გართობაკულტურაუცნაური

ყველაზე Ucnauri მსოფლიო რეკორდები…

f890189117a6
თურმე, რას აღარ გააკეთებს ადამიანი საიმისოდ, რომ რეკორდსმენის დიდება და სახელი მოიპოვოს! ზოგიერთი თმას იზრდის, ვიღაც ლეგოს კოშკებს აშენებს, სხვა კარტების სახლს, ხოლო განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევები, მაგალითად, უნიტაზებსაც ხეთქავენ ხოლმე თავით, თვალებს კარკლავენ და ადამიანებს ისვრიან.

“სიყვარულს, კი არადა, რეკორდსმენის მისწრაფებებს რას გოუგებ ჩემო ოლღაო” და ამ პოსტში ჩვენი ჯგუფი ყველაზე უცნაურ სარეკორდო მოვლენებს გიამბობთ. დაათვალიერეთ და გამხიარულდით, ნახეთ, რა ტალანტით შეიძლება ადამიანმა გინესის წიგნში დაიმკვიდროს ადგილი.

იაპონელმა დიზაინერმა კაზუხირო ვატაბანემ მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 1,2 მეტრი იროკეზით ისახელა თავი.
f890189117a6

მწარე ხახვის სწრაფად შეჭმა:
ინგლისელმა ბრაიან დაფილფმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ნედლი, 1 თავი ხახვის 2 წუთში შეჭმაში.
03cee4ce83c9

უნიტაზის მხეთქავი:
კევინ შელის ისე სურდა გინესის წიგნში შესვლა, რომ ყველაზე საოცარი რეკორდი დაამყარა, თავით გატეხა უნიტაზის 46 პლასტმასის დასაჯდომი მოწყობილობა.
0ccbfdebe712

ავტომობილ Smart-ის ყველაზე ბევრი მგზავრი:
Smart-ის ტიპის მინიატურული ავტომობილები, მაქსიმუმ, ორ ადამიანზეა გათვლილი და უპრობლემოდ ახერხებს ლავირებას ქალაქის საცობებში. აღნიშნულ შემთხვევაში მასში ჩატევა Ascension Eagles-ის მონაწილე 14 გოგონამ მოახერხა.
2c53c0120ee9

1 წუთში გადაყრილი ყველაზე დიდი რაოდენობის საოჯახო ტექნიკა:
ავსტრიელ ოლივერ გრატცერას, როგორც ჩანს, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საოჯახო მოვალეობებისადმი. მან 1 წუთში 24 ნივთის გადაგდება მოახერხა.
8b791ed088ac

ადამიანის დისტანციაზე გასროლა:
იუხა ნასანენი ფინელი სპორტსმენია, რომელიც დიდი ხანს ოცნებობდა World’s Strongest Man-ის მსოფლიო ტურნირში გამარჯვებაზე. იმის გამო, რომ ამ დრომდე მან ეს ვერაფრით მოახერხა, როგორც ჩანს, ჯავრის ადამიანებზე ამოყრა გადაწყვიტა და რეკორდების წიგნში 59 კგ. ადამიანის 5,4 მეტრზე გადასროლის უნარით შევიდა.
485589bca670

ყველაზე მოხუცი ტანმოვარჯიშე:
86 წლის იოჰანა კვაასმა მუდმივი მშვენიერების საიდუმლო იცის. პრაქტიკულად, საუკუნისხელა გერმანელი დღემდე იღებს შეჯიბრებებში მონაწილეობას.
7ba7034918fa

თვალების გადმოქაჩვა:
ამერიკელი კიმ გუდმანი თვალების 12 მილიმეტრზე გადმოკარკვლაშია დახელოვნებული.
57deada4790a

ყველაზე თოვლგამძლე ადამიანი:
ჩინელმა ცზინ ცუნჰაომ საკუთარი ნაციის შეუდრეკელობის დემონსტირება მოახდინა, მან მკერდამდე თოვლში 46 წუთსა და 7 წამს გაძლო.
134f786d19c8

ლეგოს ყველაზე მაღალი კოშკი:
ოსლოში, 2010 წელს ზედ მერიის შენობის წინ, უჩვეულოდ, მაღალი, 30.22 მეტრ სიგრძის კოშკი ააშენეს ლეგოს პატარა ფიგურებისგან.
bc6f1491883d

ყველაზე გრძელი სიგარა:
ამ სიგარის სიგრძე 81,8 მეტრია. ის, ლამის, ფეხბურთის მოედნისხელაა.
ff0812b9cecb

საჭადრაკო შეხვედრები:
2011 წელს ირანელმა გროსმეისტერმა ეჰსან ჰაემ-მაჰამიმ მონაწილეობა, ერთდროულად, 604 საჭადრაკო თამაშში მიიღო. ამისთვის მას 24 საათი დასჭირდა, ხოლო გამარჯვება 580 შეხვედრაში შეძლო.
48f76cd04181

კარტებისგან აწყობილი ყველაზე მაღალი კოშკი:
2013 წელს ბრაიან ბერგმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მან 75,000 კარტისგან ეიფელის კოშკი ააშენა.
1f7d1b5bf60d

კოვზების მბრძანებელი:
თბილისელმა ეთიბარ ელიჩევიმა 2013 წელს ტანზე 53 კოვზის გაჩერება შეძლო.
f0725cb102ef

ავტომანქანის თავით ბალანსირება:
ამერიკელი ჯონ ევანსი, ნამდვილად, ღონიერი ადამიანია, მან მანქანის თავით დაჭერა და შეკავება შეძლო 33 წამის განმავლობაში. მინი კუპერი, რომელიც მან ასწია, 160 კილოგრამს იწონიდა.
10ea5240febd

ბრძლა გველებთან:
ჯეკ ბიბი ტეხასელი გველისმჭერია, მან 45 წუთი გაატარა 87 გველით ნახევრად სავსე აბაზანაში.
7dfdefe2245a

 

წყარო : interest.ge

LUKAbarca

my name is Luka.I'm 15 years old.I am from Georgia

მსგავსი ამბები

Back to top button