არქივი

იაპონელთა რიტუალები

Image Hosted by ImageShack.us

იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სამურაის კლანი. ეს დაკავშირებულია ძენ ბუდიზმთან (იაპონიის ძირითადი რელიგია). ძენს სიცოცხლისა და სიკვდილის განსაკუთრებული აღქმა ჰქონდა, სამურაები, მამაცი მეომრები, ამიტომაც ყოველდღე სიკვდილის წინაშე იდგნენ. სიკვდილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰარა-კირის რიტუალითაც დასტურდება. ეს თვითმკვლელობის განსაკუთრებული მეთოდია. ძველად ეს რიტუალის ხასიათს ატარებდა, წარმოდგენა ხდებოდა ბრბოს თვალწინ. შუაგულში იდგა სამურაი და მას უამრავი ადამიანი უყურებდა. ძირითადი იარაღი ხმალია, ამ დროს თავისივე ხმლით მუცელში ირჭობს ხმალს სამურაი, გაწევს მარჟვნივ შემდეგ მარცხნივ და ბოლოს თავისივე ხმლით კვეთენ მას თავს. საკუთარი ხმლით სიკვდილი დიდ ღირსებად ითვლებოდა. 

იაპონელების სანტა კლაუსს ბრინჯის ღმერთი ქვია.

აღსანიშნავია რომ ვალენტინის დღეს ძირითადად მანდილოსნები კაცებს შოკოლადს ჩუქნიან. ამ შემთვევაში ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან თეთრ შოკოლადს, შავს თუ უბრალოდ არეულს სულ სხვადასხვა დატვირთვა აქვს, ზოგი მეუღლისთვის, ზოგი უფროსისათვის, ზოგი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად ითვლება ახალი წელი. იანვარში განსაკუთრებით ახალგაზრდებს უხარიათ, 15 იანვარს აღინიშნება წლოვანების დღე, ამ შემთხვევაში ულოცავენ მათ ვინც იმ წელს 20 წლის გახდება. ასევე გვხვდება გენდერული წყობით დალაგებული დღესასწაულები. მაგალითად: გოგონებითვის: თოჯინების ფესტივალი, ბიჭებისთვის ფრანების ფესტივალი და ა.შ. 
ოთხი უძველესი იაპონური ფესტივალია: აოი, ჯიონ, ობონი და ჯიდაი, ესენი რელიგიასთან დაკავშირებულნი არიან. აოი 5 მაისს აღინიშნება, მე-6 საუკუნიდან მოყოლებული იაპონელი ხალხი ევედრება ღმერთს შეწყდეს მძიმე წვიმები, ქარები… ფესტივალი ბუდისტური ტაძრიდან იწყება, გადიან მთელ ქალაქს, ერთი ტაძრიდან მეორეში და ა.შ. ამ ცერემონიალს მთელი დღე მიაქვს.
ჯიონი 17 ივლისს იმართება, ღმერთების სადიდებლად. ჯიდაი კი ხელოვნების ფესტივალია 19 ოქტომბერს ტარდება. ამ დროს იაპონელები სხვადასხვა გმირების ფორმებში გამოწყობილნი დადიან ქალაქში, ასევე წარმოადგენენ უამრავ სხვადასხვა ხალხს მსოფლიოს მასშტაბით.
ობონი 16 აგვისტოს აღინიშნება. იგი ეძღვნება გარდაცვლილ ხალხს. იწყება საღამოს 10 საათზე იწყება, მთებზე დიდი სანთლებივით ანთებენ ამ დროს. 
სურათის გადაღების დროს ამერიკელები cheese ხომ ამბობენ, იაპონელები კიდე:
გადამღები ამბობს: იჩი ტაჩი იჩი (ანუ 1+1)
ვისაც უღებს ეუბნება: ნიი (ანუ 2)

მსგავსი ამბები

Back to top button