TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ქირურგი-ტრავმატოლოგი, რომელმაც სასწაულები მოახდინა მედიცინის ისტორიაში

image

მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.

კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა. ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას. ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია, რომელთა წინააღმდეგ დღემდე იბრძვიან ჩვენი სწავლული მეცნიერები და ექიმები. წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება.

 

დღეს მინდა გესაუბროთ ქირურგი-ტრავმატოლოგის Гавриил Абрамович Илизаров-ის შესახებ, რომელმაც მედიცინის ისტორიაში თავისი სასწაულებით ღრმა და წარუშლელი კვალი დატოვა. ეს ყველაფერი კი აი ასე დაიწყო:

 

image

 

ილიზაროვი დაიბადა ექვს შვილიან ებრაელების გაჭირვებულ ოჯახში ქალაქ კუსარში (აზერბაიჯანი). მის დაბადებამდე ცოტახნით ადრე მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ პოლონეთში ნათესავებთან, თუმცა მალევე დაბრუნდნენ კუსარში, სადაც როგორც უკვე ავღნიშნე მოგვიანებით, 1921 წლის 15 ივნისს დაიბადა უდიდესი ქირურგი და გაატარა მთელი თავისი ბავშვობა. 1944 წელს დაამთავრა ყირიმის სამედიცინო ინსტიტუტი, 1948 წელს კი მუშაობა დაიწყო ექიმად კურგანის რაიონულ საავადმყოფოში სამეცნიერო-აღდგენით ტრავმატოლოგიურ და ორთოპედიულ ცენტრში.

 

image

 

გავრიილი იყო ექსპერტი ტრავმატოლოგიის, კლინიკური ფიზიოლოგიისა, კუნთოვანი სისტემისა და ორთოპედიის სფეროში, სწორედ მან, 1951 წელს წამოაყენა საკითხი მოტეხილობებისა და სხვადსახვა ორთოპედიული დაავადებების მკურნალობა შეკუმშვა-დისტრაქციის მეთოდით. (დისტრაქციალათ. Distractio – გაჭიმვა. კიდურის დაზიანებული ნაწილის გაჭიმვა სამკურნალო მიზნებით). 1966 წელს კი დაინიშნა სვერდლოვსკის ლაბორატორიაში დირექტორად, რომელიც მოგვიანებით-1971 წელს გადაკეთდა ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიზეზების კლინიკისა და კვლევის ექსპერიმენტალურ ინსტიტუტად. 1982 წელს პრაქტიკამ დაიწყო ტრიუმფალური მსვლელობა და 1987 წელს კლინიკა მსოფლიომ გაიცნო, ხოლო 1993 წელს კი სწორედ ილიზაროვის სახელის წოდება მიენიჭა, თავად გავრიილი კი “ორთიპედიის მიქელანჯელოდ” მონათლეს.

 

imageimage

 

სწორედ გავრიილ ილიზაროვის დამსახურებაა რეგენერაციის, (ეგენერაცია– დაკარგული ან დაზიანებული ნაწილების (ორგანოების, ქსოვილის, უჯრედების) აღდგენა), ძვლისა და ქსოვილების ზრდის ფუნდამენტური, ბიოლოგიური და სამედიცინო საინჟინრო კვლევის პროცესები, ასევე ახალი სამედიცინო ინსტრუმენტებისა და სამკურნალო მეთოდების რეაბილიტაცია, ორთოპედიული მიზეზებისა (ორთოპედია– ბერძნ. orthos სწორი, ჭეშმარიტი, paideia აღზრდა) – მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის ხერხემლისა და კიდურების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების პროფილაქტიკას და მკურნალობის მეთოდებს. ზოგადად, ადამიანის ძვალ-სახსროვანი სისტემის სწავლებას ნიშნავს) და ტრავმის მკურნალობა პაციენტებში.

 

imageimageimageimage

ილიზაროვი ლენინის პრემიის გამარჯვებული (1978 წელი), სოციალისტური შრომის გმირი (1981წელი) და მფლობელია მრავალი ჯილდოსა და მედალისა არამხოლოდ რუსეთში, არამედ იტალია, პალესტინა და იორდანიაშიც. ასევე ავტორია 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა შორის 3 მონოგრაფიაა (მონოგრაფია– ვრცელი მეცნიერული ნაშრომი, რომელშიც დამუშავებულია ერთი რომელიმე თემა, ან საკითხი, მათი ინტერპრეტაცია. მონოგრაფიას ერთვის ბიბლიოგრაფია, შენიშვნები და სხვ. მონოგრაფია შეიძლება იყოს ისეთი ნაშრომი, რომელიც ან სერიულია, ან კიდევ კონკრეტულად ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომლის თემატიკა მუცულობით დიდია და მასში კარდინალურად არის დამუშავებული ამ თუ იმ მეცნიერული დარგის საკითხი), 194 გამოგონება, 13 უცხოური პატენტების კლინიკური და ექსპერიმენტული ორთოპედია, ტრავმატოლოგია და ბიომექანიკა.

image

 

ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მეცნიერებათა აკადემიკოსი დოქტორი გარდაიცვალა 1992 წლის 24 ივლისს.

image

 

ილიზაროვის სასწაულის შედეგი.

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button