არქივი

როგორ იქმნება კინო

3f1e7588efb3

სრულად მიმოვიხილავთ როგორ იღებენ კინოს და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომ გვქონდეს წარმოდგენა მისი შექმნის ყველა ეტაპზე. ეს პოსტი გამოსადეგი იქნება დამწყები რეჟისორებისთვის, სტუდენტებისთვის, ვიზუალური ეფექტების არტისტებისა თუ ოპერატორებისთვის…

სტატისტიკაზე დაყრდნობით არსებობს შემთხვევა სადაც სამოყვარულო ფილმმა, რომლის ბიუჯეეტი 11000$ იყო მოგებამ 107 000 000$ შეადგინა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. არის შემთხვევები სადაც ფილმის შემოსავალი 1 000 000 000$ აღემატება… ეს კინოა და ჩვენ მოკლედ განვიხილავთ მისი შექმნის ყველა ეტაპს.
სქემის ჩანახატი კი შემდეგში მდგომარეობს:
კინოსტუდია დაინტერესდა ნაწარმოებით ან სცენარით, რომელზეც გეგმავს ფილმის გადაღებას. კინოსტუდია გამოყოფს გადასაღებ მოედანს და თანხას რომელსაც აძლევს პროდიუსერს. პროდიუსერი ირჩევს და ქირაობს რეჟისორს და სცენარისტს. რეჟისორი და სცენარისტი ირჩევს დიალოგების ავტორს და დრამატურგს. რეჟისორი არჩევს კომპოზიტორს, მხატვარს, მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს, გადამღებ ჯფუფში შედიან ოპერატორები, გამნათებლები, ხმის რეჟისორი, ხმის ოპერატორი და მონტაჟის რეჟისორი რომელსაც ვიზუალურ ეფექტებთან დაკავშირებით თავისი ჯგუფი ჰყავს.

პირველ რიგში საჭიროა ნაწარმოების სცენარად გადატანა, დიალოგების დახვეწა და დრამატიზმის დაემატება, რომელსაც სცენარისტი დიალოგების ავტორი და დრამატურგი აკეთებენ.
შემდეგ სცენარი მიდის რეჟისორთან რომელიც მხატვართან, ოპერატორთან, მონტაჟის რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად იწყებს კადრირებას და სარეჟისორო სცენარის დაწერას. სარეჟისორო სცენარი ფილმის ეპიზოდებად დაყოფა და ამ ეპიზოდების თითოეულ კადრად დაყოფას გულისმობს, თითოეულ კადრზე ოპერატორი არჩევს კამერით გადაღების სტანდარტებს, ხედებს. მხატვარი კი პატარა ჩანახატის სახით ხატავს კადრს, მონტაჟის რეჟსორი უთითებს რომელი კადრს რა კომპიუტერული გრაფიკის დატვირთვა ექნება, რის გადაღება ღირს კამერით და რის შექმნა ვიზუალური ეფექტების დახმარებით, სად იქნება საჭირო მწვანე ფონი. კოორდინატორი ურჩევს ადგილებას სადაც მიზანშეწონილი იქნება ამა თუ იმ ეპიზოდის გადაღება.
სარეჟისორო სცენარის დასრულების შემდეგ იწყება ფილმის გადაღება, რომელსაც ერთი მთავარი ოპერატორი იღებს რამდენიმე დამხმარე ოპერატორთან ერთად, არსებობს სცენები სადაც 30 კამერა დასჭირვებიათ,
230403171d12
გადაღებები წინასწარ დაგეგმილი და განსაზღვრულია, რეჟისორს უწევს ერთიდაიგივე სცენის რამდენჯერმე გადაღება რადგან რაც შეიძლება ბუნებრივი და მიმხიდველი გამოვიდეს, გადაღებები შეიძლება ბოლოდან ან შუიდანაც დაიწყოს და გადაღებული იყოს არეული მიმდევრობით.
თანამედროვე ფილმში ყველაზე ნაკლები დრო მიაქვს გადაღებას, შემდეგ უფრო მეტი დრო სჭირდება გახმოვანებას, ყველაზე მეტ დროს კი მონტაჟი და ეფექტებით დატვირთვა იკავებს.
გადაღებების დასრულების შემდეგ გადაღებული მასალა იგზავნება სამონტაჟოდ, ვიდეომონტაჟის პარალელურად ხდება ხმის მონტაჟიც. შემდეგ იქმნება ტრეილერი, პატარა ვიდეორგოლი რომლის დანიშნულებაცაა მოიზიდოს მნახველი, რეკლამის სახით გადის ტელევიზიებით და ვრცელდება ინტერნეტში. მონტაჟის დასრულების შემდეგ ფილმი მიდის კინოგაქირავებაში რომელთანაც პორიუსერის შეთანხმების საფუძველზე გააჩნია ვადები, ვადების დასრულების შემდეგ ფილმის მიყიდვა ხდება ტელევიზიებთან, შემდეგ კი გამოდის დივიდი ან ბლურეი დისკებზე.

