ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (5 ნაწილი)


Checkers HD – დამკა თამაში რომელიც რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრ ადამიანს უთამაშია და მოწონებაც დაუმსახურებია. ამ აპლიკაციის საშუალებით დამკას თამაში უკვე თქვენს ტელეფონშიც შეგიძლიათ. Checkers HD-ს აქვს შესანიშნავი 3D გრაფიკა და თამაშის რამოდენიმე სტილი რაც უფრო და უფრო დიდი ალბათობას იძლევა იმისას რომ ითამაშოთ თქვენთვის სასურველი პარამეტრებით. თამაშში მაგიდის სტილის შეცვლასთან ერთად ასევე შეგვიძლია შევცვალოთ თვითონ თამაშის სტილი ანუ ვითამაშოთ მაგალითად რუსული დამკა ასევე შერეული დამკა და სხვადასხვა სტილები.

Solo Launcher  – შესანიშნავი აპლიკაცია ლაუნჩერებს შორის რომელიც სასურველი Icon-ების სტილის დაყენებაში დაგვეხმარება ალბათ ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა როდესაც ტელეფონის Icon-ების სტილი ანუ ხატულები რომელიც რომელიმე აპლიკაციას ან განყოფილებას აქვს არ მოგწონებიათ ეს პროგრამა კი დაგეხმარებათ ზუსტად ამ პატარა Icon-ების შეცვლაში და სასურველ სტილზე მორგებაში. Solo Launcher საკმაოდ გამარტივებული ლაუნჩერია ლამაზი Icon-ებით და თუ ამ პროგრამას ჩაიწერთ დამერწმუნეთ ნამდვილად არ დარჩებით უკმაყოფილონი მე ბევრჯერ მეყენა ეს ლაუნჩერი და ჩემს გემოვნებას სრულიად მოერგო იმედია თქვენც მოგეწონებათ და ხშირად ჩაიწერთ ამ ლაუნჩერის განახლებებს თქვენი ტელეფონისთვის.

Go Locker – არ მოგწონთ თქვენს ტელეფონზე განბლოკვის სტილი ? მაშინ ჩაიწერეთ ეს პროგრამა და დააყენეთ თქვენთვის სასურველი ბლოკირების სტილი მარტივად სწრაფად და ადვილად აპლიკაციის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ბლოკირების უკანა ფონი და Wallpaper თვითონ შეცვალოთ ან აირჩიოთ პოპულალური სტილები და ნახოთ ახალი Wallpaper-ები რომლებიც პროგრამას მოყვება და ეტაპობრივად და თანდათან ემატება. Go Locker-ის საშუალებით შესაძლებელია გადმოწეროთ სხვდასხვა პაკეტები და სურვილისამებრ აირჩიოთ.

Virtua Tennis Challenge – შესანიშნავი თამაში მათთვის ვისაც უყვარს ჩოგბრუთი თამაშში თქვენ გევალებათ მეტოქეების დამარცხება და ქულების მოპოვება თამაშს აქვს შესანიშნავი გრაფიკა და ასევე თქვენი მაქსიმალური კომფორტისათვის დამატებულია ჩოგბურთის სუპერვარსკვლავები. თამაშს აქვს რამოდენიმე სტილი რომლის არჩევაც თქვენ თვითონვე შეგიძლიათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში რაც კი ოდესმე ჩოგბურთის თამაშებში შექმნილა. თამაშის შესანიშნავი გრაფიკიდან გამომდინარე თქვენ მაქსიმალურად კომფორტულად ითამაშებთ და რაც მთავარია გაერთობით.

loading...
თეგები
Close
Close