გასართობისაკითხავისასარგებლო

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და გულუხვი კაცი(1970-90 წლებში)

ცოტა ხნის უკან ჩემს თაროზე აღმოვაჩინე ინგლისურის სახელმძღვანელო, რომელიც დაახლოებით 1995 წელსაა გამოცემული. ამ წიგნში რამოდენიმე საინტერესო სტატიას გადავაწყდი და პერიოდულად მოგაწვდით ხოლმე თითო სტატიას მდიდარ ადამიანებზე.

ყოველ დილას , მილიარდელი მილტონ პეტრი გამოდიოდა თავისი ნიუ იორკის სახლიდან და გაზეთს ყიდულობდა ქუჩის კუთხეში არსებულ ჯიხურში, ძონძებში გახვეული მოხუცი კაცისაგან. ერთხელ მას ის კაცი აქ არ დახვდა. მოგვიანებით პეტრიმ შეიტყო, რომ ის ძალიან ავად იყო და ქალაქის საავადმყოფოში იწვა. მაშინვე მილტონმა გადაიხადა მოხუცი კაცის საავადმყოფოს ანგარიში და მოგვიანებით, როდესაც ეს კაცი გარდაიცვალა მისი დაკრძალვის თანხაც თავის თავზე აიღო.

ეს მოხუცი კაცი ერთ-ერთი იყო იმ უამრავ ადამიანთაგან, რომელთაც მილტონ პეტრი თავისი ფულით დაეხმარა. როდესაც ის გაზეთებში კითხულობდა ტრაგედიებზე, უგზავნიდა გულუხვ ჩეკებს პოლიციელებისა და მეხანძრეების ოჯახებს, რომლებიც საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ. მან ასევე გაუგზავნა ჩეკი დედას, რომელმაც ხანძრისას  5 შვილი დაკარგა და აგრეთვე ლამაზ მოდელს, რომელსაც დანით სახე დაუსერეს. ეს ყველაფერი მას მილიონობით დოლარი დაუჯდა, თუმცა კიდევ მილიონები დარჩა. ის ამბობდა რომ, გაუმართლა, წარმატებას მიაღწია ბიზნესში და სურდა ნაკლებად წარმატებულ ადამიანებს დახმარებოდა. “მშვენიერება ის არის, რომ რაც უფრო ბევრს ვმუშაობ, მით უფრო მეტ ფულს გამოვიმუშავებ და მით უფრო ბევრი ადამიანის დახმარება შემიძლია”.

მილტონ პეტრი 1994 წელს გარდაიცვალა, 92 წლის ასაკში. მისი ანდერძი შედგებოდა 120 გვერდისგან, რადგან მან 150$ მილიონი დაუტოვა 383 ადამიანს (თუ ამ თანხას ყველას თანაბრად გადაუნაწილებდა, მაშინ ჩემი გამოთვლებით ერთ ადამიანს  საშუალოდ 391 645 დოლარი შეხვდებოდა… ნეტა მეც მისი ნათესავი ვყოფილიყავი :D ) . ქეროლი, მისი მეოთხე და უკანასკნელი მეუღლე ამბობდა, რომ მილტონის სიგულუხვე გამომდინარეობდა ადრეული წლების გაჭირვებიდან.  მისი ოჯახი ღარიბი თუმცა კეთილი იყო. მამამისი იყო რუსი იმიგრანტი, რომელიც შემდგომ პოლიციელი გახდა, თუმცა მას არასოდეს არავინ დაუპატიმრებია, რადგან ძალიან, მეტისმეტად კეთილი იყო. მას პარკინგის საჯარიმო ქვითარიც არასოდეს გამოუწერია.

თეგები

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Close
Close