3aca74a2e727
კინოსტუდია
კინოსტუდია დიდი ორგანიზაციაა, გადასაღები მოედნებით და მთელი აღჭურვილობით, რომელის სახელითაც გამოდის ფილმი.

პროდიუსერი
პროდიუსერის ძირითადი მოვალეობებია ფილმის ბიუჯეტის სახსრების განკარგვა და ფილმის პოპულარიზაცია, კომერციული თვალსაზრისით რეკლამის სახით. ასევე კონტრაქტები მსახიობებთან თუ კერძო ორგანიზაციებთან და ყველა ფინანსური საკითხის მოგვარება.

რეჟისორი
რეჟისორი მთლიანად პასუხისმგებელია ფილმზე მის აზრობლივ დატვირთვაზე, გადაღებასა და მსახიობების შესრულებაზე, რადგან ზუსტად მისი კონკრეტული გემოვნების მიხედვით ვითარდება მთელი ფილმი.
რეჟისორი აუციებელია იყოს გარკვეული გადაღების ყველა სტანდარტებში, იცოდეს ოპერატორის, გამნათებლის და მონტაჟის რეჟისორის ყველა ტექნიკა და მისი მახასიათებლები, რადგან წინასწარ ზუსტად გათვალოს სად რა იქნება მოსახერხებელი და მიზანშეწონილი. მისი ერთ-ერთი მთავარი სამუშაოა სარეჟისორო სცენარი.

29e5531127a4
(სარეჟისორო სცენარი)
სარეჟისორო სცენარის დაწერას ერთი დადგენილი წესია აქვს, 1 იწყება კადრის ნომრით. 2 ქრონომეტრაჟი. 3 შემდეგ მოსდევს ხედი და გადაღების სტანდარტი. 4. რა სახის განათება უნდა იყოს გამოყენებული. 5 კადრის შინაარსი. 6 დიალოგი. 7 ხმაური და მუსიკა. 8 შენიშვნა. შენიშვნაში მრავალი მიმანიშნებელი დეტალი იწერება მაგალითად პერსონაჟი უნდა შვიდეს კადრში თუ უნდა გავიდეს კადრიდან ბოლოს, პერსონაჟით უნდა დაიწყოს კადრი თუ დამთავრდეს მისით…

სცენარისტი
სცენარისტის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს, ნაწარმოების სცენარად, საინტერესო სცენებად გარდაქმნა, რადგან მთელი წიგნის გადაღება უინტერესო იქნება მაყურებელთათვის და მომაბეზრებელი, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მხოლოდ საინტერესო სიუჟეტებზე, ამოღებულ ან დამატებულ იქნეს სხვადასხვა ელემენტები, რომ ფილმის ყველა ნაწილი საინტერესოდ ვითარდებოდეს და არ წყდებოდეს ინტერესი.

მხატვარი
ფილმში მხატვრის როლი კადრირებიდან და სარეჟისორო სცენარის წერისას იწყება, ის თავის მხატვრული თვალსაზრისით ქმნის სცენებს, რაც შეიძლება მიმხიდველს და დასამახსოვრებელს, ფანტასტიკურ ან ფენტეზის ჟანრის ფილმებში მხატვრის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ ფილმებში მხატვრობა უმაღლეს დონეზეა წარმოჩენილი.
მხატვარი ასევე ესწრება გადაღებებს დეკორატორთან ერთად, რადგან წინასწარ გაკეთებული ჩანახატისგან შეიქმნას რეალური სცენები სადაც კომპიუტერული გრაფიკა არ იქნება გამოყენებული.

დიალოგის ავტორი
ფილმში დროის დიდი ნაწილი ეთმობა დიალოგს, რომლებმაც ყურადღება მისი შინაარსით უნდა მიიქციონ და სხვა არაფრით. დიალოგის ავტორი მაქსიმალურად საინტერესოდ ტვირთავს დიალოგს, იგონებს და მოჰყავს საინტერესო მაგალითები რომლებიც ხშირად ემოციურად მოქმედებს მაყურებლებზე და დაუვიწყარი ხდება.

