გასართობიკრეატივიუცნაური

მსოფლიოს 15 ყველაზე იღბლიანი ადამიანი

image

მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა წარმატებისა, ჩვენს ცხოვრებაში დროდადრო წარმოუდგენელი რამეები ხდება, რომელთაც მხოლოდ იმას თუ მივაწერთ, რომ ფორტუნამ გაგვიღიმა. თუმცა არის კატეგორია, რომელთაც გაუმართლათ ფართომასშტაბით; ლატარიის ბილეთის მოგების ორი შემთხვევა დაუფიქსირდათ დღეში; გადაურჩნენ საშინელ ავარიას და გარდა ამისა, სხვათას გაუმართლად სულ სხვა სფეროში. მივეჩვიეთ იმასაც, რომ წარმატება განვიხილოთ როგორც მოვლენა, რომელიც იღებს სოციალურ და საზოგადოებრივ შეფასებას. წარმატება ან წარუმატებლობა ასევე შეიძლება დამოკიდებული იყოს კონკრეტული პერიოდის გარემოებებსა და ტენდენციებზე. სტაბილურობის პერიოდში წარმატება პროფესიულ კიბეზე ასვლაა, ხოლო კრიზისის შემთხვევაში კი წარმატებათ შეიძლება ჩაითვალოს არსებული სამუშაო ადგილის შენარჩუნება.

 

image

ვის არ სურს მიაღწიოს წარმატებას ცხოვრებაში, მაგრამ წარმატების მიმართ თითოეულ ადამიანს აქვს მსოფლმხედველობასა და ღირებულებებთან შეჯერებული საკუთარი ხედვა. გლეხსა თუ მეცნიერს, შემოქმედსა თუ ბიზნესმენს გააჩნია თვისობრივად განსხვავებული წარმოდგენა წარმატების თაობაზე და მასში საერთო ერთია – რომელი გზა აირჩიონ წარმატების მისაღწევად. თუმცა დღევანდელ სტატიაში სულ სხვაგვარ წარმატებაზეა საუბარი, რომლის შემთხვევაშიც ამ 10 კონკრეტულ პიროვნებას უბრალოდ ბედმა გაუღიმა.

 

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ყველაზე იღბლიან ადამიანს, რომელთაც ბედმა გაუღიმა:

 

1. Helena Paulsson. ქალბატონმა ელენმა 16 წლის წინ დაკარგა საქორწინო ბეჭედი, ჩათვალა რომ სამზარეულოში სადილის მომზადების დროს ის შემთხვევით ბოსტნეულის ნაფცქვენებთან ერთად ნაგვის ურნაში აღმოჩნდა და მისი ძებნა უკვე მოგეხსენებათ შეუძლებელი იყო. თუმცა მოხდა სასწაული 16 წლის წინ ორგანული ნარჩენების საშუალებით კომპოსტით გაჯერებულმა ნიადაგმა, რათა უფრო უხვი და ჯანსაღი მოსავალი გამოეღო, გამოიჩინა სიკეთე და სტაფილოსთან ერთად სწორედ ეხლა აღმოაცენა ის დაკარგული ბეჭედი.

image

 

2. Steve Fleig. ეს ბიჭი გაიზარდა დედის გარეშე. რაც ცნობიერება მოემატა, მას შემდეგ ცდილობდა მოეძებნა დედა, თუმცა უშედეგოდ. წლების შემდეგ კი შემთხვევამ, როდესაც დაიწყო მუშაობა სუპერმარკეტების უდიდეს ქსელში, დედა აპოვნინა. მუშაობის პერიოდში მან გაანდო გულის დარდი დედის ძებნასთან დაკავშირებით ქსელების მმართველს, რომელსაც ეცნო ძალიან ამ ქალის სახელი და გვარი და აღმოჩნდა, რომ სტივის დედა- Chris Telladi მუშაობდა ამავე სუპერმარკეტების ქსელში, ოღონდ სხვა მაღაზიაში.

image

 

