გასართობიკრეატივიუცნაური

მან ეს უცნაური ნივთი ინტერნეტ მაღაზიიდან გამოიწერა და ავტომობილის წმენდა დაიწყო

ეს ნივთიერება ჰგავს საძერწს. ის მარტივად მზადდება სახლის პირობებში და გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის – ნივთების გასაწმენდად, იმის გამო, რომ მარტივად იკრავს მტვერს. გთავაზობთ ამ ლორწოვანი ნივთიერების რეცეპტს. 

ინგრედიენტები:
თხევადი სახამებელი (1/2 ჭიქა)
წებო (გამჭვირვალე ან თეთრი) 120 მლ-იანი ბოთლი
წყალი (1/4 ჭიქა)
გასართობად დაამატე:
საკვების საღებავი
სიბნელეში მანათოებლი საღებავი
მბრწყინავი ფანტელი
სათამაშო თვალები და ჭიაყელები
დამხმარე ნივთები:
ჯამი
საზომი ჭიქა
პარკი
ამ მასით შეგიძლია გაწმინდო რთულად მისაწვდომი ნაპრალები მოწყობილობებზე დიდი ძალისხმევის გარეშე.

წებოვანი სუბსტანცია იკრავს მტვერს ზედაპირის დაზიანების გარეშე. ამიტომ მას ხშირად იყენებენ ელექტრონული მოწყობილობების გასაწმენდად.

ზოგიერთმა კომპანიამ მის კაპიტალიზაციაზეც იფიქრა, მაგრამ რატომ უნდა გადაიხადო მასში ზედმეტი ფული, როცა თავადაც შეგიძლია დაამზადო?

ეს კარგი გასართობია ბავშვებისთვის.

ის თავად გამოიყურება ისე, თითქოს არეულობას გამოიწვევს, მაგრამ სინამდვილეში მშვენივრად ასუფთავებს სახლს!

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც გიჩვენებს, როგორ გააკეთო ეს ლორწოვანი ნივთიერება. გამოიყენე ზემოთ ჩამოწერილი ინგრედიენტები.

წყარო – aww.ge

თეგები
Close
Close