გართობაკულტურა

უცნობი ბრაუზერები

fa13031fd691
Maxthon – ბრაუზერი რომელიც ნამდვილად შეძლებს თქვენს გაოცებას მისი შესაძლებლობებით მოგეხსენებათ ქართველებს არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ ბევრი ბრაუზერი იყოს ჩვენს ენაზე თარგმნილი მაგრამ Maxthon-მა ეს მოახერხა და ყველაფერი კომფორტულად თარგმნა მისი ერთ-ერთი დადებითი პლიუსი ზუსტად ესაა რომ მას აქვს ქართული ენა. ბრაუზერი არის საკმაოდ კომფორტული და სწრაფი მას დამატებული აქვს გვერდითა პანელი რომელშიც შეგვიძლია გავიაროთ ავტორიზაცია Maxthon Account-ით ასევე შევიყვანოთ საიტები ფავორიტების სიაში და დავბლოკოთ სასურველი რეკლამები AdBlock Plus-ის დახმარებით რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს თავიდან მოვიცილოთ მოსაწყენი და მოსაბეზრებელი Pop Up რეკლამები ეს ფუნქცია ბრაუზერის ჩამოტვირთვისას ავტომატურად გააქტიურდება ხოლო სურვილისამებრ პარამეტებიდან შესაძლებელია ამის ისევ დეაქტივაცია და გამორთვა ეს თქვენს ნებასურვილზეა დამოკიდებული ახლა კი ქვევით თვალი გადავავლოთ Maxthon-ის Screenshot-ებს.
b09f94951eb0
bbcb1f86b49e
Torch – არც თუ ისე ცნობილი ბრაუზერი რომელიც რათქმაუნდა მოხვდა ჩემს პოსტში. Torch არაფრით არაა განსაკუთრებული ბრაუზერი და დიდად ვერც სისწრაფით გამოირჩევა მაგრამ მას აქვს ძალიან ბევრი ისეთი დამატებითი პროგრამა რომელიც შეგაყვარებთ ამ ბრაუზერს. Torch აწყობილია Google Chrome-ს პლატფორმაზე და მეტწილად წააგავს კიდეც მას მაგრამ მას მოყვება რამოდენიმე გასაოცარი პროგრამა მაგალითად Torch Music რომელშიც შესვლისას შეგეძლებათ ნახოთ უახლესი მუსიკები და ცნობილი შემსრულებლების ალბომები რომელსაც მოუსმენთ და გადმოწერთ კიდეც ასევე Torch Games სადაც ნახავთ დღესდღეისობით პოპულალურ თამაშებს და გადმოწერთ მას. ისევე როგორც Google Chrome-ს Torch-საც აქვს მარკეტი საიდანაც შეიძლება AdBlock Plus-ის გადმოწერა ანუ იმ პროგრამის რომელიც Maxthon-ზე ბლოკავს რეკლამების მოკლედ ვისაც მოგწონთ ესეთი ინოვაციური ბრაუზერები Torch ნადმვილად შესანიშნავი ვარიანტია ჩასაწერად.
6448bba89661
c280ebbc2dc3
Orbitum – რუსული ბრაუზერი რომელიც ასევე აწყობილია Google Chrome-ს პლატფორმაზე მაგრამ მასაც აქვს ძალიან ბევრი განსხვავებული სერვისი რომელთაგან ერთერთია Social Bar რომელიც დაგეხმარებათ სოციალურ ქსელებში შეუსვლელად პირდაპირ ბრაუზერიდან აკონტროლოთ თქვენი მესიჯები და Notification-ები პატარა ფანჯრის დახმარებით რომელიც აქვს ბრაუზერს ამ სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ რამოდენიმე სოციალური ქსელით მაგალითისათვის Facebook-ით და Vk-თი. Orbitum-ს აქვს დახვეწილი დიზაინი და მასში გაუგებარი ნამდვილად არაფერია რადგან ის აწყობილია Google Chrome-ს პლატფორმაზე მას აქვს მარკეტი და შესაძლებელია ყველა იმ პროგრამის დაყენება რომელიც მოიპოვება Google-ს მარკეტში ამ დანამატების შეცვლა და წაშლა ისევე როგორც დამატება შეგეძლებათ სურვილისამებრ ნებისმიერ დროს ასე რომ გირჩევთ ჩაიწეროთ Orbitum და გამოიყენოთ მისი ყველა შესანიშნავი სერვისი.
