არქივი

სტოუნჰენჯი – არის თუ არა სტოუნჰენჯი ათასწლოვანი ობსერვატორია?

daac2073f2ff

თქვენ რას ფიქრობთ სტოუნჰენჯზე? არის თუ არა მართლა ათასწლოვანი ობსერვატორია? ამას გაგრძელების შემდეგ შეიტყობთ.

ჩვენი წინაპრების ინტელექტსა და ცოდნას დიდხანს სათანადოდ ვერ ვაფასებდით.ამას ბევრი რამ მოწმობს,მათი მრავალრიცხოვანი მიღწევების ერთ-ერთი მაგალითია უზარმაზარი ქვების წრე – სტოუნჰენჯი სამხრეთ ინგლისში.მისი აგება ქრისტეშობამდე დაახლოებით 2800 წელსაა დაწყებული.ყველაზე თვალშაცემია ნალის ფორმის სტრუქტურა,რომელიც ხუთი უზარმაზარი ,,ტრილიტისგან” შედგება (ბერძნულად-სამი ქვისგან შედგენილი ფიგურა).თითოეული ტრიალიტი შეიცავს ორ ვერტიკალურ ქვის სვეტს,რომელიც დაახლოებით 50 თონას იწონის (რამდენსაც 40 საშუალო კლასის ავტომანქანა!),სიმაღლე კი 7 მეტრს აღემატება.ამ სვეტებს ზემოდან ქვის უზარმაზარი ფილა ადევს.
ტრიალიტების გარშემო წრიულადაა განლაგებული 30 ლოი:თითოეული დაახლოებით 4 მეტრი სიმაღლისაა და 25 ტონას იწონის.ძველად მათზე დალაგებული იყო 7 ტონიანი ფილები.ამ ყველაფერს შემოვლებული ჰქონდა 100 მეტრი დიამეტრის მქონდე მიწაყრილი.ასეთი სიმძიმის ქვების მარტო ტრანსპორტირება და აღმართვა უკვე საოცარი ტექნიკური მიღწევაა.ასე უზარმაზარი ლოდები ხო 32 კილომეტრით დაშორებული ქვის სამტეხლოდან მოიტანეს.მაგრამ ყველაზე საოცარი სტოუნჰენჯში თავად ქვების კი არა – მათი განლაგებაა.ამ უკანასკნელ წლებში ჩატარებულმა კომპიუტერულმა მონაცემებმა აჩვენა,რომ უზარმაზარ ობსერვატორიას ზუსტი მდებარეობა აქვს მზის და მთვარის ფაზებზე დასაკვირვებლად.ქვები ისეა დაწყობილი,რომ განსაზღვრული ხაზები მიგვანიშნებს სად ამოდის მზე ზაფხულში ან ზამთარში და ასევე,წელიწადის ამა თუ იმ დროს,როდის ამოდის მთვარე.ამგვარი უძველესი ობსერვატორიები ბევრგანაა აღმოჩენილი,მაგალითად,ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ამერიკაში – მაიას ტომის ქალაქებსა და ტაძრებში და სხვა.ასევე,ზუსდაც ცის მიმართულებითაა აგებული ეგვიპტის პირამიდები და ნაზკას ბევრი ხაზი პერუში.აშკარაა,რომ ადამიანები უკვე ათასწლეულების წინ ფლობდნენ ცაზე დაკვირვების საოცრად დიდ ცოდნას.

სტოუნჰენჯი და ბევრი მსგავსი ქვის წრეები ინგლისში და სხვა ქვეყნებშიც საუკუნეების მანძილზე ხალხის ფანტაზიას აღვიძებდა.ოდესღაც აქ თითქოს ჯადოქრებისა და დრუიდების (კელტი ქურუმების) შეკრებები იმართებოდა.არსებობს მოსაზრება,რომ ამ ქვეყნებიდან იდუმალი ძალა მოდის;რომ ეს ქვის წრეები ნაწილია ,,ძალების ხაზთა” ბადისა,რომელიც მთელ დედამიწაზეა მოდებული.თუმცა ამ წარმოდგენების დამამტკიცებელი დოკუმეტი არ არსებობს.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button