გართობაკულტურა

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (15 ნაწილი)

091c0aa3f429
Yandex Disk – რუსული ინტერნეტკომპანია Yandex კვლავაც განაგრძნობს მომხმარებლების გაოცებას ახალი და ინოვაციური სერვისებით. Yandex Disk არის პროგრამა რომლის მობილურში ჩაწერის შემთხვევაში თქვენ გაივლით რეგისტრაციას და შეგეძლებათ ატვირთოთ თქვენი ფაილები ფოტოები ან ვიდეოები თქვენს Disk-ზე რომელზეც ავტორიზაციის შემდეგაც თავისუფლად შეძლებთ იხილოთ თქვენი ატვირთული ფაილები და ასევე მათ სიას შემატოთ ახლებიც სურათებს შეგიძლიათ დაადოთ ასევე 10-ზე მეტი ეფექტი რათა სურათი გამოვიდეს ისეთი როგორიც თქვენ გინდათ ასეთი პროგრამები დიდი პოპულარიზაციით არსებობს რადგან როდესაც პროგრამა წაგეშლებათ ან თუნდაც ფოტოები ის მაინც დარჩება Yandex Disk-ის ბაზაში და თქვენ კომპიუტერიდანაც შეგეძლებათ მისი მართვა ასე რომ ჩაიწერეთ ეს მართლაც მრავალფუნქციური პროგრამა და არასოდეს დაკარგოთ თქვენი ფაილები.
e8bd900e4e8d
Dont Touch The Spikes – Ketchapp-ის კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში რომელშიც თქვენი მიზანია ჩიტი არ შეაჯახოთ კედელთან გამოწეულ წაწვეტებულ ისრებს ამასთანავე თქვენ გმართებთ აიღოთ რაც შეიძლება ბევრი ოქროსფერი კამფეტი და გააუნჯობესოთ თამაშის სტილი მოარგოთ თქვენს გემოვნებას და შეძლებისდაგვარად უფრო დახვეწოთ ისე როგორც თქვენ მოგინდებათ ასევე შეგიძლიათ შეეჯიბროთ სხვა მოთამაშეებს და ნახოთ მათი რეიტინგი ხოლო შემდგომ შეეცადოთ მის გაუნჯობესებას. თამაშში არის მრავალნაირი ტური ერთერთი მათგანია სტანდარტული და ასევე ტური სადაც გამნათებლის საშუალებით კედელთან მიახლოვებისას დაინახავთ წაწვეტებულ ისრებს. ვისაც გიზიდავთ ესეთი თამაშები ჩაიწერეთ ნამდვილად არ მოიწყენთ.
77bd50e07364
Cardiograph – ამ ბოლო დროს ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების სტილით წარმართა თავისი შესაძლებლობები ეს პროგრამა ზუსტად ასეთ ადამიანებს გამოადგებათ და არამარტო მათ ასევე იმათაც ვინც ასეთ საკითხებში ცნობისმოყვარეა მოკლედ რომ ვთქვათ Cardiograph არის ის პროგრამა რომელიც ზომავს გულის წნევას ეს კი დააინტერესებთ მათ ვინც დილით აქტიურად დარბის და ვარჯიშობს ვარჯიშის შემდეგ ან ვარჯიშისას შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი გულის წნევა ანუ დააკვირდეთ როდის აიწევს ის და რა მომენტში დაიწევს მე მგონი საკმაოდ კარგი და გამოსადეგარი პროგრამაა თან თქვენ გულის წნევას ტელეფონის უკან კამერაზე ერთი თითის მიდებით საკმაოდ ადვილად და სწრაფად გაიგებთ თქვენ ასევე შეგეძლებათ ნახოთ გულის წნევის სტატისტიკა ანუ რა დროს რამდენი გქონდათ.
856d6be49a31
Google Hangouts – შესანიშნავი პროგრამა რომელიც შექმნილია Google-ს მიერ. Google Hangouts საშუალებას მოგცემთ ადვილად და სწრაფად იკონტაქტოთ თქვენს მეგობრებთან და ასევე გაუგზავნოთ მათ ბმულები. პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ ასევე გამოხატოთ თქვენი ამჟამინდელი ემოცია ანუ მეგობრებს გაუგზავნოთ უამრავი ემოციის აღმნიშვნელი სტიკერი და სმაილი. თქვენს მეგობრების სიაში ანუ Frend List-ში შესაძლებელია ჩავყაროთ კონტაქტები Gmail-დან და უკვე ტელეფონის საშუალებითაც ვეკონტაქტოთ მათ რაც მთავარია Google Hangouts-ის განახლებები გამოდის მალ-მალე ანუ თქვენ არ მოგიწევთ მუდმივად ერთი Google Hangouts-ის ვერსიით სარგებლობა და შეგეძლებათ მოკლე დროის ინტერვალში გადმოწეროთ ამ პროგრამის უახლესი განახლებები.

Back to top button