გასართობისაკითხავისასარგებლო

10 რჩევა სილამაზისთვის, რომელიც ყველა ზარმაცი გოგონას ყოველდღიურ ცხოვრებას გაამარტივებს

1. მაკიაჟის მოსაცილებელი სითხე ლოგინთან ახლოს დაიდეთ, რათა კოსმეტიკით არ დაიძინოთ. ამან შეიძლება, კანში ინფექციების შეჭრა გამოიწვიოს.

2. თუ ძალიან გეჩქარებათ და ვერ იცდით, როდის შეშრება კანზე წასმული დამატენიანებელი ან ტონალური კრემი, მათ გაშრობაში თმის საშრობით დაეხმარეთ.

3. თვალებს ჯანსაღ იერს ქვედა შიდა ქუთუთოზე წასმული თეთრი ფანქარი შემატებს.

4. ფრჩხილის თეთრი ნაწილი დაფარეთ ბრჭყვიალა და გლამურული ეფექტით.

5. გამოკვეთეთ და მოხაზეთ თქვენი სახის კონტური მარტივად. სახის გამოსაკვეთად, კანზე ორი ტონით ღია კორექტორით დაიწერეთ ციფრი: „3“.

სახის კონტურის მოსახაზად კი, კანის ფერზე ორჯერ მუქი კორექტორით სახეზე ციფრი: „3“ დაიწერეთ.

6. ბამბის ჩხირით ლაინერს ქუთუთოზე თუ გაინაწილებთ, ჩრდილი სექსუალურ იერს შეგძენთ. რატომაც არა?!

7. თუ თმის შავი ძირები გეზრდებათ და შესაღები საშუალება არ გაქვთ, აიწეწეთ თმა სავარცხლით, მათ შესანიღბად.

8. ასევე, შეგიძლიათ, თმის შავი ძირები სპრეის საშუალებით დაფაროთ. მიისხურეთ ის თმაზე, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ, ხელით გაინაწილეთ.

9. თუ თმა დაიბანეთ, მაგრამ მის გასაშრობად დრო არ გაქვთ, შეიკარით ის და როდესაც მას გაიშლით, ბუნებრივად დატალღული თმით მოიწონებთ თავს.

10. თუ თმა დასაბანი გაქვთ, მაგრამ დილით მოწესრიგებისთვის დრო არ გრჩებათ, ძილის წინ, თმის ძირებთან ბავშვის პუდრი დაიყარეთ. ის შეიწოვს ზედმეტ ცხიმს, რომლითაც თმა დაბინძურებულია. თუ მუქი თმა გაქვთ, მითუმეტეს ღამით უნდა დაიყაროთ, რადგან თუ ამას სახლიდან გასვლის წინ გააკეთებთ, შავ თმაზე პუდრი ძალიან შესამჩნევი იქნება. უბრალოდ, ღამე ის შეიწოვება თმაში და ზედმეტ ცხიმსაც მარტივად მოგაშორებთ.

 

წყარო : aww.ge

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close