გართობაკულტურა

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (21 ნაწილი)

f5000a0ecc77
Dubai Drift 2 – საუკეთესო თამაში მათთვის ვისაც უყვარს რბოლები და სიჩქარე თამაშში თქვენ შეხვდებით მრავალ გამოცდილ მრბოლელს და საუკთესო მანქანებს სადაც თქვენ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება და ჩემპიონის ტიტიულის მოპოვება გმართებთ. Dubai Drift 2-ს აქვს ძალია ნკარგი გეიმფლეი და საუკეთესო გრაფიკა რაც თამაშის პროცესს ძალზედ კარგს და სასიამოვნოს ხდის. აქვე გეტყვის იმასაც რომ თამაშს სჭირდება ინტერნეტის წვდომა მობილურში და თუ არ გაქვთ ინტერნეტი გირჩევთ შეიძინოთ მობილური ინტერნეტ პაკეტები და ნახოთ ეს თამაში ან უბრალოდ გააქტიუროთ Wi-Fi ეს ამად ნამდვილად ღირს. ალბათ აქამდეც მიხვდებოდით მაგრამ მათ ვინც აქამდე ვერ მოახერხეთ ეს გეტყვით რომ თამაშის სახელწოდებიდან გამომდინარე იგი არის არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიზე რომელიც გამოირჩევა მისი მრავალფეროვნებით და ზუსტად დუბაის ქუჩებში მოგიწევთ თქვენ რბოლა და სხვა მანქანებთან შებრძოლება.
5a71013560da
7 Minute Workout – შესანიშნავი პროგრამა მათთვის ვისაც სურს სასურველი ფორმებში ჩადგომა და კარგი ტანი ამ მიზნის მიღწევაში ზუსტად რომ ეს პროგრამა დაგეხმარებათ მასში არის ყოველდღიურად თქვენთვის გაწერილი სავარჯიშო პაკეტი რომელშიც მრავალი საინტერესო სახალისო და ასევე ბევრიც რთული ვარჯიში შედის გახსოვდეთ რაც უფრო კარგად ივარჯიშებთ მით უფრო მიაღწევთ მიზანს ამიტომაც გირჩევთ ზუსტად და ზედმიწევნით შეასრულოთ პროგრამაში მოცემული ვარჯიშები რათა დაიყენოთ კარგი ტანი ესეთი პროგრამები ბოლო დროს ძალიან აქტუალურია მით უფრო როდესაც ზღვის სეზონი ანუ ზაფხული დგება სანამ წახვალთ ზღვაზე იშრომეთ და დაიყენეთ სასურველი ფორმები რათა მიიზიდოთ საპირისპირო სექსი და თავი მოაწონოთ მათ ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მამაკაცებს ასევე გოგონებს.
5b53cc56b270
Reversi Plus – სააზროვნო თამაში რევერსი რომელიც ცოტათი წააგავს დამკს. ამ თამაშის მიზანია აირჩიოთ სასურველი ფერის ქვები ამ შემთხვევაში წითელი ან შავი და შეუდგეთ მოწინააღმდეგის ქვების თქვენს მხარეს და ფერში გადმოყვანას თამაშს მოიგებს ის ვინც პირველი მიაღწევს კუთხეებამდე რადგან კუთხეში მიღწევის შემდეგ თქვენ ფაქტიურად თამაშის პერიპეტიებს აკონტროლებთ თამაშში სულ 4 კუთხეა და მათგან თითუეულის მოპოვება აუცილებელია იმისათვის რომ მოიგოთ თამაში შეგიძლიათ როგორც კომპიუტერთან ასევე 2 მოთამაშეში და პროფესიონალურ მოდთან ანუ კომპიუტერთან რომელმაც ყველა კომბინაცია იცის და ის აუცილებლად შეეცდება თქვენს დამარცხებას მაგრამ თვენ მასზე მაგარი უნდა აღმოჩნდეთ რათა დაამარცხოთ ის შეიძლება ვერ მიაღწიოთ თამაშის კუთხეებამდე და ისე მოიგოთ თამაში ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ცოდნაზე ჭკუაზე და მოხერხებაზეა დამოკიდებული მე ჩემის მხრივ წარმატებებს და ბევრ მოგებულ პარტიას გისურვებთ.
efe05d2ef59e
Yandex Market – კიდევ ერთი ძალიან საინტერსო პროექტი რომელსაც რუსული ინტერნეტკომპანია Yandex გვთავაზობს. პროგრამა Yandex Market დაგეხმარებათ რომ ივაჭროთ სახლიდან გაუსვლელად ტელეფონის საშუალებით პროგრამას აქვს როგორც სატელეფონო ასევე კომპიუტერული ანუ ვებ ვერსია რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის და მასზე შესვლა უფასოა. Yandex Market-ზე როდესაც დეპოზიტს განახორციელებთ და საიტზე ან მობილურ აპლიკაციაში შეიტანთ თანხას თქვენ შეგეძლებათ ივაჭროთ პროგრამაშივე და იყიდოთ სასურველი ნივთები ამ დროისათვის არ მაქვს ინფორმაცია შესაძლებელია თუ არა ნავაჭრის საქართველოში გამოგზავნა რადგან Yandex რუსული კომპანიაა ამიტომ სანამ ივაჭრებთ სჯობს გადაამოწმოთ ეს ნიუანსი წარმატებულ ვაჭრობას და კარგი ნივთების შეძენას რაც მთავარია შემდგომ ხარისხიანად გამოყენებას გისურვებთ შეგახსენებთ რომ პროგრამას სჭირდება ინტერნეტი და ვაჭრობამდე აუცილებლად შეამოწმეთ ინტერნეტკავშირი მობილურში.

Back to top button