ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (18 ნაწილი)


Flip Runner – საკმაოდ კარგი თამაში მაშ ვისაც უყვარს ისეთი აპლიკაციები სადაც პერსონაჟს მოუწევს სირბილი და უამრავი დაბრკოლების გადალახვა რა თქმა უნდა თქვენი დახმარებით თამაშში ნახავთ ძალიან ბევრ გარემოებას და ტურს ასევე ბევრ დაბრკოლებას. მაგალითისათვის ერთ ერთი დაბრკოლებაა ამოწეული და წაწვეტებული რკინები რომელზედაც წარმატებით გადახტომა გევალებათ.

თამაში არის Arcade კატეგორიის ასე რომ მოგიწევთ რეაგრიების სწრაფად მოხდება ასევე კაცუნის სირბილის დროს ახტუნება და ჰაერში დატრიალება და სხვა ბევრი მოქმედების გაკეთება მოკლედ ჩაიწერეთ ეს თამაში და თავად შეაფასეთ. Flip Runner-ის გარემოებები იცვლება ყოველი ტურის შემდეგ და რათქმაუნდა თქვენც უფრო საინტერესო გარემოში და ტურში მოხვდებით ყოველი წარმატებულად ჩატარებული დაბრკოლების გადალახვის შემდეგ.

Mr Number – შესანიშნავი პროგრამა მათთვის ვისაც უნდა ზარების და სპამების დაბლოკვა. აპლიკაციის საშუალებით შეძლებთ დაბლოკოთ ის ზარები რომლებიც აღარ გინდათ რომ შემოვიდეს თქვენს ტელეფონში და ასევე Sms-ები რომლებიც აღარ შეგაწუხებთ სპამის გარაფაში გადაყრის შემდეგ პროგრამა არის ძალიან მარტივი სამართავი და მისი მართვა არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. თქვენ შეგიძლიათ სპამის განყოფილებაში ჩააგდოთ იმდენი წერილი რამდენიც მოგესურვებათ და ამის შემდეგ სურვილისამებრ შეცვალოთ ეს სია დაამატოთ ახალი წერილები ან წაშალოთ ძველები გირჩევთ ჩაიწეროთ ეს პროგრამა.

Gas station: Rush hour – საინტერესო თამაში სადაც თქვენ გაქვთ საკუთარი ბენზინ-გასამართი და გაზ-გასამართი სადგური სადაც მოგიწევთ კლიენტების მომსახურება და თქვენი ბიზნესის უმაღლეს საფეხურზე აწყობა. რაც უფრო სწრაფად მოემსახურების თქვენს კლიენტს მიიღებთ მით უფრო მეტ ფულს და შესაბამისად ხელს შეუწყობთ თქვენი ბიზნესის წარმატებულად განვითარებას. ბენზინ და გაზ გასამართ სადგურებთან ერთად თქვენ გმართებთ ააშენოთ მანქანების პროფილაქტიკა და სწრაფი კვების ობიექტი რათა თქვენი კლიენტები კმაყოფილნი დარჩნენ გაწეული მომსახურებით და რაც მთავარია შესთავაზოთ მათ მრავალფეროვანი და განსხვავებული სერვისები თქვენი ვალდებულებაა იყოთ წარმატებული ბიზმესმენი. დარწმუნებული ვარ ეს თამაში ძალიან მოგეწონებათ რადგან ის არ არის განკუთვნილი რაიმე ერთი შეხედულების ადამიანებზე არამედ ის შეგიძლიათ ითამაშოთ ყველამ და განავითაროთ ბიზნეს შესაძლებლობები.

Roulette Royal – კარგი თამაში მათთვის ვისაც იზიდავს უფასოდ რულეტკის თმააში ამ ვერსიაში თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ რამდენიც გინდათ და თუ წააგებთ საწყის თანხას 5000 ჩიპს არც ამაზე ინერვიულოთ რადგან არ მოგიწწევთ თამაშის ახლიდან წაშლა და ჩაწერა და არც ისტორიის გასუფთავება რათა ახალი ჩიპები დაგერიცხოთ არამედ ჩიპები ირიცხება ყოველი წაგებული ხელის შემდეგ თუ თქვენი ბალანსი 0 ჩიპი აღმოჩნდა. თამაშს აქვს 2 მეთოდი პირველი ევროპული რულეტკა სადაც მხოლოდ ერთი ზეროა ანუ ერთი 0 და ამერიკული რულეტი სადაც ერთი ჩვეულებრივი ზეროა 0 ხოლო მეორე 00. თქვენ ფსონები შეგიძლიათ განათავსოთ 1-36 ციფრამდე და ასევე 0-ზე და 00-ზე. თამაშში არის 18 წითელი 18 შავი და 2 მწვანე ციფრი ასე რომ ვისაც გინდათ რულეტკის უფასოდ თამაში ანდროიდში ეს ვერსია ნამდვილად კარგ გართობის საშუალებას მოგცემთ გირჩევთ ჩაიწეროთ და გაერთოთ ამასთანავე ერთ პატარა რჩევასაც მოგცემთ არასოდეს ითამაშოთ რულეტკა ნამდვილ ფულზე ითამაშეთ მხოლოდ უფასო გასართობი თამაშები.

loading...
თეგები
Close
Close