მაგნუმი
ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის :)
“მაგნუმი” ასე ეწოდება მსოფლიოში პირველ ფოტო სააგენტოს ფოტოგრაფებისათვის. 1947 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის რესტორანში რობერტ კაპას, ანრი-კარტიე ბრესონის, დევიდ სეიმურისა და უილიამ ვანდევერტის სადილი ფოტოგრაფთა სააგენტოს შექმნით დასრულდა. სადილის განმავლობაში მეგობრების მიერ შესმული შამპანურის დიდი ბოთლის, „მაგნუმის“ საპატივცემულოდ სააგენტოს „მაგნუმი“ ეწოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, ანუ „მაგნუმის“ შექმნის დროს მისი დამფუძნებლები უკვე წარმატებული და ცნობილი ფოტოგრაფები არიან. მათ შემდგომში ფოტოჟურნალისტიკის ჟურნალისტებს უწოდებენ.
ამ სააგენტოში გაერთიანებულია 66 ფოტოგრაფი და დაახლოებით 100 მუშაკი .
რამოდენიმე საინტერესო მაგნუმის ფოტოგრაფების გადაღებული ფოტოები . :)
პს: არანაირი ფოტოშოპი :))) შავ თეთრი ფოტოები ძაალიან ძველია, სადღაც 50იანი წლებისაა მგონი : )