დრამატურგი
დრამატიზმი აუცილებელია ყველა ფილმში, მითუმეტეს მისი ფინალისათვის. დრამატიზმი იწვევს ემოციას რომლითაც ვიმახსოვრებთ ფილმს. ფილმის ყველა ჟანრში ვხვდებით დრამატიზმს გარკვეული რაოდენობით. დრამატურგი ფილმის მხოლოდ დრამატულად დატვირთვაზე მუშაობს. ფილმის კულმინაციის დროს ყოველთვის იგრძნობა დრამატურგის მუშაობა.

მსახიობები
მსახიობი ფილმში დაუვიწყარ პერსონაჟს ქმნის, სხვადასხვა როლისათვის მათი გარდასახვა შთამბეჭდავია.
ეს პიროვნული ინდივიდუალიზმის და დაუღალავი შრომის ხარჯზე ხდება. მრავალმხრივი განათლების გამო მსახიობი ქმის პიროვნებას რომელთა არ დაჯერება შეუძლებელია. აუცილებელია მსახიობი როლს ვიზუალურად უხდებოდეს და ამითაა განპიროვნებული ამდენი ნიჭიერი მსახიობის სიმრავლე.

მუსიკის ავტორი
მუსიკალური გაფორმება ფილმში მთელ მის ხასიათზე მეტყველებს, ამიტომ კინოში დიდი სიფრთხილით ირჩევენ კომპოზიტორებს, და ისინიც დაუზოგავი დროის და დაუღალავი შრომის ხარჯზე ქმნიან ნაწარმოებებს რომლებიც ხშირ შემთხვევაში მათ კარიერაში საუკეთესო გამხდარა. გამოსულა ფილმის საუნტრეკებისაგან შექმნილი ალბომები და მრავალი ჯილდო აუღიათ. მუსიკა იგივეს უნდა გვაგრძნობინებდეს რასაც კადრში ვხედავთ. ეს კომპოზიტორების დამსახურებაა თუ ფილმში ყველაფერი თანმიმდევრულად ვითარდება, არაა ამოვარდნები და გადახტომები.

ვიზაჟისტი
მსახიობების ვიზუალზე ვიზაჟისტები და ჩაცმულობაზე დიზაინერები ზრუნავენ, ისინი თავისებურად მხატვრებიც არიან, კინო გრიმის გაკეთებას ზოგჯერ საათობით მუშაობა სჭირდება. გრიმის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარზე გამოყოფილია ნომინაცია.

37c4ddeb3978
კინოკამერა
ვიდეოკამერასა და კინოკამერას შორის დიდი განსხვავებაა, კამერის დონე ძირითადად სამი პარამეტირთ ისაზღვრება,

a42f71a3080e
1 შათერ სპიდი – კამერის მოძრაობისას კადრების ერთმანეთთან სინქრონი, დაბალფასიან კამერებში ეს სინქრონი ბუნდოვანი გადასვლით გამოიხატება, მაღალფასიანში კი მკვეთრი გამოსახულებაა.

dfa563a16bea
2 შარპენ – დეტალიზაცია, ანუ კადრის მოახლოვებისას რამდენად დეტალურად ჩანს გამოსახულება.

d9f5cf9af6b2
3 დინამიური დიაპაზონი, რამდენად ექვემდებარება გადაღებული მასალა დამუშავებას, რამდენი საფეხურით ღიავდება და მუქდება.
სტუდიები ფილმებს ძირითადად ფირის კინოკამერით იღებენ,

