ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ტოპ 100 – მსოფლიოს საუკეთესო ბრენდები ღირებულების მიხედვით (ინტერბრენდის ვერსია)


საერთაშორისო კომპანია “ინტერბრენდი” ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგებს საუკეთესო გლობალური ბრენდების მიხედვით.(2010 და 2014 წლები)

2010 წლის რეიტინგი ძალზედ საინტერესო გამოდგა. წინაწლებისგან განსხვავებით, როცა ბრენდები სტაბილურად იკავებდნენ ადგილებს ათეულებში, ამჟამად რეიტინგში კარდინალური ცვლილებები მოხდა.

მოგეხსენებათ, ინტერბრენდი უკვე 11 წელია აქვეყნებს რეიტინგს და პირველად საუკეთესო ბრენდების ასეულში ვერმოხვდა ბიპი, რომელმაც მილიარდობით ზარალი განიცადა მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფის შემდეგ.

ნავთობ გიგანტებიდან შელმა გააკეთა მნიშვნელოვანი ნახტომი. მან 92–ე ადგილიდან 81–ზ ეგადაინაცვლა.

დანაკარგი განიცადა ტოიოტამაც, რომელიც ათეულს მიღმა დარჩა. წელს იაპონურმა ავტომმწარმოებელმა ბრენდის ღირებულების 16% დაკარგა.

ეიჩპი მყარად დაფუძნდა რეიტინგის მე–10ადგილზე, ხოლო აიფონისა და აი–პოდისშემქმნელი ეფლი მე–20 ადგილიდან მე–17–ზე გადავიდა. ერთი შეხედვით, ეს არ არის საფეხურებრივი უზარმაზარი ნახტომი, მაგრამ ბრენდის ღირებულებით, ეფლმა 37% მოიმატა და ამსაქმეში ლიდერობა არავის დაუთმო.

36%–იანი მატება აქვს გუგლს და ის მე–7–დან მე–4 ადგილზე გადადის.

ლუზერების ხუთეულს სათავეში Harley-Davidson უდგას (–24%), შემდეგ მოდის Toyota (–16%), Nokia, (– 15%),  Dell (– 14%) და Citi (– 13%).

სიაში დებიუტანტებიც გამოჩნდნენ: Sprite (61–ეადგილი), Santander(68), Barclays(74), Jack Daniel’s (78), Credit Suisse (80), Corona (85), 3M(90), Johnnie Walker (92), Heineken (93) და Zurich (94).

რეიტინგში ვეღარ მოხვდნენ (არა და წინა წლებში არცთუ ურიგო ადგილი ეკავათ): Wrigley (51), Chanel (59), Rolex (68),BP (83), Duracell(85), Prada (87), Burger King (93), Lexus (96), Puma (97), and Polo Ralph Lauren (99).

კოკა–კოლა ისევ პირველია. ოღონდ საქართველოსგან განსხვავებით მთელსმსოფლიოში ეს სასმელი გაზიანია. :)

ინტერბრენდი 100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგს  1999 წლიდანაქვეყნებს. რეიტინგის მეთოდოლოგია მოიცავს ბრენდების მიერ წარდგენილ საფინანსო ინფორმაციას, ყიდვის პროცესში ბრენდის როლის მნიშვნელობასა და კომპანიის შემოსავლების უზრუნველყოფაში ბრენდის ძალის მაჩვენებლებს.

მსოფლიო ბრენდები 2013-14 წლებში

2014 წლისათვის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ბრენდების პოზიციები ასე გამოიყურება: პირველ ადგილს უკვე მეორე წელია არავის უთმობს apple, რომელმაცწელს 28%-იანიმოგებანახა.

მეორეადგილს იკავებს კომპანია Google 34%-იანი მოგებით.

აღსანიშნავია ის რომ 2000 წლიდან მოყოლებული პირველობას არავის უთმობდა Coca-cola.  თუმცა ბოლო ორ წელიწადში ვითარება შეიცვალა და ის უკვე მესამე ადგილს იკავებს!!!

 

 

წყარო : prschool.wordpress.com

თეგები

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Close
Close