გასართობიკრეატივისაკითხავი

ველური კუნძული, რომლის მაცხოვრებლები საკუთარ მიწაზე არავის უშვებენ

5555555551

ჩრდილოეთ სენტინელი – კუნძულია ინდოეთის ოკეანეში, რომლის მაცხოვრებლებს უკვე 1000 წელია ცივილიზაციასთან კავშირი არ აქვთ. იმის მიუხედავად, რომ კუნძული დიდი არ არის (72 კვ.კმ) და იქ დაახლოებით 400 ადამიანი ცხოვრობს, ისინი საკუთარ მიწაზე ჩასვლის უფლებას არავის აძლევენ და ქვის ხანაში ცხოვრობენ.

1441599208 aacc1d73904d1825d3223d21fa00bde7

XIX საუკუნეში კუნძულთან რამდენჯერმე გემები იძირებოდნენ, მაგრამ აბორიგენები გადარჩენილებს მიწაზე ჩასვლის უფლებას არ აძლევდნენ. 1897 წელს კი კუნძულს პოლიცია მიადგა, რომელიც გაქცეულ მსჯავრდებულს მისდევდა. ყელგამოჭრილი პოლიციელი კუნძულზე მოგვიანებით იპოვეს.

1111111111

1991 წელს ერთმა ინდოელმა მეცნიერმა აბორიგენებთან კონტაქტის დამყარება შეძლო. მათ ძალიან მოსწონდათ წითელი და დიდი პლასტმასის ქილები. რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ნაპირზე დატოვებულ საჩუქრებს იღებდნენ, მაგრამ მეცნიერებთან სალაპარაკოდ არ გამოდიოდნენ. მათი აღშფოთებული წამოყვირებებიდან გამომდინარე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათი ენა არ გავს არც ერთ ანდამანურ ენას, და დაასკვნეს, რომ ისინი იზოლირებულად საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობენ.

444444444441

33333333

2006 წელს კი ტრაგედია მოხდა. სენტინელებმა ორი მეთევზე მოკლეს, რომელთა ნავი შემთხვევით აღმოჩნდა კუნძულის ნაპირებთან შტორმის დროს.

5555555551

ოფიციალურად კუნძული ინდოეთს ეკუთვნის, მაგრამ მთავრობამ განაცხადა, რომ სენტინელების საქმეებში არ ჩაერევა. მათ იცავენ და ტურისტებს კუნძულზე ჩასვლას უკრძალავენ, რადგან ეს სახიფათოა ორივე მხარისთვის- აბორიგენებს იმუნიტეტი არ აქვთ და მათ ჩვეულებრივი გრიპიც კი კლავს.

 

წყარო : aww.ge

Back to top button