6ed9c763b122
35მმ ან ფართეფორმატიანით, 35მილიმეტრი ფირის ზომაა. როგორც ვიდეოზე ასევე ფოტოზე ფირსა და ციფრულს შორის „ბრძოლა“ დიდი ხანია მიმდინარეობს და ვარაუდია ციფრული სულ ცოტა ხანში დაეწევა ფირის ხარისხს და მგრძნობელოას. დღესდღეისობით ფირის უპირატესობები კი ნაზი, მხატვრული ფერები, მაღალი დეტალიზაცია, დიდი დინამიური დიაპაზონი და შუქჩრდილების გრადიენტის ბუნებრივი დაფიქსირებაა. თუმცა ნეგატივის გამჟღავნებას, შემდგომ სკანირებას, დამონტაჟებას და ისევ ფირზე ჩაწერას კინოთეატრებში წასაღებად დიდი შრომა სჭირდება. ფირიან კინოკამერებში ერთ-ერთი საუკეთესო კამერაა ARRIFLEX- ია რომელსაც 16მმ სამოყვარულო, 35მმ და ფართოფორმატიანი კამერები აქვს.
ასევე მრავალი სტუდია უკვე გადავიდა ციფრულ კამერებეზე, ციფრული კამერის ხარისხის ძირითადი მანიშნებელი მისი სენსორია რომელიც პროფესიონალურ ციფრულ კინოკამერებში ზუსტად ფირის ზომის გახდა და 35მმ შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანია კადრის ზომა როემლიც პიქსელებით განისაზღვრება, პიქსელი ერთი ფერადი ციფრული წერტილია, მაგალითად fullhd ვიდეოში 1920 ჰორიზონტალური და 1080 ვერტიკალური პიქსელია რაც საერთო ჯამში 2 მილიონ პიქსელს ქმინს.
480P – ეგრეთწოდებული SD რომლებსაც ძველად ბეტაკამის კასეტებით იღებდნენ და აკონვერტირებდნენ ახლა აღარ გამოიყენება.
HD720p – რომლის გაფართოვება 1280X720 პიქსელს შეადგენს, სამოყვარულო კამერები იღებენ და ინტერნეტში ან კომპიუტერში დასათვალიერებლად გამოიყენება. ასევე შეიძლება ამ ხარისხის პრეზენტაციებისთვის გამოყენება და ტელევიზორში ყურება, რადგან ტელევიზიები ეხლა გადადიან ეიჩდი სტანდარტზე.
HD1080p – full hd ფორმატი აქვთ როგორც სამოყვარულო და ნახევრადპროფესიონალ, ასევე პროფესიონალურ და ზოგიერთ კინოკამერასაც, ეს მხოლოდ კადრის ზომაა, თვითონ დეტალიზაცია და ფერების აღქმა კი კამერის სენსორზეა დამოკიდებული. სენსორი კამერის მთავარი დეტალია რომელიც ციფრული თვალის მოვალეობას ასრულებს, მასზე ირეკლება ლინზიდან შემავალი გამოსახულება, პროცესორის მეშვეობით მუშავდება და მეხსიერების შემნახველზე ინახება.
arrialexa აქვს კინოკამერა რომელიც 5k ვიდეოს იღებს, ასევეა sony f65 ეს 5ჯერ აღემატება fullHD კადრის ზომას , red epic იღებს 4k ზომის კადრს. ასევე კარგადაა შეფასებული canon კინოკამერა C300 რომელიც fullHD-ს იღებს. შედარებით დაბალბიუჯეტიან კინოკამერებში კი საუკეთესო არჩევანი იქნება blackmagic cinema camera. რომელიც იღებს full hd ზომის ვიდეოს და

22d829d0b44a
raw ფორმატის დასამუშავებელ ვიდეოს ეს ლინზიდან შესული სენსორზე არეკლილი პირდაპირი გამოსახულებაა რომელიც ბარათზე იწერება და არ საჭიროებს პროცესორით დამუშავებას, რადგან დიაპაზონის, კონტრასტის, ფერების გასწორება მოგვიანებით გვიწევს კომპიუტერში. raw ვიდეო თითქმის ნაცრისფერი კადრია მაგრამ აქვს 13 ნაბიჯიანი დიაპაზონი, (ავიღოთ ოთახში გადაღებული კადრი სადაც ოთახში ბნელა უკან ფანჯრებიდან კი სინათლე შემოდის, კამერის გასწორება მოგვიწევს ან სინათლეზე რომელიც ფანჯრებიდან შემოდის და შედეგად მივიღებთ ჩაბნელებულ ოთახს, ან ოთახზე მაგრამ გვექნება გადანათებული ფანჯარა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი დიაპაზონია, რომლის ნაბიჯებიც რაც უფრო მეტია მით უფრო შეგვიძლია ვარეგულიროთ სინათლის ან სიბნელის მატება-კლება).
სტუდენტებისთვის მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადასაღებად საუკეთესო ბიუჯეტური არჩევანი იქნება panasonic gh2 რომელიც ფოტოაპარატია მაგრამ ამის მიუხედავად აღჭურვილია მაღალ ხარისხიანი სენსორით, ის არ იღებს raw ფორმატის ვიდეოს და პატარა სენსორის მიუხედავად აქვს მაღალი დეტალიზაცია და ბუნებრივი ფერები.
ბალანსის აწყობა მნიშვნელოვანია ფერების სწორედ გადმოცემისათვის, ფერების გასწორება გადაღების შემდეგ მონტაჟისას ხდება და თუ raw ფაილს არ ვიღებთ და ვიღებთ ვიდეო ფაილს მნიშვნელოვანია ბალანსი იყოს სწორი რადგან შემდეგ ექვემდებარებოდეს ფერის კორექტირებას.
არსებობს შავი და თეთრი ბალანსის გასწორება, ძირითადად გამოიყენება თეთრის ბალანსი, კონკრეტულ ამინდს თავის ბალანსი შეესაბამება რაც კელვინებში გამოიხატება, პროფესიონალ კამერებს აქვთ კელვინების ხელით მართვა სამოყვარულოებს კი ღრუბელი, მზე, ნათურა და ფლოურესენტული განათების კონკრეტული ბალანსები.
კამერაზე ბალანსის გასასწორებლად საჭიროა ბალანსის გასასწორებელი თეთრი გლუვ ზედაპირიანი ფურცელი, რომელზეც კამერის ღილაკზე დაჭერისას კამერა ამოიცნობს თეთრის დონეს და დაგვიწერს მას კელვინებსი სახით.
iso, gane აისო ეწოდება ფოტოაპარატებში ხოლო გეინები კამერებში და ორივე ერთიდაიგივე მიზანს ემსახურება. ეს არის დღის და ღამის მარეგულირებელი მონაცემი, ღამით როცა სინათლე არ ყოფნის გადასაღებად საჭიროა აისო-გეინების აწევა რადგან განათდეს კადრი, ეს ხარისხის შემცირების ხარჯზე ხდება რადგან თავს იჩენს „შუმი“

