უცნაური

სისხლიანი ჰელოუინი

55d4e492b82d

ყველაფერი 21 ოქტომბერს დაიწყო …

7527138a7059

31 ოქტომბერი 3საათი და 30 წუთი – ყველაფერი ცუდად არის ჩემი მეგობრები დაიხოცნენ ვშიშობ მეც იგივე მომელის რაც მათ ბევრი დრო აღარ დამრჩენია ახლა ის თავისუფალია და ასე გაგრძელდება სამარადჟამოდ სანამ არ გამოჩნდება ვინმე ვინც მას შეაჩერებს

10 დღით ადრე 21 ოქტომბერი 14საათი – ჩემი სახელია ლიზა ბრაუნი ამ ჩანაწერების გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე რომ დღეს 21 ოქტომბერია და ჰელოუინისთვის მე და ჩემი მეგობრები ყველაზე განსაკუთრებულად ვემზადებით ჩვენ გვყავს დაღუპული მეგობარი სარა ბლექი რომლის გარდაცვალებაც იდუმალებითაა მოცული და რომელთანაც გამომშვიდობება ვერ მოვასწარით ამიტომ გვინდა ოკულტიზმის საშუალებით მას დავუკავშირდეთ ხელში ერთი უძველესი ოკულტური წიგნი ჩაგვივარდა რომელშიც არის ნახსენები ერთი რიტუალი რომელიც კონკრეტულად 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს რადგან ამ დღეს იხსნება კარები რომელიც მიცვალებულებს ცოცხლებთან აკავშირებს პირადად მე და ჩემ მეგობრებს ეს სისულელედ მიგვაჩნია მაგრამ ძალიან გვინდა სარასთან გასაუბრება და ასევე იმის გაგება თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი რიტუალისთვის 5 ადამიანია საჭირო სქესს მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ზედგამოჭრილია რადგანაც ჩვენც ზუსტად ხუთნი ვართ მე ჩარლი კლარა ჯეკსონი და ტეილორი
წიგნში წერია რომ სანამ 31 ოქტომბერს სრულ რიტუალს ჩავატარებთ მანამდე რაღაც სეანსები უნდა გავმართოთ ამიტომ დღეს ვიკრიბებით ერთ მიტოვებულ სახლში სადაც საჭირო მასალებს წავიღებთ და რიტუალის მცირედ ნაწილს შევასრულებთ

22 ოქტომბერი – ყველანნი შევიკრიბეთ და ზუსტად ისე გავაკეთეთ როგორც წიგნში იყო მითითებული მაგრამ რაღაც ისე არ არის … ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს

23 ოქტომბერი – გუშინ ღამით საშინელი სიზმარი დამესიზმრა სულ მარტო ვიყავი და ყველა ჩემი მეგობარი მკვადრი იყო მე ვტიროდი ხმამაღლა ჩემს წინ კი საზარელი რქებიანი და ჩლიქებიანი არსება იჯდა ის მე მადლობას მიხდიდა რადგან ჩემი და ჩემი მეგობრების წყალობით უკვე თავისუფალია დიდხანს ელოდა ამ დროს შემდეგ კი სადღაც უფსკრულში გადავეშვი ძალიან შეშინებულს გამომეღვიძა საწოლიდან წამოვვარდი და ეგრევე შუქი ავანთე 1 საათი დამჭირდა იმისთვის რომ თავი დამემშვიდებინა და ისევ გამეგრძელებინა ძილი შუქი ჩავაქვრე და ისევ დასაძინებლად წავედი 20 წუთის შემდეგ რაღაც ხმები მომესმა თითქოს ვიღაც მეძახდა შემდეგ კი კიბეებზე ჩარბენის ხმა

24 ოქტომბერ – ეს ამბავი ჩემ მეგობრებს მოვუყევი მათ დამამშვიდეს და მითხრეს რომ ეს ყველაფერი ზედმეტი ფიქრის და შიშის ბრალია მე ვკითხე თქვენ მსგავსი არაფერი მოგსვლიათ მეთქი? მიპასუხეს რომ ყველაფერი ჩვეულებრივადაა და აუცილებლად უნდა გავესაუბროთ სარას

25 ოქტომბერი – მაინც ძალიან შეშინებული ვიყავი და სულ აღარ მინდოდა შემდეგი სეანსის ჩატარება მაგრამ მაინც მომიწია ამის გაკეთება რადგან სარა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო 25 ოქტომბრის ღამეს ისევ იგივე სახლში შევიკრიბეთ და დავიწყეთ სრული რიტუალის მეორე ეტაპის ჩატარება ჩვენ სარას ლანდი დავინახეთ და დაფის საშუალებით გავიგეთ რომ ის ძალიან გახარებულია ჩვენთან ერთად ყოფნით როცა ვკითხეთ რატომ დაიღუპა ამაზე არ გვიპასუხა

28 ოქტომბერი – იმედი მომეცა რომ სარასთან დიდი ხნით გასაუბრება მართლაც შეიძლებოდა გარდა ამისა რაიმე პარანორმალური აღარ მომხდარა პირიქით ყველაფერი ნორმალურად და კარგად იყო ვხედავდი ხალხს თუ როგორ ემზადებოდნენ ჰელოუინისთვის და მეც ძალიან მიხაროდა რადგან 31 ოქტომბერს მომეცემოდა შანსი ჩემს საუკეთესო მეგობარს კარგად გამოვლაპარაკებოდი