3. Virginia Fike. ამერიკის მოქალაქე ქალბატონს- ვირჯინია ფაიკს ყოველთვის სწამდა ფორტუნის და აქტიური მომხმარებელი იყო ლატარიის ბილეთებისა იმ იმედით, რომ ერთხელ მაინც გაუმართლებდა და აი, სასწაულები მართლაც არსებობს და მან ერთ დღეს, 2012 წლის აპრილში ერთდროულად ორი ბილეთით 2 მილიონი დოლარი მოიგო. ბილეთის სტატისტიკა კი მშობლების ასაკისა და საკუთარი ქორწინების თარიღების მიხედვით შეადგინა.

image

 

4. Tsutomu Yamaguchi. ამ იაპონელ მამაკაცს სასწაულად ორჯერ გაუმართლა. ის გადაურჩა იაპონიის ქალაქებში Hiroshima-სა და Nagasaki-ს ატომურ აფეთქებებს. ცუტომუ იამაგუჩი მუშაობდა გემთმშენებელ ქარხანაში Nagasak-აში, 1945 წლის 6 აგვისტოს ის სამსახურეობრივი მივლინებით წავიდა Hiroshima-ს ქარხანაში, სადაც მუშაობდა მისი ქალიშვილი. სწორედ ამ დროს მოხდა ბირთვული იარაღის ჩამოგდება, ცუტომუ იმყოფებოდა ეპიცენტრიდან 3 კილომეტრში, თუმცა სერიოზული დამწვრობა მიიღო და მხოლოდ 3 დღის შემდეგ შეძლო ნაგასაკაში დაბრუნება, სადაც სწორედ იმ მომენტში მეორედ ჩამოაგდეს ატომური ბომბი და ის კვლავ გადაურჩა. იამაგუჩი ერთადერთი ადამიანია იაპონიაში, ვინც ერთდროულად ორივე ბომბს გადაურჩა.

image

 

5. Franco Selak. წარმოშობით ხორვატელი მასწავლებელი ფრანკო სელაკი ცნობილია იმ ფაქტით, რომ რამდენჯერმე მოატყუა სიკვდილი და თან მოიგო ლატარია. პირველი უბედური შემთხვევა მას შეემთხვა მატარებლით მგზავრობისას. მატარებელი გადავიდა რელსებიდან და ჩავარდა ტბაში, ფრანკო გადარჩა. მეორე შემთხვევა მოხდა თვითმფრინავში, როდესაც მან განიცადა კატასტროფა და ვარდნის შემთხვევაში ფრანკო დაეცა თივის ძნებზე (ზვინი), ხოლო თვითმფრინავის 19 მგზავრი გარდაიცვალა. უამრავი შემთხვევა იყო ავტოკასტროფისაც, თუმცა მას აქაც გაუმართლა და ბოლოს ლატარიაში მოიგო მილიონი დოლარი. როგორც ჩანს ფრანკოს ძალიან ძლიერი მფარველი ანგელოზი ჰყავს.

image

 

6. Maarten de Jong. ჰოლანდიელ, პროფესიონალ ველომრბოლელსაც შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლა. მას დაბრონილი ჰქონდა იმ უბედურ ფრენებზე ბილეთები, რომლებიც მალაიზიის ავიალაინერმა განახორციელა. როგორც ცხადია ერთი ბოინგი მარტში, მალაიზიიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა ინდოეთის ოკეანეში, ხოლო მეორე შემთხვევის დროს კი უკვე ზაფხულს, თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა დონეცკის რეგიონში. ამრიგად, მაარტენ დე იონგი ორივეჯერ გაექცა სიკვდილს.

image

 

7. Harrison Auken. ნიგერიელმა ჰარისონ აუკენმა შეძლო ჩაძირულ გემზე 3 დღე-ღამის მანძილზე ყოფნა და გადარჩა. გემის ავარიის მომენტში მზარეული-ჰარისონი იმყოფებოდა აბაზანაში და ვერ მოახერხა გემის დატოვება. თუმცა მან სწრაფი რეაგირება მოახდინა და გადაადგილდა ძრავის ოთახში, სადაც წაროიქმნებოდა საჰაერო ტომარა. ჰარისონმა 3 დღე დაჰყო იქ, შემდეგ მაშველებმა იპოვეს და აღმოჩნდა, რომ გემის ეკიპაჟის 12 წევრიდან, ერთადერთი გადარჩენილი იყო.

