გასართობისაკითხავისასარგებლო

ველური ჟინი, ნაზი ალერსი თუ უბრალოდ ცეკვა

6a7f10f678ca
XX საუკუნის ბოლო ათწლეულიდან მსოფლიოში, სამხრეთული, განსაკუთრებით ლათინური, ცეკვების ბუმი დაიწყო. ეს ჭეშმარიტად სახალხო ცეკვები არისტროკრატულ წრეებში შეიჭრა და მათი ცოდნა პრესტიჟული და მოდური გახდა.ამჯერად გთავაზობთ ტანგოს ისტორიას და იმ პრინციპებს, რაზედაც ეს ცეკვეაა აგებული

2b313199fdc0

ტანგო

ტანგო კლასიკური ცეკვის ყველაზე რომანტიული სახეობაა. მისი ცეკვისას ქალი და მამაკაცი ყოველთვის შეყვარებულ წყვილად აღიქმება.ტანგოს შეყვარებულთა არისტოკრატიულ ცეკვასაც უწოდებენ, თუმცა თუ მის ისტორიას გადავხედავთ, აღმოჩნდება , რომ ამერიკაში ევროპიდან ემიგრირებული ღარიბებისა და მონების ცეკვა იყო.დღეისათვის ტანგოს სამშობლოდ არგენტინაა მიჩნეული, თუმცა ისტორია სხვას მეტყველებს. ბრაზილიელებს, მექსიკელებს, ბოლივიელებს, პარაგვაელებს და ესპანელებს, რომ კითხოთ ტანგოზე, ყველა დაუფიქრებლად გაგცემთ პასუხს, რომ ტანგო მათი ეროვნული ცეკვაა.ტანგოს წარმომავლობა ბუნდოვანია , თუმცა ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეებში გაჩნდა უდავოა.ტანგოს შექმნის რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველის მიხედვით, ეს ცეკვა ესპანური ფლამენგოსგან წარმოიშვა, რომელიც შემდეგ არგენტინის ეროვნულ ცეკვას შეერწყა.მეორე ვერსიით, იგი აფრიკულ ცეკვას ”ტანგანოსგან” წარმოიშვა.არსებობს კუბური ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ტანგო კუბური ცეკვის ”ჰაბანერას” რომანტიული ვარიანტია. ყველაზე გამოკვეთილი კი მაინც ესპანური წარმომავლობაა, კერძოდ, მავრიტანული. მე-15 საუკუნეში მავრიტანელები დღესასწაულს ტანგოს გარეშე არ მართავდნენ, როდესაც მათ ბოშებთან ერთად პირინეის ნახევარკუნძულიდან წასვლა დაიწყეს, დიდი ნაწილი არგენტინაში დასახლდა.იქაურ ხალხს ძალიან მოეწონა ტანგო და მას შეყვარებულთა ”როკვა” უწოდა.სულ მალე ტანგო სმ.ამერიკის ქვეყნების წამყვანი ცეკვა გახდა და თავის სამშობლოს, ევროპას,აექედან დაუბრუნდა და იქ მას არგენტინული ტანგო უწოდეს. ევროპაში ტანგომ ეროტიული ხასიათი დაკარგა.სწორედ იქ შეუცვალეს მას იერსახე ანუ ქალისა და მამაკაცის ისეთი გაყინული სახეები, როგორიც დღეს აქვთ მოცეკვავეებს. ერთადერთი რაც დღეისათვის თანამედროვე ტანგოს წინაპართაგან შემორჩა, ეს თეძოების რხევა და როკვაა. ხშირად ტანგოს პარიზის დამახასიათებელ ცეკვად მიიჩნევენ, თუმცა სიყვარულის ქალაქში ამ ცეკვამ 1907 წელს შეაღწია.მსოფლიოს დაპყრობა სწორედ აქედან მოხდა, რადგან ტანგო სულ მალ იქცა არისტოკრატული სალონების წამყვან ცეკვად.თანდათანობით მუსიკას, რომელსაც ადრე ფლეიტით და სხვა სპეციფიური საკრავებით ასრულებდნენ, ვიოლინო და გიტარა დაემატა. უკვე მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ტანგო პოპულარობის ზენიტშია.

