არქივი

ამ რჩევების წყალობით, უამრავ უსიამოვნებას სამუდამოდ დაივიწყებთ

47

ამგვარი რჩევები არასდროსაა ზედმეტი, რადგან დიასახლისებს სურთ, საქმე მაქსიმალურად გაიმარტივონ. ეს ბუნებრივიცაა. გაითვალისწინეთ და გაიიოლეთ ცხოვრება:

1. ყველაზე გემრიელი კატლეტი მაშინ გამოდის, როდესაც ფარშს 5-6 საათის განმავლობაში, ხახვში, სანელებლებსა და მარილში შეზავებულს მაცივარში შეინახავთ. კატლეტები ბევრად გემრიელი იქნება.

2. ცხელი რძე ილთან ერთად-პანაცეა მტკივანი ყელისთვის.

3. დამწვარი ადგილი ნაკლებად გეტკინებათ, თუ მასზე კბილის პასტას წაისვამთ.

4. კარტოფილი უფრო სწრაფად მოიხარშება, თუ ქვაბში ცოტაოდენ კარაქს ჩაამატებთ.

5. ცეცხლს ძალიან მარტივად დაანთებთ ჩიფსების საშუალებით. უკეთ იწვის და შეშის გამოყენების დროსაც, ეფექტურია.

6. ნამცხვრის მომზადებისას, კვერცხი შეგიძლიათ, ბანანით ჩაანაცვლოთ-ნახევარი ბანანი=1 კვერცხი.

7. ბოსტნეულის ზეთი ჭიქაზე წებოვან ლაქებს მოაცილებს. წაუსვით ზეთი პრობლემურ ადგილას, გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ, ის ნაჭრით გაწმინდეთ.

8. აცეტონი დაგეხმარებათ, სამოსიდან საღებავის ლაქების ამოყვანაში. ამის შემდეგ, ლაქის სრულებით გასაქრობად, გამოიყენეთ ნიშადურის სპირტი.

9. გატეხილი კვერცხი გაათბეთ გაზზე და შემდეგ, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ სალათებსა და სენდვიჩებში.
47

10. ცხელი მარილი ფეხსაცმლის გაშრობაში დაგეხმარებათ. გააცხელეთ ის ტაფაში, ჩაყარეთ წინდაში და ის ნესტიან ფეხსაცმელში ჩადეთ. ცოტა ხნის შემდეგ, თუ ფეხსაცმელი ბოლომდე არ გაშრა, ცხელი მარილი სხვა წინდით მოათავსეთ ფეხსაცმელში.
169

11. რძე უფრო სწრაფად ადუღდება, თუ მასში ცოტაოდენ შაქარს ჩაყრით.

12. თუ მაგარი ყველის სახეხით გახეხვა გსურთ, წაუსვით მას ბოსტნეულის ზეთი. ყველი სახეხს არ მიეკრობა, ეს უკანასკნელი კი იოლად გაირეცხება.
212

13. სამზარეულოდან უსიამოვნო სუნის გაქრობა ძალიან იოლია. 1 ს/კ ძმარი ჩაასხით ტაფაში და ცეცხლზე იქამდე გედგეთ, სანამ არ აორთქლდება.

14. გამხმარ ლიმონს სიცოცხლე დაუბრუნდება, თუ მას რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალში მოათავსებთ.

15. თავის ძლიერი ტკივილი გაგიყუჩდებათ, თუ ლიმონის ნაჭერს შუბლზე მოისვამთ. ციტრუსის არომატი ამშვიდებს!

16. გატეხილი შუშის ნამტვრევებს პლასტილინით იოლად შეაგროვებთ. იატაკზე უმცირესი ნაწილაკებიც კი არ დარჩება.

17. თუ დამშვიდება გჭირდებათ, ცხვირსა და ტუჩს შორის არსებულ წერტილზე დიდი თითი სამი წამის განმავლობაში დაიჭირეთ. ეს ძალიან ეფექტური მეთოდია, სწრაფად დამშვიდებისათვის.

 

წყარო – aww.ge

Back to top button