image

 

8. Joan Ginther. ტეხასის მკვიდრი ჯოანა შეიძლება ითქვას, რომ ფორტუნას ძალიან უყვარს. მან ოთხჯერ მოიგო ლატარიაში ჯეკპოტი. პირველად მან მოიგო 5, 4 მილიონი დოლარი; 10 წლის შემდეგ 2 მილიონი დოლარი; 2 წლის შემდეგ 3 მილიონი დოლარი და 2008 წელს, 10 მილიონი დოლარი. თავად ცდილობს არ გამოამჟღავნოს თავი და ფოტოს გადაღებებზე უარს ამბობს, ამიტომ საიტმა გამყიდველ-კონკურსანტი დააფიქსირა, რომელმაც ჯოანას პირველი ლატარიის ბილეთი მიჰყიდა.

image

 

თუმცა მე ვეცადე და მაინც მოვიძიე ჯოანას ძველი ფოტო. აი ისიც:

image

 

9. Julian Kёpke. 1971 წელს 17 წლის ჯულიან კიოპკი მიფრინავდა თვითმფრინავით დანიშნულების ადგილისკენ, თუმცა სამწუხაროდ ბოინგმა განიცადა ვარდნა ამაზონის ჯუნგლებში. კატასტროფის შედეგად ჯულიანამ გაიტეხა ლავიწის ძვალი, ჰქონდა მრავლობითი ჭრილობა და დაჟეჟილობები და 10 დღის მანძილზე იმყოფებოდა ამ მდგომარეობით შუა ჯუნგლებში მანამ, სანამ ადგილობრივმა მეტყევეებმა ტყის ჩეხვის დროს არ იპოვეს იგი. ჯულიანი აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც გადაურჩა კატასტროფას. სწორედ ის გახდა მოტივი ფილმისა “სასწაულები ჯერ კიდევ ხდება”.

image

 

10. Reshma Begum. ბანგლადეშის, ქალაქ სავას რეზიდენტი (მაცხოვრებელი) რეშმა გადაურჩა ცოცხალი რვასართულიანი შენობის Rana-Plaza-ს ჩამონგრევას. პლაზაში იგი მუშაობდა მკერავად და უბედური შემთხვევის დროს სამსახურში იმყოფებოდა. იგი მოყვა ნანგრევებში და დიდი ბიტონებით მხოლოდ გამოსასვლელი გზა ჩაეხერგა, შეძლო ეპოვა საკვები, წყალი და ნანგრევების ტყვეობაში 17 დღე დააყოვნა, სანამ მაშველმა რაზმმა არ შეაღწია მასთან.

image

 

11. Poon Lim. 25 წლის გემის ბორტ-გამცილებელი, ვინმე – პონ ლიმი 1942 წლის ნოემბერში ემსახურებოდა სავაჭრო საქმიანობით ბრიტანეთს, სწორედ ერთ-ერთი შემთხვევის დროს გემი ჩაეძირა კატასროფის შედეგად და შუა ზღვაში მოუწია 2 საათით ყოფნა, შემდეგ კი გემიდან გადარჩენილი ტივი, რამოდენიმე ბოცა წყალი და კრეკერი იპოვა. ერთი თვით რომ გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე, დღეში 2 ცალ კრეკერს ჭამდა და 6 ყლუპ წყალს სვამდა, ზოგჯერ თევზაობდა კიდეც თვითნაკეთი სატყუარათი, თუმცა თევზაობას მალევე შეეშვა, რათა ზვიგენთა ყურადღება არ მიეპყრო. ასე გასტანა 133 დღე და შემდეგ კი მიუახლოვდა რა ამაზონის დაბლობს, შენიშნა გემები, სადაც დახმარება გაუწიეს და უახლოეს საავადმყოფოში მოათავსეს.

image

 