3111d462f0eb
ეგრეთწოდებული ჭუჭყი თუმცა სხვა გზა არ არსებობს და თან მათი მოცილება ვიდეომონტაჟის მეშვეობით არის შესაძლებელი.
კამერის სამი ძირითადი ფუნქცია აისო, დიაფრაგმა და კადრის სიჩქარე შეთანხმებულად მოქმედებს და საჭიროა მათი ერთმანეთზე ზუსტი მორგება რომ გამოსახულება სრულყოფილი გამოვიდეს.
დიდი ხანია გამოგონილია და ახლა უფრო მასშტაბურად იყენებენ 3D კამერებს, ეს გვერდიგვერდ დამაგრებული ორი კამერაა, იგივე დაშორებით რაც ადამიანის თვალებია დაშორებული, ორი პარალელურად გადაღებული კადრის სპეციალური სინქრონი და დამუშავება შემდეგ 3D სათვალეების გამოყენებით, იძლევა ბრტყელ ეკრანზე სივრცის აღქმის საშუალებას.

ლინზა, mm, ფოკუსი, დიაფრაგმა
უკვე ვიცით რომ კამერის ხარისხი მისი სენსორის მეშვეობით და კადრის გაფაროთოვებით პიქსელებით განისაზღვრება, ხარისხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლინზაა, ლინზას სენსორამდე მიაქვს და რეკლავს მასზე გამოსახულებას, ლინზა გამადიდებელი და დამაპატარავებელი შუშების კომპლექტია და მისი ფასები 50$ დან 70000$ მერყეობს.
ლინზას აქვს 2 სატრიალებელი როლიკი. ერთი ფოკუსის მართვისთვის მეორე დიაფრაგმისათვის.
ფოკუსი განსაზღვრავს მანძილის რა დეტალზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი, რა უნდა ჩანდეს მკვეთრად და რა ბუნდოვნად.
დიაფრაგმა განისაზღვრება F: სიმბოლოთი და მითითებული აქვს მაქსიმუმი და მინიმუმი ჩაკეტვა-გახსნა.
F2.0-F16

fd5b21c3592f
F:2.0 – ნიშნავს რომ დიაფრაგმა ლინზის შესაბამისად ბოლომდეა გახსნილი, სინათლე შედის მაქსიმალურად და ფოკუსის გასწორებას საჭირეობს ერთ კონკრეტულ დეტალზე რადგან სხვა დანარჩენი რაზეც არ იქნება გასწორებული ფოკუსი იქნება ბუნდოვანი.
F16 – ნიშნავს რომ