29 ოქტომბერი – ჩარლიმ და ჯეკსონმა მოგვიყვეს რომ ზუსტად იგივე სიზმარი ნახეს და აღარ უნდოდათ ამ რიტუალის გაგრძელება მაგრამ ტეილორმა ორივე დაარწმუნა რომ ზედმეტი შიშის ბრალია ეს ყველაფერი და მხოლოდ მათი წარმოსახვაა გარდა ამისა მკაცრად შეახსენა ნუთუ არ გინდათ სარასთან შეხვედრაო ამის გაგონებაზე ჩარლის და ჯეკსონს თითქოს გადაავიწყდათ თავიანთი სიზმარი

31 ოქტომბერი 1 საათი – როგორც იქნა დადგა ეს სანატრელი დღე ისევ იგივე სახლში შევიკრიბეთ და დავიწყეთ სრული რიტუალის მესამე და ბოლო ეტაპის ჩატარება როცა ყველაფერი დავასრულეთ სარა არ გამოჩენილა ძალიან უარყოფითი აურა დაგროვდა სახლში და ყველაფერი ყარდა უცებ გაისმა რაღაც საშინელი ხრიწინის ხმა რომლის გარჩევაც ძნელი იყო მაგრამ ძალიან გავდა სიტყვებს : ახლა ყველანი მე მეკუთვნით სისხლიან ჰელოუინს გისურვებთ სულელებო ყველანი პანიკაში ჩავვარდით და მივხდით რომ სარა კიარა რომელიღააც ძალიან საშიში მხეცი გამოვათავისუფლეთ არცერთმა არ ვიცოდით რა გვექნა სახლიდან ვერცერთი გავედით რადგან ყველა კარი ჩაკეტილია და ირგვლივ საზარელი ხმები ისმის რამოდენიმე წუთის შემდეგ ტეილორს რაღაც დაემართა ხელი უკანკალებდა და თვალები გაუთეთრდა მივხდით რომ ის შეპყრობილი იყო მე ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით არ დავიბენი და შევეცადე ტეილორი გადამერჩინა ეგზორციზმს რამოდენიმეჯერ დავსწრებივარ და რაღაც სიტყვები მახსოვდა მაგრამ არ იმოქმედა პირიქით სიტუაცია უფრო გამძაფრდა ტეილორმა დაიწყო ლაპარაკი : თქვენ ყველანი მკვდრები ხართ და თქვენს სინდისზე იქნება კიდევ მილიარდი ადამიანის სიცოცხლე სულელებო ვერავინ გადარჩებით ყველანი სისხლში ჩაიძირებით აი ასეთი იქნება თქვენი ჰელოუინი ამის შემდეგ მან დანა აიღო და ჩარლის მოკვლა სცადა ხელებით დაიჭირა დანა რომ ვერ გამოიყენა ყელში უკბინა ჩვენ შევეცადეთ დაგვეკავებინა მაგრამ ის ძალიან ძლიერი იყო ჩარლი სისხლისგან იცლებოდა და კვდებოდა ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებდით და ვაცნობიერებდით რომ იგივე გველოდა დავრჩით მე კლარა და ჯეკსონი კლარამ დაიყვირა სარდაფში ჩავიდეთო მე და ჯეკსონი ეგრევე გავიქეცით და კარები ჩაავკეტეთ ყველანი ხმამაღლა ვტიროდით და ვღრიალებდით შველას ვითხოვდით მაგრამ ახლომახლო არავინ იყო ირგვლივ კი დემონის საზარელი ხმები ისმოდა ის გვეთამაშებოდა ნელა და სასტიკად სურდა ჩვენი მოკვლა კარებს ურტყავდა ჩვენ კი ხელებით ვამაგრებდით დროის გაყვანას და სიცოცხლის შენარჩუნებას ვცდილობდით მაგრამ ტეილორმა კარები შემოამტვრია შემდეგი მსხვერპლი კლარა გახდა ტეილორმა მას თვალები დასთხარა შემდეგ კი თავი მოაჭრა ისე მოვექეცით რომ ვეღარსად გავრბოდით ახლა დადგა მე და ჯეკსონის ჯერი ეშმაკმა შემომხედა მე და მითხრა რომ ბოლოს მომიტოვებდა და ყველაზე სასტიკად და ნელი წამებით მომკლავდა მანამდე კი ჯეკსონს მოუვლიდა დემონმა რაღაც ძალით ჯეკსონი ზემოთ ააგდო და ისევ დაბლა დაახეთქა თავი გაუტეხა შემდეგ კი რაღაც გაუკეთა … თითქოს სული შეუჭამა … ჯეკსონიც დაიღუპა
ყველაფერი ცუდად არის ჩემი მეგობრები დაიხოცნენ ვშიშობ მეც იგივე მომელის რაც მათ ბევრი დრო აღარ დამრჩენია ახლა ის თავისუფალია და ასე გაგრძელდება სამარადჟამოდ სანამ არ გამოჩნდება ვინმე ვინც მას შეაჩერებს.

Gio Mamber

I am big bad wolf

მსგავსი ამბები

Back to top button