გასართობისაკითხავისასარგებლო

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი (1980-90 წლებში)


ცოტა ხნის უკან ჩემს თაროზე აღმოვაჩინე ინგლისურის სახელმძღვანელო, რომელიც დაახლოებით 1995 წელსაა გამოცემული. ამ წიგნში რამოდენიმე საინტერესო სტატიას გადავაწყდი და პერიოდულად მოგაწვდით ხოლმე თითო სტატიას მდიდარ ადამიანებზე.

ბრუნეის სულთანმა თავის ქალიშვილ მეთერთმეტე დაბადების დღე გადაუხადა Claridges Hotel-ში, ლონდონში. ეს მას დაუჯდა დაახლოებით 100 000 ფუნტი, თუმცა ეს სულთანისთვის დიდი რაოდენობის თანხა არ არის. ის ისეთი მდიდარია, რომ შეუძლია ის იყიდოს რაც სურს.
1980-იან წლებში მან ააგო იმ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი სასახლე. მას ჰქონდა 1788 ოთახი, 5 საცურაო აუზი, 257 საპირფარეშო, 44 კიბე და 18 ლიფტი. სასადილოს ოთახს კი 4000 ადამიანის დატევა შეუძლია. სასახლეს აქვს 564 ჭაღი და 51,490 ნათურა. მოსამსახურე სრული განაკვეთით დაქირავებულია იმისათვის, რომ დღეში დაახლოებით 200 ნათურა გამოცვალოს. სასახლის საერთო ღირებულება 400 000 000 $ შეადგინა. სულთანმა თავისი მეგობრები მოიწვია რათა მისი სასახლე შეეფასებინათ, მაგრამ მათ არ მოეწონათ იგი, რადგან ის მანქანის პარკირების მრავალსართულიან შენობას უფრო გავდა, ვიდრე სასახლეს. რა უნდა ექნა სულთანს? ზუსტად გამოიცანით-ახალი სასახლე ააშენა!!

ბრუნეი ერთ-ერთი, ყველაზე პატარა, თუმცა უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი სიმდიდრე მომდინარეობს გაზისა და ნავთობისგან. ხალხის უმეტესობა ფიქრობს რომ ბრუნეი ახლო აღმოსავლეთს ეკუთვნის, თუმცა ეს ასე არაა. ის აღმოსავლეთ აზიაში, ბორნეოს კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს. ის გაზსა და ნავთობს იაპონიას ყიდის და ამით 2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს წელიწადშ- ანუ 229 000 დოლარს ყოველ საათში. მომხიბვლელი ის არის რომ ამ ფულის გასანაწილებლად ძალიან ცოტა ხალხია. ბრუნეის მოსახლეობას მხოლოდ 230 000 კაცი შეადგენს. სულთანი და მისი ძმა კი მთავრობა გახლავთ.

მიუხედავად ამდენი ფულისა და ძალაუფლებისა, სულთანი ძალიან მორცხვი ადამიანია. მიუხედავად თავისი ასაკისა ის ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. ის ძალიან ცოტას ლაპარაკობს საერთაშორისო შეხბედრებზე. როდესაც ცხრამეტი წლის იყო, იქორწინა თავის 16 წლის, მომხიბვლელ ბიძაშვილზე პრინცესა სალეჰაზე. თუმცა სალეჰა დრო და დრო უფრო და უფრო ინტრავერტი ხდებოდა. 1980 წელს სულთანი შეხვდა ბორდგამცილებელ მარიამ ბელს, რომელიც ნაწილობრივ ბრუნეეელი, ინგლისელი და იაპონელი იყო. ის თავისი მანერებით უფრო კომუნიკაბელური იყო ვიდრე სხვა ბრუნეეელი გოგონები. სულთანს ის შეუყვარდა და მასზეც იქორწინა. ახლა ის და მისი ორი ოჯახი ერთად ცხოვრობენ ბედნიერად ახალ სასახლეში.

სულთანის საერთო სიმდიდრე 25 მილიარდს შეადგენს. ის ფლობს სასტუმროებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას თავისი საჰაერო ფლოტიც აქვს. ის ასევე ფლობს ბუკინგემის სასახლის შემდეგ ლონდონში ყველაზე დიდ ბაღიან სახლს. და ამის მერე არის ის ბედნიერი ადამიანი?? არავინ ეკითხება ამას….

თეგები
Booking.com

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close