამ გაიწელება და მოიშვებს, რაც გამოიწვევს სტრიებს, ნაოჭებს და კანს მიანიჭებს ცუდ შეხედულებას.

უკეთესი იქნება თუ ქალები ნაკლებად მიიღებენ კოფეინის შემცველ პროდუქტებს (აქ შედის გაზიანი სასმელები და შოკოლადი) ,ცხარე საკვებს, წითელ ღვინოს, შედეგად ისინი ნაკლებად იქნებიან მიდრეკილნი როზაცეისკენ (სახის ვარდისფერი ფერისმჭამელები).

ივარჯიშეთ რეგულარულად

როდესაც საქმე ვარჯიშს მიადგება, ქალების უმეტესობა მთელი სხეულის ვარჯიშებს ანიჭებენ უპირატესობას და ყურადღებას არ აქცევენ კანის მდგომარეობას. ვარჯიში აუმჯობესეს სისხლის მიწოდებას კანამდე (ამიტომ წითლდება თქვენი სახე ვარჯიშისას), ის აჯანსაღებს კანს ჟანგბადით. ყველაზე კარგი ვარჯიში ამ შემთხვევაში არის აერობიკული ვარჯიშები, სირბილი, ცურვა, ველოსიპედი. ეს ვარჯიშები სტრესის დამარცხებაშიც გეხმარებათ.

აიცილეთ თავიდან ალკოჰოლი

ალკოჰოლს ორი მავნე ეფექტი აქვს კანზე. პირველი, ის საშინლად აშრობს კანს (სწორედ ამიტომ გწყურიათ დილაობით წყალი), იწვევს თვალებქვეშ შავი არეების გაჩენას და უფრო მეტად ჩნდება ნაოჭები ამ დროს. მეორე, ალკოჰოლი ხელს უშლის სისხლის მოძრაობას, ის აფართოებს სისხლის უჯრედეს, რის შედეგადაც უჯრედებს უჭირთ ნორმალურ დონეზე დაბრუნება. შედეგად ჩნდება წითელი წერტილები და კანი უფრო მოშვებული ხდება.

შეამცირეთ სტრესი

ზოგიერთი სტრესის თავიდან აცილება შეუძლებელია: ოჯახი, სამსახური და ფული ცხოვრების დაუმთავრებელი პრობლემებია… მაგრამ სტრესი პრობლემა ხდება, თუ ის მუდმივია. უძილობის მსგავსად ისიც აისახება სახის კანზე, მაგრამ ის ჰორმონების დაქვეითებასაც იწვევს მთელ ორგანიზმში. ცადეთ მედიტაცია, მასაჟი, იოგა და დასამშვიდებელი აბანოები, ისინი დაგეხმარებიან სტრესის მართვაში.

გამოიძინეთ!

სათქმელად მარტივია, ვიდრე გასაკეთებლად, მაგრამ ძილის სწორი რეჟიმის დაცვა პირდაპირ აისახება თქვენს გარეგნობაზე. დილით ვეღარ შეამჩნევთ ჩაშავებულ თვალებს და გაგიუმჯობესდებათ როგორც სისხლის მიმოქცევა, ისე ნერვული სისტემა (ნაკლებ სტრესს მიიღებთ, ნაკლებად გადაიღლებით). ძილის პერიოდის დროს ორგანიზმი აახლებს უჯრედებს და ისვენებს. თუ უძილობა გაწუხებთ წამლების მიღებაზე უკეთესი მასაჟია, მაგრამ თუ ძილის წინ მასაჟის გაკეთების საშუალება არ გაქვთ, ცხელი აბანოც კარგი საშუალებაა.

იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები. შემდეგ ნაწილში “გამოიყურებოდეთ შეუდარებლად ნებისმიერ ასაკში”.

მსგავსი ამბები

Back to top button