bb286981673a
დიაფრაგმა დახურულია, სინათლე ნაკლებად შედის ლინზაში და ფოკუსისთვის უფრო მეტი მანძილი გვაქვს, მაგალითად F2 შემთხვევაში თუ ფოკუსის გარდა ყველაფერი ბუნდოვანი იყო F16 შემთხვევაში ეს ბუნდოვანიც ფოკუსში იქნება.
ღამე გადაღებისთვის უკეთესია რაც უფრო მეტად იქნება გახსნილი ლინზა რომ მეტი სინათლე შევიდეს და უკეთესი გამოსახულება მივიღოთ.
მასშტაბური სცენებისთვის კი დიაფრაგმა დახურული უნდა იყოს, რადგან ყველაფერი ფოკუსში და ადვილად აღქმადი იყოს.
ლინზის კიდევ ერთი მახასიათებელია გაშლის კუთხე რომელიც mm სიმბოლოებით აღინიშნება,
არსებობს fish eye, ფართოკუთხიანი, საპორტრეტო და ზუმ ლინზები. რაც უფრო დაბალია mm სიმბოლო მით უფრო ფართე კუთხე აქვს ლინზას, ფართეკუთხიანი ლინზები გამოიყენება პეიზაჟების, საერთო ხედების გადასაღებად. საპორტრეტო ლინზები 50-135mm მერყეობს გადაღებული ხედის შესაბამისად.
ლინზების ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებლად მთელი საუკუნეა ითვლება carl zeiss, რომელსაც აქვს საუკეთესო კინო ზუმ ლინზა 16-300mm F:1.5-F:32 და მისი ფასი 70000$ შეადგენს და ასევე აქვს ფიქს ლინზები ნებისმიერი ხედისათვის. ასევე Canon აქვს მთლი სერია cinemalens ებს რომლებიც დადებითადაა შეფასებული და იყენებენ კინო თუ საერეკლამო სტუდიები. rokinon იც აწარმოებს სინემა ლინზებს, მათი გამოყენება შიეძლება დაბალბიუჯეტიანი ფილმების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, მუსიკალური კლიპების და რეკლამებისათვის. დამწყებთათვის რომლებიც ხმარეობენ კამერას panasonic gh2 ან canon 5d mark II კარგი არჩევანია ძველი რუსული წარმოების ლინზა helios 40 რომლის ფასიც სავსებით ხელმისაწვდომია და ხარისხით canon L კლასის 85mm იან ლინზას ადარებენ.
მილიმეტრების მიხედვით დავახარისხოთ რომელი ლინზა რის გასდასაღებადაა მიზანშეწონილი.
16-35mm – ფართოკუთხიანი ლინზა, ქალაქების და პეიზაჟების გადასაღები ლინზა. 35mm იღებენ საერთო ხედებსაც სადაც პერსონაჟი თავიდან ფეხებამდე ჩანს.
50-135mm – საპორტრეტო ლინზა, 50mm I და II საშუალო ხედისათვის, 85mm, 105 mm და 135mm სახის გადასაღებად კადრის სიშორიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტია მილიმეტრი მით უფრო ახლოს მოაქვს გამოსახულება.
135mm-300mm და მეტი – გამოიყენება დეტალების გადასაღებად, ჩიტები, ყვავილები…

გამნათებელი
არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური განათება.
ბუნებრივი განათება განპიროვნებულია ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე და იყოფა ორ ნაწილად 1 დღე, 2 ღამე. დღეც იყოფა ორ ნაწილად 1 მზიანი, 2 ღრუბლიანი.
თუმცა მხოლოდ ბუნებრივი პირობები არაა საკმარისი გადაღებისათვის, ამიტომ არსებობს ხელოვნური განათებები რომლებიც ეხმარება ბუნებრივს ან მთლიანად ანაცვლებს მას.
განვიხილოთ ხელოვნური განათების ტიპები.
ტონალური განათება. მხატვრულ ფილმში გამოყენებულ კადრებში რომელიც გადაღებულია შენობაში, ოთახში ძირითადად გამოყენებულია ტონალური განათება, რადგან მიუღებელია ჩრდილების მოძრაობა, მკვეთრი ჩრდილები სახეზე. ტონალური განათებისთვის საჭიროა განათების ქოლგები ??? რომლებიც ძალიან რბილ გარდამავალ ჩრდილს იძლევა.
მიმართული განათება ხდება დედოლაითის მეშვეობით და გამოყენება კონკრეტული ობიექტების მეტად გასანათებლად. ეს აპარატია რომელზეც დიმერის მეშვეობით რეგულირდება სინათლის მატება კლება და ასევე რეგულირდება სინათლის გაშლის სივრცე.
არსებობს საერთო განათებები, რომლებიც ქმნიან დღის, მზის იმიტაცია. გადაღებები ხდება ღამე და განათება იმდენად ძლიერია და ისეა მიმართული რომ იქმნება ამინდი.
ერთ-ერთი დამხმარე საშუალება არის რეფლექტორი თეთრი ან ბრჭყვიალა რგოლი რომლითაც ღიავდება დაცემული მკვეთრი ჩრდილი.

