გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველაზე ძვირფასი საჩუქრები კაცობრიობის ისტორიაში

f26cc4badf19

ყველაზე ძვირფასი საჩუქრები კაცობრიობის ისტორიაში ..

5c047ce5bec9

ელიზაბეტ ტეილორი
10 ადგილი: 70 კარატიანი ბრილიანტი, რომელიც მსახიობმა რიჩარდ ბარტონმა სახელგანთქმულ შეყვარებულს, ელიზაბეტ ტეილორს მიუძღვნა. საერთოდ, 70 კარატი არც თუ ძალიან ბევრია, მაგრამ ალმასი საოცრად იყო გამოთლილლი და უზარმაზარი ფასი ჰქონდა. შესაძლოა, სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ ბარტონი – ერთადერთი კაცი იყო, ვისაც ტეილორი ორჯერ გაჰყვა ცოლად.

7969df281fd8
9 ადგილი: წითელი ვარდები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი 60-იან წლებში, ჯო დი მაჯიო, ყოველთვის ჩუქნიდა თავის საყვარელ მერლინ მონროს, მას შემდეგაც კი, რაც ისინი დაშორდნენ. როცა მერლინი გარდაიცვალა, დი მაჯიო აგრძელებდა ბუკეტების მიტანას მის საფლავზე.

88ffd94198c7
8 ადგილი: ბანკების ცნობილი მძარცველი კლაიდი: ამბობენ, რომ თავის საყვარელ ბონის აჩუქა დოკუმენტები კაქტუსის პლანტაციებზე, რომლისგანაც ტეკილას ამზადებენ – ბონიმ ის სრულ საკუთრებაში მიიღო. თუმცა, ეს ქაღალდები თვალით არავის უნახავს, და ამ პლანტაციის მუშებმა აქამდე არ იციან, რომ მათი პლანტაცია ერთ-ერთ, ისტორიაში ყველაზე ცნობილ ქალს ეკუთვნის.

5f7b4a776a68
7 ადგილი: პარიზის საროსკიპოში, ერთ-ერთმა გოგონამ კლიენტისაგან მიიღო პატარა შეკვრა და თხოვნა, შეენახა იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში. გოგონას ვალერიანის სმამ მოუწია, რადგან კლიენტს ვან გოგი ერქვა, ხოლო შეკვრაში მისი მოჭრილი ყური იდო.

ea7d6aaa2fd5
6 ადგილი: ფაუსტი, რომელმაც მარგარეტს საკუთარი სული აჩუქა. ეს ისტორია სევდიანად დამთავრდა, მაგრამ სამაგიეროდ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა სული ნამდვილად აჩუქეს და არა გაყიდეს.

1145beedf6bf
5 ადგილი: ძვირფასეულობით სავსე სამი სკივრი, რომელიც ადრიატიკის ზღვიდან ამოიტანეს. ასე გაახარა საკუთარი ცოლი თავმდაბალმა ამერიკელმა განძის მაძიებელმა.

სურათი ვერ ვიშოვე.. დიდი ბოდიში :)
4 ადგილი: კილომეტრნახევარი სიგრძის სიასამურის მანტო, რომელიც მეფე ლუი მეთოთხმეტემ თავის დედოფალს აჩუქა, რათა მას დილიდანვე შესძლებოდა ფეხშიშველს საწოლიდან ტალავერამდე გაესეირნა.

79f24b16fc42
3 ადგილი: მარგალიტი ღვინოში, რომელიც ანტონიუსმა კლეოპატრას მიართვა. ეს საჩუქარი ამ დრომდე ყველაზე ნატიფ საჩუქრად მიიჩნევა მსოფლიოში.

06f649a3adec
2 ადგილი: მორიელების პატარა კუნძული, რომელიც ბერძენმა მილიარდერმა არისტოტელე ონასისმა თავის საყვარელ მეუღლეს ჟაკლინ კენედის აჩუქა. სწორედ ამ კუნძულზე შედგა მათი ქორწილი.

6e3bdf4cbeec
1 ადგილი: მავზოლეუმი ტაჯ მაჰალი. ეს ყველაზე ლამაზი ნაგებობა მსოფლიოში შაჰმა ჯაჰანმა ააშენა, როცა მისი უსაყვარლესი მეუღლე მე-14 შვილზე მშობიარობას გადაჰყვა. კედლების ზედაპირის ყოველი სანტიმეტრი მოპირკეთებულია ულამაზესად თლილი ქვებით, ხოლო თვით მავზოლეუმი ორიენტირებულია დღის შუქზე ისეთნაირად, რომ ყოველდღე თითქოს მზის ამოსვლასთან ერთად იბადება, ხოლო შებინდებისას კვდება. ამბობენ, რომ დამპყრობელმა სპარსელებმა, რომლებმაც გაანადგურეს და თითქმის მიწასთან გაასწორეს ინდოეთის დედაქალაქი – დელი, ტაჯ მაჰალთან მიახლოება ვერც კი გაბედეს, და იგი ხელუხლებელი გადარჩა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close