TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ფოტოები, რომელთა უცნაური საიდუმლო შოკს მოგგვრით

image

ცხადია, რომ გასული ერთი საუკუნის წინ, კერძოდ ვიქტორიანულ ეპოქამდე განვითარების დონე არც თუ ისე მაღალი იყო, თუმცა დღევანდელი ჩვენი კომფორტული ცხოვრების განსაზღვრული ნაწილი, სწორედ რომ იმ ეპოქიდან იღებს სათავეს. ( აქვე შეგახსენებთ, რომ ვიქტორიანული ეპოქა ბრიტანეთის ისტორიის, დედოფალ ვიქტორიას მმართველობის პერიოდია, 1837 წლის 20 ივნისიდან 1901 წლის 22 იანვრამდე. ეს იყო ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც გამოირჩეოდა მშვიდობით, აყვავებით, დახვეწილი სიზუსტეებით და ეროვნული თავდაჯერებულობით. სხვადასხვა მკვლევარის აზრით, ეს პერიოდი დაიწყო 1832 წლის აქტით რეფორმის შესახებ). ისიც უნდა ავღნიშნოდ, რომ მედიცინა საოცრად სუსტი იყო მაშინ და სიკვდილიანობის რისკი მაღალი, განსაკუთრებით კი პატარებსა და შუა ხნის ასაკში, ისინი ხომ ბატონებს, მაღალ ტემპერატურას, ქუნთრუშასა და სხვა ისეთ უმნიშვნელო დაავადებას ვერ უმკლავდებოდნენ, რომელთაც დღეს სულ რაღაც რამოდენიმე დღეში შველიან. ამიტომ დიდი იყო მაჩვენებელი გარდაცვლილი პატარა ბავშვებისა და არასრულწლოვან ასაკამდე, რომელთა მშობლებსაც უხდებოდათ ამ წარმოუდგენელი უბედურების გადატანა.

 

სწორედ ამ პერიოდს, 1820-1830 წელს დაერთო ფოტოგრაფიის ტექნოლოგიების განვითარება, რომელთა ფუძემდებლად ითვლებიან ფრანგი ფოტოგრაფები Joseph Nicephore Niépce დაJacques Mande Daguerre. ფოტოგრაფიასთან ერთად მათ შეიმუშავეს იდეა გარდაცვლილი ბავშვებისა თუ ზოგადად ხალხის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ჰქონოდათ მოგონებანი, მათი სიკვდილის შემდგომი ფოტოს მეშვეობით. ფოტოგრაფია ძირითადად იყო – დეგეროტიპამდე. ( ფრანგ.daguerreotypie ) დეგეროტიპია- გრაფირების ძველებური ხერხია, სურათს იღებდნენ იოდოვანი ვერცხლით დაფარულ ლითონის ფირფიტაზე. ეს გახლდათ ფრანგი მხატვრის ლუი დაგერის გამოგონება, რომელიც ცნობილი გახდა 1839 წელს. ამ მეთოდით მიღებული გამოსახულება, რომელიც გამჟღავნებამდე 3-4 საათის განმავლობაში მუშავდებოდა, ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, თუმცა ჰქონდა გარკვეული ნაკლი – ამ მეთოდით მხოლოდ ერთი ფოტოს მიღება იყო შესაძლებელი.

დაგეროტიპი გადაიღებოდა ვერცხლის ფირფიტაზე, ამ ფირფიტას აპრიალებდნენ და ხდიდნენ სინათლისათვის აქტიურს- მგრძნობიარეს სინათლის მიმართ. გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა კამერა. ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიან ფირფიტაზე გამჟღავნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება – დაგეროტიპი – თავისთავად ერთადერთი ეგზემპლიარის სახით, რომლის გამრავლებაც შეუძლებელი იყო.
ზოგადად დაგეროტიპები გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხით და დიდი როლი ითამაშეს ფოტოგრაფიის პოპულარიზაციაში, თუმცა გამოსახულების არაგამძლეობისდა გამო, ჩვენამდე მხოლოდ მათმა მცირე რაოდენობამ მოაღწია.

 

image

 

ფოტოსესია იყო როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური, სადაც გარდაცვლილთან ერთად მონაწილეობას მათი ცოცხალი ოჯახის წევრები იღებდნენ. მიცვალებულის საყრდენად კი სპეციალურ აღჭურვილობას იყენებდნენ, რათა მას შესძლებოდა დამოუკიდებლად დგომა, ჯდომა და ა.შ. მათ განსაზღვრულ ნაწილს თვალები ჰქონდა ღია, ამიტომ ჯგუფურ ფოტოზე ძნელად თუ გავარჩევთ რომელია მათგან მიცვალებული.

 

გთავაზობთ გარდაცვლილი პატარების, მოზარდებისა და არასრულწლოვანთა ფოტოებს არქივიდან:

 

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button