არქივი

პირველი ხელოვნურად გაზრდილი კიდური

d438c7bd15b3
მეცნიერებმა პირველად შეძლეს ლაბორატორიულ პირობებში კიდურის ხელოვნურად გაზრდა.როდესაც ვირთხას მიკერებული კიდური სისხლით აივსო,ვირთხას შეეძლო მისი გამოძრავება. მასაჩუსეტსის საერტო საავადმყოფოს(Massachusetts General Hospital) მიღწევები მეცნიერებს საშუალებას მისცემენ საჭიროებისამებრ ამპუტირებული კიდურების ხელოვნურად გაზარდონ.

ექსპერტებმა,ორგანოებისა და სხეულის ნაწილების რეგენერაციის სფეროდან,მაღალი შეფასება მისცეს კოლეგებს და ამ მოვლენას ფანტაზიის რეალიზაციით მოიხსენიეს.გამოკვლევის ავტორებმა,თავისმხრივ,განაცხადეს,რომ მათ სჰეეძლოთ როგორც ზემო ასევე ქვემო კიდურების ხელოვნურად გაზრდა.
ამ ეტაპზე ადამიანს,რომელმაც დაკარგა კიდური რაიმე ავადმყოფობის,უბედური შემთხვევის ან საომარი მოქმედების გამო,შეიუძლია დაკარგული კიდურის ტრანსპლანტანტით ან პროტეზით შეცვლა,თუმცა ყველაზე მაღალტექნოლოგიური ტრანსპლანტის მოძრაობაც კი საკმარისად ბუნებრივად არ გამოიყურება.ასევე პაციენტს ესაჭიროება ძლიერი იმუნოდეპრესანტების მიღება,რათა იმუნური სისტემა დააქვეუთოს და ორგანიზმმა ტრანსპლანტანტი არ უარყოს. .ამიტომ გამოკვლევის ავტორები გვპირდებიან,რომ ხელოვნურად გაზრდილი კიდური გამოირჩევა ბუნებრივობითა და მოძრაობის სიგლუვით.ასევე პაციენტს არ დასჭირდება იმუნოდეპრესანტები,რადგან ახალი კიდური პაციენტის უჯრედების გამოყენებით იზრდება.
ამადწინად სპეციალისტებმა ლაბორატორიულ პირობებში გაზარდეს თირკმელა,ღვიძლი,ფილტვები და გულიც კი,რომელიც ცემდა კიდეც.
ახალი კიდურის კარკასი გახდა მკვდარი ვირთხის თათი.იგი დაამუშავეს სპეციალური ხსნარით,რათა უჯრედების გაყოფა შეეჩერებინათ.შემდეგ იგი მოათავსეს სპეციალურ კონტეინერში ჯანმრთელი სისხლძარღვებით,კუნთოვანი უჯრედებით,საჭირო სასარგებლო ნივთიერებითა და ჟანგბადის დამატებით.2–3 კვირაში,როგორც «New Scientist» წერს,კიდური მთლიანად აღდგა.
ახალი კიდურის ვირთხისთვის მიერთების შემდეგ,კიდური მალევე აივსო სისხლით და ვირთხამ ახალი კიდურის გამოძრავება შეძლო.
გამოკვლევის ავტორების თქმით,იმისათვის რომ ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანზე დაიწყოს კიდევ არაერთი ცდის ჩატარებაა საჭირო.მათი აზრით ადამიანის კიდურის გაზრდა დაახლოვებით 10 წელიწადში იქნება შესაძლებელი.ხოლო ზოგიერთი სპეციალისტის თქმით,დაახლოვებით 30 წელიწადში მოხდება ადამიანის მასიური გაზრდა არაბუნებრივი მეთოდით.

მსგავსი ამბები

Back to top button