უეინ კოინის საოცარი სახლი-სტუდია
უეინ კოინი (Wayne Coyne ) ჯგუფის „The Flaming Lips“ წევრი იყო. 2007 წლისათვის ჯგუფს „The Flaming Lips“-ს მიღებული ჰქონდა სამი გრემი, მათ შორის ორი – საუკეთესო ინსტრუმენტული როკ-შესრულებისათვის.
როგორც ამბობენ, შემოქმედ ადამიანს – შემოქმედებითი სახლი! გამონაკლისი არც როკ-ჯგუფის „Flaming Lips“ წამყვანი ვოკალისტი უეინ კოინი (Wayne Coyne ) იყო, რომელმაც არქიტექტორების დახმარებით ხელახლა აღადგინა და რეკონსტრუქცია გაუკეთა სახლს 2009 წელს, რის შედეგადაც მივიღეთ საოცარი და უჩვეულო სახლი-სტუდია.
შენობა წარმოადგენს არა მარტო კომფორტულ სახლს, არამედ ხმისიზოლირებულ სტუდიას რეპეტიციებისათვის .
სახლში დამონტაჟებულია უჩვეულო ფსიქოდელიური, ჰალუცინოგენური აბაზანა, რომელსაც მუსიკოსმა დაარქვა „დრაკონის კვერცხი“ (“dragon egg“), გასაოცარი თოვლივით თეთრი თაღების გამო. უცნაური კვერცხის ფორმის აბაზანაში არის საშხაპე კაბინა და აბაზანაც, აგრეთვე აქ დაყენებულია წყლის ინჟექტორებიც…
უცნაური სახლი-სტუდია მდებარეობს ოკლაჰომა სიტის (Oklahoma City) ერთ-ერთ წყნარ რაიონში. სახლი-სტუდიას დაპროექტებაში მონაწილეობა მიიღო თვით სახლის მფლობელბმაც- მუსიკოსმა უეინ კოინმა (Wayne Coyne ) და მისმა მეუღლემ – დიზაინერმა მიშელ კოინმა (Michelle Martin-Coyne).
მომავალკში დაგეგმილია ამ სახლის უზომოდ გაფართოება, დაახლოებით შვიდი ასეთი სახლის ფართის მიმატება და მუსიკოსის სახლი-სტუდია გახდება მთელი სტრუქტურის ცენტრი , რომელსაც დაარქმევენ “The Compound”.