როგორ გავწმინდოთ იდეალურად სამზარეულოს ჭურჭელი.
რაღა თქმა უნდა, ყველაზე სუფთა ის ტაფაა, რომელიც დღეს ვიყიდეთ, ყველაზე თეთრი ის კედები, რომლებიც ჯერ არ გვცმია. მაგრამ დაგვიჯერეთ, თუ კარგად გავრეცხავთ, ყველაზე ჭუჭყიანი საგნებიც კი გასუფთავდება. სხვადასხვა ზედაპირის წმენდის ეს მეთოდები არაერთხელ ნაცადია.
პლასტმასის ფიცარი
პლასტმასის ფიცარი იდეალურად სუფთა იქნება, თუ მას ლიმონის წვენსა და მარილში დასველებული ჩვრით გაწმენდთ. ბოლოს, წყალი გადაავლეთ და სულ ეს არის.
ხის ფიცარი
ხის ფიცარი იოლად გაიწმინდება ზუმბარას ქაღალდით. გაწმინდეთ ის საპნიანი თბილი წყლით და ზუმბარას ქაღალდით და დაელოდეთ, სანამ გაშრება. წაუსვით ფიცარს ბოსტნეულის თბილი ზეთი. ცოტა ხნის შემდეგ, ის ტილოთი გაწმინდეთ. ამ პროცედურის შემდეგ, ფიცარი იდეალურად სუფთა იქნება.
თუჯის ტაფა ან ქვაბი
წაუსვით ტაფას ჭურჭლის სარეცხი საშუალება და 1-2 დღის განმავლობაში, პარკში შეკრული დატოვეთ.
ამის შემდეგ, ის ცხელი წყლით გარეცხეთ. შეგიძლიათ, ტაფა ძმრითაც გარეცხოთ (1:1). მას შემდეგ, რაც ტაფა გასუფთავდება, ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე და ტაფა 1 საათით, იქ შედგით. გამოიღეთ ცხელი ტაფა და წაუსვით მას ზეითუნის ზეთი, ჯერ შიგნით, შემდეგ კი – გარედან. 15 წუთის შემდეგ, კიდევ ერთხელ წაუსვით ზეთი და ტაფა 1 საათის განმავლობაში გაათბეთ.
პლასტმასის სათავსოები
პლასტმასის სათავსოებიდან ცხიმის ლაქებს კბილის პასტა მარტივად მოაშორებს.
სპილენძის ჭურჭელი
სპილენძის ჭურჭელი უნდა გახეხოთ მარილით, მოაპკუროთ ძმარი და შემდეგ, გარეცხოთ. ბრწყინვალება გარანტირებულია!
თეფშები
თეფშებიდან ნაკაწრებს ფაიფურის საწმენდი ნივთიერება მოაშორებს.
ბალიშები
ძველი ბალიშის პირები გარეცხეთ ძალიან ცხელ წყალში და დაუმატეთ 1 კოვზი სარეცხი საშუალება, 1 კოვზი მათეთრებელი სითხე და 1 კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე.
ხის მაგიდა
შეურიეთ ერთმანეთს ძმარი და ზეითუნის ზეთი 1:1. წაუსვით ის მაგიდას და დატკბით მისი ახლებური შეხედულებით.
ღია ფერის კედები
შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი სითხე, 3 ს/კ წყალბადის ზეჟანგი, 2 ს/კ სოდა. ნარევი ფეხსაცმლის დასვრილ ადგილებში წაუსვით და, შემდეგ, გარეცხეთ.
ტყავის ავეჯი
ტყავის ავეჯის ნაკაწრებზე წაუსვით ზეითუნის ზეთი. ცოტა ხნის შემდეგ კი, ისინი თუ არ გაქრა, პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.
რბილი ავეჯი
რბილი ავეჯიდან ლაქების მოსაშორებლად, თეთრი ჩვარი სპირტში დაასველეთ. დააცადეთ, გაშრეს ჭუჭყიანი ადგილი და შემდეგ, გაწმინდეთ.
პლასტმასის ავეჯი
ერთმანეთს შეურიეთ ძმარი, საჭმელი სოდა და ჭურჭლის სარეცხი სითხე. წაუსვით ნარევი პლასტმასის ავეჯს.
წყარო – aww.ge