
იაპონელმა დიზაინერმა კაზუხირო ვატაბანემ მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 1,2 მეტრი იროკეზით ისახელა თავი.
მწარე ხახვის სწრაფად შეჭმა:
ინგლისელმა ბრაიან დაფილფმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ნედლი, 1 თავი ხახვის 2 წუთში შეჭმაში.
უნიტაზის მხეთქავი:
კევინ შელის ისე სურდა გინესის წიგნში შესვლა, რომ ყველაზე საოცარი რეკორდი დაამყარა, თავით გატეხა უნიტაზის 46 პლასტმასის დასაჯდომი მოწყობილობა.
ავტომობილ Smart-ის ყველაზე ბევრი მგზავრი:
Smart-ის ტიპის მინიატურული ავტომობილები, მაქსიმუმ, ორ ადამიანზეა გათვლილი და უპრობლემოდ ახერხებს ლავირებას ქალაქის საცობებში. აღნიშნულ შემთხვევაში მასში ჩატევა Ascension Eagles-ის მონაწილე 14 გოგონამ მოახერხა.
1 წუთში გადაყრილი ყველაზე დიდი რაოდენობის საოჯახო ტექნიკა:
ავსტრიელ ოლივერ გრატცერას, როგორც ჩანს, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საოჯახო მოვალეობებისადმი. მან 1 წუთში 24 ნივთის გადაგდება მოახერხა.
ადამიანის დისტანციაზე გასროლა:
იუხა ნასანენი ფინელი სპორტსმენია, რომელიც დიდი ხანს ოცნებობდა World’s Strongest Man-ის მსოფლიო ტურნირში გამარჯვებაზე. იმის გამო, რომ ამ დრომდე მან ეს ვერაფრით მოახერხა, როგორც ჩანს, ჯავრის ადამიანებზე ამოყრა გადაწყვიტა და რეკორდების წიგნში 59 კგ. ადამიანის 5,4 მეტრზე გადასროლის უნარით შევიდა.
ყველაზე მოხუცი ტანმოვარჯიშე:
86 წლის იოჰანა კვაასმა მუდმივი მშვენიერების საიდუმლო იცის. პრაქტიკულად, საუკუნისხელა გერმანელი დღემდე იღებს შეჯიბრებებში მონაწილეობას.
თვალების გადმოქაჩვა:
ამერიკელი კიმ გუდმანი თვალების 12 მილიმეტრზე გადმოკარკვლაშია დახელოვნებული.
ყველაზე თოვლგამძლე ადამიანი:
ჩინელმა ცზინ ცუნჰაომ საკუთარი ნაციის შეუდრეკელობის დემონსტირება მოახდინა, მან მკერდამდე თოვლში 46 წუთსა და 7 წამს გაძლო.
ლეგოს ყველაზე მაღალი კოშკი:
ოსლოში, 2010 წელს ზედ მერიის შენობის წინ, უჩვეულოდ, მაღალი, 30.22 მეტრ სიგრძის კოშკი ააშენეს ლეგოს პატარა ფიგურებისგან.
ყველაზე გრძელი სიგარა:
ამ სიგარის სიგრძე 81,8 მეტრია. ის, ლამის, ფეხბურთის მოედნისხელაა.
საჭადრაკო შეხვედრები:
2011 წელს ირანელმა გროსმეისტერმა ეჰსან ჰაემ-მაჰამიმ მონაწილეობა, ერთდროულად, 604 საჭადრაკო თამაშში მიიღო. ამისთვის მას 24 საათი დასჭირდა, ხოლო გამარჯვება 580 შეხვედრაში შეძლო.
კარტებისგან აწყობილი ყველაზე მაღალი კოშკი:
2013 წელს ბრაიან ბერგმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მან 75,000 კარტისგან ეიფელის კოშკი ააშენა.
კოვზების მბრძანებელი:
თბილისელმა ეთიბარ ელიჩევიმა 2013 წელს ტანზე 53 კოვზის გაჩერება შეძლო.
ავტომანქანის თავით ბალანსირება:
ამერიკელი ჯონ ევანსი, ნამდვილად, ღონიერი ადამიანია, მან მანქანის თავით დაჭერა და შეკავება შეძლო 33 წამის განმავლობაში. მინი კუპერი, რომელიც მან ასწია, 160 კილოგრამს იწონიდა.
ბრძლა გველებთან:
ჯეკ ბიბი ტეხასელი გველისმჭერია, მან 45 წუთი გაატარა 87 გველით ნახევრად სავსე აბაზანაში.
წყარო : interest.ge