გართობაკულტურა

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (3 ნაწილი)

dfe8cd6c3cbf
Runtastic PRO – აპლიკაცია რომელიც ძალიან მოეწონებათ მათ ვინც დაკავებულია აქტიური ცხოვრებით უყვარს დილით სირბილი ან აპირებს სირბილის დაწყებას. Runtastic PRO-ს აქვს ყველა ის სერვისი რომელიც დაგეხმარებათ დილით ვარჯიშსა და შედეგიანად სირბილში აპლიკაციას სჭირდება ინტერნეტი რის შემდეგაც თქვენ შეძლებთ გამოთვალოთ თქვენი გარბენილი მანძილი და დრო ანუ ესა თუ ის მანძილი რამდენ წუთსა ან საათში გაირბინეთ. აპლიკაცია ასევე გვიჩვენებს თქვენს საშუალო სიჩქარის მაჩვენებელს სირბილის დროს და გულის წნევის სტატისტიკას და ამჟამინდელ გულის წნევას Runtastic PRO-ს საშუალებით ადვილად შეგვიძლია ვაკონტროლოთ კალორების მაჩვენებელი და ყველა სასარგებლო სერვისთან ერთად ასევე გავიგოთ თუ რამდენი კალორია დავწვით სირბილისას.
0424c73b439e
AnTuTu Benchmark – შესანიშნავი პროგრამა რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ ჩვენი ტელეფონის მონაცემები და შევადაროთ სხვა ტელეფონებს ალბათ ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა როდესაც მეგობარს ან ახლობელს უთქვამს რომ თქვენზე უკეთესი ტელეფონი აქვს მონაცემების მიხედვით და შემდეგ ამაზე გაგიმართავთ მსჯელობა ეს პროგრამა კი მარტივად დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენი ტელეფონის მონაცემები ისეთი მახასიათებლების მიხედვით როგორებიცაა:3D და 2D გრაფიკა ასევე პროცესორის სიმძლავრე და მრავალი სხვა მახასიათებელი რომლის დათვლის შემდეგაც პროგრამა დაგვიწერს ტელეფონის საერთო შეფასებას ქულების მიხედვით და შეადარებს სხვა ტელეფონებს ასე რომ ჩაიწერეთ  AnTuTu Benchmark და გაარკვიეთ როგორი ტელეფონი გაქვთ.
8d6ffc31b39d
Backgammon v1.72 – თამაში მათთვის ვისაც უყვარს ნარდის თამაში. თამაშში არ შეგხვდებათ არანაირი შემაწუხებელი რეკლამა რაც სათამაშო პროცესს ხალისიანს ხდის რაც მთავარია მისი ტელეფონში დაინსტალირების დროს ნარდი შეგიძლიათ ითამაშოთ ნებისმიერ ადგილას ინტერნეტის არქონის გარეშე მოგეხსენებათ რომ ასეთ თამაშებს ხშირშემთხვევაში სჭირდება ინტერნეტი რაც Backgammon v1.72-ის შემთხვევაში გამონაკლისია.
f30932ca757c
Logo Quiz-World Flags – საინტერესო და აზრობრივი თამაში მათთვის ვისაც სურს გამოცადოს საკუთარი თავი მსოფლიოს ქვეყნების დროშების გამოცნობაში. თამაშში არის უამრავი ქვეყნის დროშა რომლის გამოცნობაც და სწორი პასუხის დაფიქსირებაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ცოდნაზეა დამოკიდებული. თამაშში არის რამოდენიმე ტური ანუ Level რომლის გავლის შემდეგაც ტურები თანდათან უფრო რთულდება და თანდათან უფრო გიძნელდებათ სწორი პასუხის დაფიქსირება ასე რომ Logo Quiz-World Flags ძალიან კარგი თამაშია გირჩევთ ჩაიწეროთ და გაერთოთ თან რაც მთავარია შეისწავლოთ მსოფლიოს ქვეყნების დროშები.

Back to top button