გასართობისაკითხავისასარგებლო

თუკი ფრჩხილებს იკვნეტთ, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ

ფრჩხილების კვნეტა, სამეცნიერო ენაზე ონიქოფაგია – საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელიც ყველა ასაკს მოიცავს. ადამიანების უმრავლესობა მას არასერიოზულად აღიქვამს, თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ მას შეუძლია ჯანმრთელობისათვის პრობლემების შექმნა.

კვლევების თანახმად ფრჩხილების კვნეტის ჩვევა ახალგაზრდების 40% და ზრდასრულების 30% ახასიათებს. ამავე კვლევების თანახმად ადამიანების 40% ამ ჩვევით იზიანებს კბილებს.

ონიქოფაგია არის იმპულსური კონტროლის მოშლა, რომლის დროსაც ადამიანი იწყებს ფრჩხილების და მათ გარშემო კანის კვნეტას.

რა კავშრია ფრჩხილების კვნეტასა და კბილებს შორის? ალბათ გსმენიათ, რომ თხილის, ძვლების, ყინულის და სხვა ჩაკბეჩამ შესაძლოა დაგიზიანოთ კბილები. იგივე შეიძლება

ითქვას ფრჩხილების შემთხვევაში. ფრჩხილი საკმაოდ მაგარი წარმონაქმნია და მისი მოკვნეტით კბილებზე დიდი ზეწოლა ვითარდება. დროდადრო ფრჩხილების კვნეტა იწვევს კბილებზე ბზარების გაჩენას, მინანქრის ატკეჩას, მოტეხვას.

კბილების მექანიკური დაზიანების გარდა ფრჩხილების მოკვნეტას შესაძლოა მოჰყვეს პირის ღრუში ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობების მოხვედრა. ექსპერტების აზრით აღნიშნულმა მავნე ჩვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ღრძილების ანთება. ხოლო მომავალში აღნიშნულ დაავადებას მოყვება კბილების დაკარგვა და უამრავი სხვა პრობლემები.

განსაკუთრებულად მავნე ზემოქმედებას ახდენს ეს ჩვევა მათზე ვინც ატარებს ბრეკეტებს. ვინც ატარებს ბრეკეტებს იცის, თუ როგორი ზეწოლა ხორციელდება კბილებზე. თუკი თქვენ გსურთ ამ ზეწოლას კიდე დაუმატოთ ფრჩხილების კვნეტა, ალბათ ხვდებით, თუ რა სტრესს მიაყენებთ კბილებს. რაც გამოიწვევს მათ დასუსტებას და ორთოდონტიული მკურნალობის დარღვევას.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად რეკომენდებულია ბავშვებთან საუბარი, დიალოგი. მაგ.: გოგონებს შესაძლოა ურჩიოთ გაიზარდონ ფრჩხილები, რათა უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ. ბიჭებში ცოტა უფრო რთულად არის საქმე. არსებობს სპეციალური სათითეები, რომლებიც თითებზე კეთდება. ასევე შესაძლოა ცხარე ხსნარებით ფრჩხილების დამუშავება. ზრდასრულებში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად რეკომენდებულია ფსიქოთერაპია.


წყარო – orthodont.ge

თეგები
Back to top button
Linebet
Close
Close