b3617e1e800a
9408fee68e5a
Baidu Spark Browser – ჩინური საძიებო სისტემის Baidu-ს ბრაუზერი რომელიც არც თუ ისე ცნობილია და გადავწყვიტე მისი შესაძლებლობები გამეცნო თქვენთვის ეს ბრაუზერი მართლაც რომ შესანიშნავია და აწყობილიაძალიან კარგ პლატფორმაზე იგი საკმაოდ სწრაფად მუშაობს და მუდმივად აქვს ახალი განახლებები და რაც მთავარია საინტერესო სერვისები ერთ-ერთი საინტერესო სერვისი გახლავთ ის რომ Baidu-ს აქვს ვიდეოების და მუსიკების გადმოწერის სხვანაირი მენეჯერი რომელიც უფრო ადვილად იწერს ფაილს და აღითქვამს როგორი გადმოსაწერია ის და შემდეგ გვიგდებს ზევით პატარა ფანჯარას გვინდა თუ არა ამ ფაილის სწრაფად გადმოწერა ასევე შეგიძლიათ ბრაუზერში ამოჭრათ თქვენთვის სასურველი მონაკვეთები და ასე შემდეგ Baidu Browser-ის საშუალებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ასევე Baidu-ს აქაუნთს და იქიდანაც განახორციელოთ სასურველი მოქმედება მოკლედ რომ ვთქვათ Baidu Browser უსწრაფესი და ძალიან კარგი ბრაუზერია.
a7732553fbdc
89ed819548ad
Tor Browser – მშვენიერი ბრაუზერი ვისაც მოსწონს ინტერნეტში შესვლა იპ მისამართის დაუფიქსირებლად და ისტორიის ნახვის გარეშე ანუ ისე რომ თქვენი აიპი არ დაფიქსირდეს არცერთ საიტზე. Tor ბრაუზერს არ აქვს საიტების შეზღუდვა და შეგიძლიათ შეხვიდეთ ყველგან იგი საკმაოდ სწრაფი ბრაუზერია და მაქსიმალურად უზრუნველყოფს მომხმარებელთა კომფორტს შესანიშნავი დიზაინის საშუალებით.
b4c78c885df0
b77f0b6512d9
Netscape – ბრაუზერი რომელიც გაწყობილია ძველებურ სტილში და ძალინ გამოაკლდება თანამედროვე ინტერნეტ ტენდენციებს. Netscape ნამდვილად ვერ გაგაკვირვებთ თავისი სისწრაფით და რაიმე განსხვავებული მონაცემით რომელიც სხვა ბრაუზერს არ გააჩნია თან ამასთანავე აღსანიშნავია ისიც რომ მისი განახლებები ძალიან იშვიათად გამოდის და თითქმის არაფერი აქვს ხოლმე დამატებული. Netscape ასევე Internet Explorer-თან ერთად ითვლება ყველაზე ნელ ბრაუზერებში. ბოლო წლებში Internet Explorer-ის სისწრაფე და მუშაობა ბევრად გამოსწორდა მაგრამ Netscape-ს შემქნმელები თავიანთი ბრაუზერის და პროდუქტის განვითარებაზე როგორც ჩანს არ ფიქრობენ ეს თქვენი გადასაწყვეტია ჩაიწერთ თუ არა ამ ბრაუზერს მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოიძებნება ადამიანი რომელიც მაინც ჩაიწერს ამ ბრაუზერს და შეიძლება მოეწონოს კიდეც ასე რომ ჩაიწერთ თუ არა Netscape-ს ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.
5e505f7271fa

მსგავსი ამბები

Back to top button