არქივი

ბავშვი, რომელსაც სიყვარული არ შეეძლო

0ed3337ae594
პოსტის წაკითხვა არაა სასურველი 14 წლამდე პირებისთვის.
თქვენ გინახავთ ბოროტი ბავშვი? ალბათ გაიხსენებთ ცელქი პატარების ოინებს, რომელთაც ისინი ხშირად გაუაზრებლად აკეთებენ, მაგრამ თუკი პოსტს წაიკითხავთ და ვიდეოსაც უყურებთ, მიხვდებით საიდან მოდის ძალადობა, რას ნიშნავს იყო ბავშვი სიყვარულის გარეშე და საერთოდაც რა იწვევს ასეთი ადამიანების ჩამოყალიბებას.

იშვიათად შეიძლება წააწყდეთ ვიდეო ინტერვიუებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ პოსტი აგებულია დოკუმენტურ ფილმზე, სადაც თავად იხილავთ მსხვერპლ ბავშვს, რომელიც ახლა თვითონაა მოძალადის როლში.
ფილმი გადაღებულია 1992 წელს, მაშინ ბეტი 6 წლის იყო. მისი ლამაზი, ცისფერი თვალები, მოკლე თმა, წყნარი, საყვარელი ლაპარაკი ნამდვილად შეცდომაში შეგიყვანთ და იფიქრებთ რომ ეს პატარა არსება ნამდვილი ანგელოზი და სიკეთის განსახიერებაა, მაგრამ თუკი ლაპარაკს მოუსმენთ, გაოგნებული დარჩებით.

ბეტი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ის 1 წლის იყო,როცა დედა გარდაეცვალა, ბეტი და მისი პატარა ძმა ჯონი სადისტი მამის ანაბარა დარჩნენ. გოგონაზე მამა ძალიან მცირე ასაკში, 19 თვემდე ახორციელებდა ძალადობას. ბეტმა ფსიქოლოგს აღუწერა სხვადასხვა სცენები, მათ შორის ისიც, თუ როგორ იწვა საწოლზე და ტიროდა, მამა კი პატარას სასქესო ორგანოს ეფერებოდა. აღსანიშნავია, რომ გოგონა უჩვეულოდ წყნარად და მშვიდად აღწერდა ამ ძალადობას.

რაღაც დროის შემდეგ და-ძმა ბავშვთა სამსახურმა გადაარჩინა, მამას გაარიდეს, თუმცა ის, რომ ასეთ საშინელ შეურაცხყოფას იტანდნენ გაუმხელელი დარჩა.
ცოტა ხანში კ ბეტი და ჯონი მოსიყვარულე წყვილმა, ტიმმა და ჯულიამ იშვილა. მათ არაფერი იცოდნენ ბავშვების წარსულის შესახებ, მთავარი იყო რომ ისინი ლამაზები, საყვარლები და ჯანმრთელები გახლდნენ, ამ ოჯახს კი საოცრად აკლდა ბავშვების ჟრიამული და მათი სითბო.
გაშვილების დროს ჯონათანი 7 თვის გახლდათ, მას თავი უკან მიბრტყელებული ჰქონდა, წინ კი გამოზნექილი,რადგანაც აქამდე მთელი დღე მწოლიარე მდგომარეობაში ამყოფებდნენ. პატარა თავს ვერ იჭერდა და გვერდზე ვერ აბრუნებდა. ბეტის კი კოშმარული სიზმრები სტანჯავდა, ხშირად ახსენებდა კაცს, რომელიც მასთან მოდიოდა და ტკივილს აყენებდა.

ახალ აღმზრდელებს 2 თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ მიმხვდარიყვნენ თუ რა ხდებოდა მათ თავს. მალევე დარწმუნდნენ, რომ და-ძმას შემაშფოთებელი ქცევები ჰქონდა. ნენსიმ რამდენჯერმე ბეტის წაასწრო და დაინახა როგორ მასტურბირებდა, ამ პროცესის დროს გოგონას ხშირად სისხლდენა ემართებოდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში მიჰყავდათ.
ბეტი ქინძისთავებს არჭობდა ძმას და ცხოველების მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდა. ერთხელ ჯონათანი ხელში ჩაიგდო, სარდაფში ჩაიყვანა და ცემენტის იატაკზე არტყმევინა თავი, თან ისე რომ ბიჭუნამ შუბლზე ღრმა ჭრილობა მიიღო და ნაკერების დადება დასჭირდა. გოგონას არ უნდოდა რომ ძმისთვის ეტკინა, მას უბრალოდ მოკვლა სურდა. ასევე ბეტი ხშირად ამბობდა კიდეც, რომ მთელი ოჯახის ამოხოცვა ჰქონდა განზრახული.
ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ბეტისთვის უცხო იყო სინანული, იგი არანაირ სინდისის ქენჯნას არ განიცდიდა. მშვენივრად იცოდა, რომ მისი საქციელი არასწორი და მტკივნეული იყო, მაგრამ ეს საერთოდ არ ადარდებდა.
ასეთი ინციდენტების შემდგომ მშობლებმა ბეტი თერაპევთ კორნელ უოტკინსთან მიიყვანეს, რომელმაც დიაგნოზი დაუსვა – Reactive Attachment Disorder (RAD).