ხმა, გახმოვანება.
ფილმის გადაღებისას იწერება ხმაც, რომელიც ზოგჯერ რჩება ფილმში უმეტეს შემთხვევაში კი სტუდიური გახმოვანება სჭირდება. არსებობს მიმართული მიკროფონები, რომლებიც მხოლოდ დამიზნების არეში იწერენ ხმას და არსებობს საერთო მიკროფონი რომელიც გარშემო ერთ დონეზე იწერს ხმას.
ფილმში დიალოგების გარდა ყველანაირი ხმა და ხმაური სტუდიაშია ჩაწერილი.

ოპერატორი
(ხედები, გადაღების სტანდარტები)
ოპერატორებს აქვთ ჩამოყალიბებული ცნებები გადაღების რაკურსებთან დაკავშირებით რომელიც 6 კატეგორიად იყოფა.
1 დეტალი – მცირე ან მიკროსკოპული ზომის ობიქტები, მაგ. თითები, თვალი…
2 მსხვილი – ხედი არის გადაღების სტანდარტი სადაც ჩანს ობიქტის თავი ან მხოლოდ სახე, ასევე შეიძლება მოჭრილი იყოს შუბლთან და ნიკაპთან.
3 1 საშუალო – კადრში ჩანს ობიექტი გადაჭრილი მუცელთან.
4 2 საშუალო – მუხლებთან გადაჭრილი ობიექტი.
5 საერთო – ობიქტი ჩანს თავიდან ფეხებამდე.
6 შორი – მასშტაბური სცენის კადრი, სადაც ყველაფერი მინიატურულია.
ხედებთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთში გადასვლის სტანდარტები, მაგალითად მათი მიმდევრობით გადასვლა არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებლისთვის, მსხვილი ხედიდან კადრის გადასვლა არ შეიძლება საშუალოზე, საშუალოდან საერთოზე და ა.შ.
ძირითადად კი ყველაფერი ოპერატორის ხედვაზეა დამოკიდებული, რადგან არსებობს ფილმები რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება დადგენილ გადაღების სტანდარტებს.
გადაღების სტანდარტები დადგენლილია სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების საშუალებით.

1eda01867c06
ხელით გადაღება
ხელით გადაღება ჰქვია სტანდარტს როდესაც კამერა ხელში უჭირავთ ან მხარზე უდევთ, კამერა ტოკავს და მოძრაობს, ხელით გადაღებას მიმართავენ ემოციურად დატვირთული კადრების დროს, რადგან მაყურებელზე იქ ყოფნის შთაბეჭდილებას ტოვებს და ემოციას მატებს. 2007 წლიდან რაც ფილმი პარანორმალური მოვლენა გამოვიდა რომელიც სამოყვარულო კამერებით იყო გადაღებული და იშვიათს თუ არ სჯერა ამ ფილმის რეალობის 2014 წლამდე ამ სტილში გადაღებული უამრავი ფილმი გამოვიდა.

1e7c38d3aa82
სტატიკამით გადაღება
სტატიკამი არის მოწყობილობა რომელზეც მაგრდება კამერა და ფიზიკური წონასწორობის მეშვეობით სიარულის და სირბილის დროსაც იღებს ვიდეოს რომელშიც კამერა დასრიალებს და არანაირი ტოკვა არ იგრძნობა, ასეთ სცენებს იღებენ მანქანის მსვლელობისას, მაშინ როცა პერსონაჟი გარბის და ოპერატორი კამერით უკან მისდევს…

eba0a3b37e22
კრანი
კრანი არის მოწყობილობა რომელიც მოძრაობს როგორც ჰორიზონტალურად ასევე ვერტიკალურად, მასზე დამაგრებული კამერით გადაღებული კადრი იძენს 3d ეფექტს რადგან შესაძლებელია იცვლებოდეს სივრცე ობიექტი კი ერთ ადგილზე იდგეს.

a52c1d9499f1
ფლაიკამი
ფლაიკამი არის პატარა ვერტმფრენისებური მოწყობილობა რომელიც დაფრინავს ზედ დამაგრებული კამერით და იმართება პულტით.

d186f51389f5
რელსი
ლიანდაგებზე დგას მოწყობილობა რომელზეც ზის ოპერატორი კამერით და მოწყობილობა დასრიალებს ლიანდაგებზე, ეს ფართოდ გავრცელებული გადაღების სტანდარტია რომელიც კარგ ვიზუალურ შედეგს იძლევა, კადრი ახლოვდება არა კამერის ზუმის არამედ სივრცის მოახლოვების ხარჯზე.