12. Лариса Савицкая. ტყეში იმყოფებოდა 4 დღის მანძილზე მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა 5220 მეტრის სიმაღლიდან ვარდნა განიცადა. 1981 წლის 24 აგვისტოს ლარისა მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე Ан-24, რომელიც შეეჯახა ბომბდამშენ Tu- 116-ს და ზღვის დონიდან 5220 მეტრის სიმაღლიდან დაეშვა. თვითმფრინავი შეჯახების შედეგად გაიხლიჩა ორ ნაწილად, ლარისა იმყოფებოდა თვითმფრინავის კუდის მხარეს და ვარდნას სასწაულებრივად გადაურჩა. 4 დღის განმავლობაში მშიერ-მწყურვალი იმყოფებოდა, ხოლო გონს კი უკვე საავადმყოფოში მოეგო.

imageimage

 

13. George Du Prisne. ჯორჯ დუ პრისნი ყოველთვის იყო მოწადინებული ვისკონსის მღვიმე დაეპყრო, სწორედ ერთ-ერთი მცდელობის დროს 1983 წელს იგი მღვიმის სიღრმის მდინარის სწრაფი დინების მორევში აღმოჩნდა და 4 დღიანი სამაშველო ძიების შემდგომ მის კვალს ვერსად მიაგნეს. თუმცა მთავარი მონდომება ყოფილა და ასეთ რთულ შემთხვევასაც შეუძლია დაუსხლტეს ადამიანის სული. ჯორჯს გააჩნდა “ფანარი”, სასმელი წყალი და დასაკეცი დანა. დანის მეშვეობით ჩიჩქნა კედელი, რასაც 8 დღე მოანდომა, შემდეგ თავისი ფორთოხლისფერი სვიტერი წვრილ და გრძელ ნაწილად დაჭრა, გაყო გამოხვრეტილი კლდიდან და დაიწყო ქნევა. ბედად შეამჩნია იქვე მცხოვრებმა მოსახლეობამ და დახმარება გაუწიეს. საერთო ჯამში კი მან მღვიმეში 13 დღე დააყოვნა.

image

 

14. Georg Hayntsl. 1998 წლის ივლისში, დაასრულა რა ცვლა ქვანახშირის მაღაროში, იმ დღეს არ ეწერა იქიდან გასვლა ჯორჯს. ჩამოიშალა მაღაროს ზედაპირი და მეწყერმა დაბლოკა გასასვლელი 63 მეტრის სიღრმეზე. მაშველები კაშხალის დემონტაჟის შედეგად დაიღუპნენ, რადგან ჩამოწვა ახალი მეწყერი. 10 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მის კვალს მიაგნეს, ამ ხნის მანძილზე კი Georg-ი იმყოფებოდა სრულ სიბნელეში საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე, თუმცა სიკვდილს გადაურჩა.

image

 

15. Наташа Косорукова.

 

1981 წლის 5 ივნისს გეოლოგირუი ჯგუფი ერიკა ალექსეევას ხელმძღვანელობით წავიდა იაკუტას ტაიგაში. საღამოს კი, როდესაც გუნდი უნდა მომზადებულიყო დასაძინებლად, აღმოჩნდა, რომ ერთი სტუდენტი აკლდათ. გოგონა არც დილით გამოჩნდა, არც მეგობრების გასროლის ხმაზე მოუხდენია რეაგირება და ფაქტი, რომ სახლში წასულიყო უტყუარია, ვინაიდან ყველა პირადი ნივთი მას ბანაკში ჰქონდა დარჩენილი. ვერტმფრენების სამძებრო სამუშაოები განახორციელეს მაშინვე, თუმცა გოგონა ვერსად იპოვეს და პირველად მის კვალს 24 ივნისს მიაგნეს, ის ბანაკის მოპირდაპირე მხარეს წასულა. მის ნაკვალევს გაყვნენ და მხოლოდ 10 ივლისს მოხერხდა მისი პოვნა, მდინარის უკუმიმართულებით მოძრაობდა და ამან დააბნია ყველა. მეტისმეტი ცნობისმოყვარეობის გამო ჩამორჩა ტურისტულ ბანაკს და მხოლოდ 36 დღის შემდეგ მიაგნეს მის კვალს, თავი კი ზურგჩანთაში არსებული ორცხობილით და მინერალით გაიტანა. 36 დღის მანძილზე კი 200 კილომეტრი იარა ფეხით.

imageimage

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Back to top button
Close
Close