მისტიკასაკითხავიუცნაური

3 ცნობილი სერიული მკვლელი, რომლებსაც ყველაზე მეტი მკვლელობა დაუმტკიცდათ

file01411066450224600

ზოგადად, ტერმინი „სერიული მკვლელი“ ეწოდება იმ ადამიანს, რომელიც მინიმუმ 3 ადამიანს კლავს 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და მისი ეს საქციელი განპირობებულია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ფსიქოლოგიური პრობლემებით, რომელიც მას უბიძგებს უფრო და უფრო მეტი მკვლელობისაკენ.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ 3 ადამიანს, რომლებმაც არა მხოლოდ შეასრულეს სერიულ მკვლელად გახდომის ზემოთ მოცემული მინიმალური მოთხოვნილებები, არამედ მკვეთრადაც გადააჭარბეს მას და ისტორიაში სამუდამოდ შევიდნენ, როგორც ყველაზე ცივსისხლიანი მკვლელები:

1) ჰაროლდ შიპმანი ( Harold Shipman)

9a1129968333

ინგლისელი,მეტსახელად „დოქტორი სიკვდილი“. დაუმტიკცდა 218 მკვლელობა, თუმცა „HUFFINGTONPOST”–ის ცნობით, მას 250–ზე მეტი პაციენტი

უნდა მოეკლა ე.წ ჰეროინის დიდი დოზით, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ხალხს ეგონა, რომ პაციენტების სიკვდილი ბუნებრივი იყო და ეს მათი სუსტი ჯანმრთელობით იყო გამოწვეული. შიპმანი დააპატიმრეს 1998 წელს,მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, მაგრამ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ციხეში თავი ჩამოიხრჩო.

2) ლუის გარავიტო (Luis Garavito)

4539eba4a61f

კოლუმბიელი,მეტსახელად „მონსტრი“.დაუმტიკცდა 138 მკვლელობა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მას 400–ზე მეტი მკვლელობა აქვს ჩადენილი. დააპატიმრეს 1999 წელს და მისჯილი აქვს 22 წელი. კოლუმბიური გამოცემის „EL ESPECTADOR”–ის ცნობით, მიუხედავად საზოგადოების დიდი აჟიოტაჟისა და კრიტიკისა (გარავატოსთვის გამოტანილი განაჩენი მათ არასაკმარისად მიაჩნდათ და ითხოვდნენ მკვლელის სიკვდილით დასჯას ან სამუდამო სასჯელს), შესაძლოა გარავატო მალე გაათავისუფლონ,რადგან მან ციხეში კარგად მოქცევა დაიწყო და სრულიად განიკურნა.

3) პედრო ლოპესი(Pedro Lopez)

b6a748d5e575

კოლუმბიელი,მეტსახელად „ანდების მონსტრი“. დაუმტკიცდა 110 მკვლელობა, მაგრამ მას 350–ზე მეტი ადამიანის მკვლელობას მიაწერენ. იგი იყო ფსიკიქურად დაავადებული, რომლის მსხვერპლი ძირითადად მოზარდი გოგონები იყო. ლოპესმა მოიხადა 14–წლიანი სასჯელი ეკვადორში, 1980–94 წლებში და შემდეგ საჭიროდ ჩაითვალა მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანა, რომლიდანაც 1998 წელს გამოწერეს. მე–20 საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე „ნაყოფიერი“ სერიული მკვლელის ადგილსამყოფელი დღესდღეობით უცნობია.

წყარო – newposts.ge

Back to top button