ვიდეომონტაჟი
ადამიანის ფერი შეიცავს უამრავ ფერს გარდა მწვანისა ან ლურჯისა (დამოკიდებულია თვალის ფერზე) ამიტომ მოძრავი პერსონაჟის გადასაღებად და შემდგომ ამოსაჭრელად, ბექგრაუნდზე იყენებენ მწვანე ფონს რომელიც შემდეგ დამუშვებისას ქრება და პერსონაჟი შეგვიძლია ჩავსვათ სხვადასხვა გარემოში.
მწვანე ფონის შემდეგ გვჭირდება მთელი კომპოზიცია სადაც მოთავსდება ობიექტები, ეს კომპოზიცია 2d matte painting

4c8d7fdd47e7
შემთხვევაში იხატება როგორც წესი adobe photoshop ში, შემდეგ ივსება რეალური ობიექტებით, მაგალითად მთა, ხე…

cb0a2d4764cb
3d matte painting შემთხვევაში კი ყველაფერი იქმნება კომპიუტერის მეშვეობით, შექმნის ეტაპები ასეთია:
მოდელირება – იქმნება კომპიუტერის მოდელი, მოდელირების ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამებად ითვლება

f58e509c4fdf
3Ds max სცენებისათვის და Zbrush პერსონაჟებისათვის.მოდელირების შემდეგ საჭიროა მოდელის ტექსტურებით შევსება, გადაღბული ან პროგრამაში ჩაკერებული ტექსტურის მოდელზე გადატანა, ეს ხდება თვითონ იმ პროგრამაშიც რომელშიც მოდელირება კეთდება,

b9e3e4406f43
მეტი ეფექტურობისათვის შესაძლებელია გაკეთდეს photoshop ში ყველაზე ძლიერი ტექსტურის პროგრამა კი the foundry mari.

ტექსტურის შემდეგ საჭიროა ობიექტის ანიმაცია, ეს ხდება „ძვლების და კუნთების“ ჩასმით და მისი მოძრაობით,

d390d932cdfe
ანიმაციის ჯობია გამოვიყენოთ autodesk maya რადგან გამოირჩევა კარგი დინამიკით.
maya-ში ვეა შესაძლებელი დაყენდეს ვირტუალური განათება და ბოლო ეტაპი არის რენდერი, რენდერის ვიზუალიზატორები მრავლადაა,


საშუალო დონის კომპიუტერზე გირჩევთ cycle ან Very ვიზუალიზატორებს.
2d თუ 3D მეიტ პეიტინგის და მოდელირების შემდეგ გვჭირდება ციფრული კომპოზიცია, რომლის ვფიქრობ ყველაზე მარტივი პროგრამა არის adobe after effects,


უფრო პროფესიონალურად კი ითვლება the foundry nuke და fusion. ამ პროგრამებში ხდება კომპოზიციის დალაგება და ეფექტებით დატვირთვა მაგალითად (წვიმა, თოვლი, აფეთქება) მწვანე ფონიდან ამოჭრა და მისი შემდგომი ტრეკინგი რადგან მოძრავ ფონზე ობიექტი რეალურად იქნას ჩასმული.
შემდეეგ ეტაპზე საჭიროა ამ დაჭრილი კადრების ერთად შეკრება, ხმის და ნაწერების დადება. ხმის ჩასაწერად და დასამუშვებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ adobe audition,

ნაწერების დასადებად და დასამონტაჟებლად კი adobe premiere pro, final cut pro, avid. ამავე დროს საჭიროა ფერის კორექცია, რომლის პროფესიონალური პროგრამებია ედოუბის პაკეტთან ერთად – adobe speedgrade,


ხოლო ყველაზე მძლავ ფერის კორექტორად ითვლება davinci resolve.
ფერის კორექციის შემდეგ საჭიროა ფილმის რენდერი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში რამდენიმე თვე შიძლება დასჭირდეს.

mudm1v1

i'm vfx artist

მსგავსი ამბები

Back to top button