არგენტინაში სამხედრო დიქტატურის დამყარების შემდეგ ცეკვის ეს სახეობა აკრძალეს და მისი ცეკვა მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 60-იან წლებში გახდა შესაძლებელი.ამ პერიოდში იგი პოპ-მუსიკას შეეჯახა და კლასიკის რანგში გადავიდა.ახალგაზრდობა, რა თქმა უნდა თანამედროვე მუსიკას დაეუფლა, თუმცა ტანგოს სწავლა სავალდებულო იყო.

623458bcc3d0

ტანგოს ყველა გამოჩენილი მოცეკვავე აღნიშნავდა, რომ ეს ცეკვა უფრო მეტი იყო ,ვიდრე ცეკვა, მას აზარტსაც კი ადარებდნენ.საკმარისია ადამიანმა ტანგო ერთხელ იცეკვოს , რომ იგი ვნების ალში გაეხვევა და მისი ნოსტალგია ყოველთვის ექნება. ტანგოს ცეკვისას მთავარია დაიცვა ის ეტიკეტი , რაც ამ ცეკვას ახასიათებს. მოცეკვავეები ცეკვისას ვნებიანი ხდებიან . ხშირად აღნიშნავენ, რომ ტანგოს ცეკვისას ქალმა და მამაკაცმა არ უნდა იფიქრონ სიყვარულზე. ცეკვისას  მთავარია მამაკაცმა ქალი თავის მიმართულებით ატაროს. თუ ქალმა ინიციატივა თავის ხელში ჩაიგდო, მაშინ ეს ცეკვა აღარ არის. ისიც თვალშისაცემია , რომ ცეკვისას არის მომენტები, როცა წყვილს შორის აშკარა უთანხმოებაა. ამას სპეციალისტები შემდეგნაირად ხსნიან: ტანგო ეს არის ცხოვრება სიყვარულში. სიყვარული კი არ არსებობს მცირედი კონფლიქტების გარეშე.

ტანგოს მოცეკვავეების კოსტიუმი გადატვირთული და ძვირფასი არ არის.მამაკაცს შავი კოსტიუმი და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, ხოლო ქალს-წითელი , ტანზე შემოტმასნილი სარაფანი.. სპეცილაისტების აზრით, მოეკვავეების თვალებში ვნებასთან ერთად შურისძიებაც უნდა იგრძნობოდეს, თითქოს ისინი დუელში იწვევენ ერთმანეთს.

32efd6039bf1

რჩევები ტანგოს მოყვარულებს: თუ გადაწყვეტთ ტანგოს ცეკვა შეისწავლოთ, მაშინ სიყვარულისთვის მზად იყავით.შეიძლება კარგად ვერ აითვისოთ ილეთები, მაგრამ მთავარია მიენდოთ ვნებას და ცეკვაც თავისთავად გამოგივათ. ცეკვის დროს არ იფიქროთ ნაბიჯებზე, სხეულის პროპორციებეზე, დახუჭეთ თვალები და მთლიანად აჰყევით გრძნობებს,ყოველივე ამის შემდეგ კი ტანგოს ვნებას შეიგრძნობთ
.
სხვათა შორის , ერთ-ერთი ფსიქოლოგი ფრიგიდულ ადამიანებს ტანგოს ცეკვით მკურნალობს.

8640b7ec8502

569ce5fcb16f

P.S სხვა ლათინო-ამერიკული ცეკვები სხვა პოსტისთვის გადავდე, ერთ ჯერზე ბევრის თხრობა მომაბეზრებელი რომ არ ყოფილიყო … :)

მსგავსი ამბები

Back to top button