ამ აშლილობის დროს ბავშვი მუდამ შეწუხებულია და ეძებს საზოგადოებასთან ურთიერთობის არასწორ, უადგილო გზებს. ბეტს სრული უნდობლობა ჰქონდა ადამიანების მიმართ და ასევე ემპათიის შეგრძნება გამქრალი გახლდათ.
ეს აშლილობა შეიძლება განვიხილოთ როგორც სოციოპათიათ ან ფსიქოპათიათ, მაგრამ ზემოთ აღნიშნული ტერმინები 18 წლამდე ბავშვებში არ გამოიყენება.

RAD ბავშვებში მცირე ასაკიდან ყალიბდება, იმის მიხედვით თუ რა აქვს გადატანილი პატარას. თუ განიცდის ძალადობას, შეურაცხყოფას, დამცირებას, უყურადღებობას, დიდი შანსია რომ შემდეგში ეს აშლილობა აღმოაჩნდეს.
ბეტის შემთხვევა იმდენად უკიდურესი და მძაფრი იყო, რომ თერაპევტმა კორნელ უოტკინსმა ბავშვი მშობლებს გაარიდა და ძველ სახლში წაიყვანა სეანსების ჩასატარებლად, რათა მისი ქცევის ინტენსიური მოდიფიკაცია მოეხდინა.
გოგონასთან მუშაობაში უოტკინსს პროფესიონალიზმი და გამოცდილება ძალიან დაეხმარა, მას ხომ 9 წლის მკვლელებთანაც კი ჰქონდა აქამდე ურთიერთობა.

თავდაპირველად ბეტის თავისუფლება შეზღუდული იყო, სანამ არ აჩვენა რომ მისი ნდობა შეიძლებოდა. ვერ ვიტყვით,რომ გოგონასთვის ასეთი მდგომარეობა ადვილად გადასატანი გახლდათ, რადგან ასეთ ბავშვებს არ უყვართ წესები და მორჩილება. თავიდან ბეტი ღამე საძინებელ ოთახში კეტავდნენ, რათა არ გამოსულიყო და ბავშვებისთვის ან უფროსებისთვის რამე არ მოეწია. ასევე გოგონას ნებართვა უნდა ეთხოვა ნებისმიერი ნივთის აღებაზე, დაწყებული სათამაშოდან, დამთავრებული წყლის ჭიქით. შემდეგ ეს წესები ნელ-ნელა იხსნებოდა და ბეტის მეტი თავისუფლება ენიჭებოდა. დაახლოებით 1 წლის შემდგომ ბავშვის ქცევები ნელ-ნელა გამოსწორდა და კონტროლს დაექვემდებარა, იმდენად რომ თერაპევტის გოგონასთან ერთადაც კი იძინებდა ხოლმე ღამე.

ბეტმა ისწავლა ბევრი რამ, მათ შორის სინანულიც. ახლა უკვე როცა უკვე წარსულში დარჩენილ ცუდ საქციელზე ლაპარაკობდა, ხშირად ტირილს იწყებდა ხოლმე და ნანობდა თავის საქციელს. საბედნიეროდ ბეტი სრულიად გამოჯანმრთელდა და ახლა უკვე დიდი ქალია :)

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტური ფილმი სეანსების ჩანაწერებით, ვისაც ინგლისური არ ესმის მოკლე ჩანაწერს გავაკეთებ, თუ რა გამოდის ექიმისა და ბეტის საუბრიდან:
ბეტი: ხალხს ჩემი ეშინია, განსაკუთრებით კი ძმას, ჯონს, იმიტომ რომ მე მას ძალიან ვატკინე. ღამე ჩემი მშობლები კარს მიკეტავენ, რომ გარეთ არ გავიდე და ჯონს კიდევ არ ვატკინო. რომ არ დაკეტონ ჯონს აუცილებლად ვატკენ. მე ამას ღამე ვაკეთებ, იმიტომ რომ არ მიყვარს როცა მიყურებენ. მე ქინძისთავები ჩამირჭვია ჩემი ძმისთვის, მისი მოკვლა მინდოდა. არ მინდა რომ ირგვლივ ადამიანები არსებობდნენ. კიდევ მინდა რომ დედას და მამასაც ჩავარჭო ქინძისთავები, რომ მოკვდნენ.
მამაჩემი (იგულისხმება ნამდვილი მამა) ჩემს ვაგინას ეხებოდა და მტკენდა. ამ დროს 1 წლის ვიყავი. სიზმარში კი ვხედავ რომ ზემო სართულზე ვარ, ის ამოდის და ის მტკენს.

ექიმი: შენს ძმას აქვს ინტიმური ადგილები?
ბეტი: დიახ, პენისი და ტრაკი.
ექიმი: და რას უშვებოდი ამ ინტიმურ ადგილებზე?
ბეტი: ვტკენდი.
ექიმი: მომიყევი რას შვებოდი
ბეტი: ვპრწკენდი, ხელს ვუჭერდი, ვარტყავდი
ექიმი: როცა ამას აკეთებდი ჯონი რას გეუბნებოდა?
ბეტი: მეუბნებოდა გაჩერდიო, მაგრამ არ ვჩერდებოდი
ექიმი: ტკენდი?
ბეტი: ხო, ძალიან.
ექიმი: გინდა იგივე გაუკეთო სხვა ბიჭებსაც?
ბეტი: ჰო.
ექიმი: შენს ინტიმურ ადგილებს ეხები? (იგულისხმება მასტურბაცია)
ბეტი: დიახ, ყოველდღე

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button