გართობაუცნაური

ტოპ 10 ამოუხსნელი ფენომენი

b2535e3f577c

დღეს მსოფლიო მეცნიერება საკმაოდ წინ არის წასული და ასე თუ ისე უამრავი მიღწევები გვაქ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა არსებობს მეცნიერებისთვის აუხსნელი ფენომენები, რომლებიც არც-ერთ დღევანდელ კანონს და დღეისთვის ჩვენთვის ნაცნობ კანონებს არ ექვემდებარება სწორედ ასეთ მოვლენებს ვეძახით ფენომენებს ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებ მსოფლიოს მეცნიერებისთვის ტოპ 10 აუხსნელ მოვლენას….

10. სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან
7ed55bd27d99

სამედიცინო მეცნიერებისთვის ჯერ კდიევ აუხსნელია ადამიანის სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან და გონების ზეგავლენა სხეულზე. პლასებოს ეფექტი (placebo effect) ნათლად გვიჩვენებს ადამიანის გონების უნიკალურ შესაძლებლობებს ანუ იმას თუ როგორ შეულია ადამიანს ყოველგვარი სამედიცინო დახმარების მიღების გარეშე უმკურნალოს საკუთარ თავს. თვითმკურნალობის ეს მეთოდი (დაჯერების მეთოდი) მსოფლიო თანამედროვე მედიცინას სრულად ჩრდილავს, მიუხედავად ყველაფრისა მსოფლიო მედიცინა უძლურია მოაქციოს ეს მოვლენა რაიმე მეცნიერულ კანონში.

9. ადამიანის ფსიქიკა და ექსტრა სენსორული აღქმის უნარები
5fc8fc75485d

ეს აუხსნელი ფენომენი რასაც ფსიქიკის ძალა ქვია ამ რეიტინგში ყოფნას მხოლოდ იმის გამოც კი იმსახურებს, რომ მსოფლიოს მასთაბით უამრავი ადამიანი განიცდის ასეთ ფენომენებს საკუთარ თავზე. მეცნიერებს მიაჩნიათ რომ ინტუიცია (ჩვენი სიით #3) ასევე არის ფსიქიკის ნაწილი. მეცნიერები ცდილობენ გამოიკვლიონ ადამიანები რომლებთან აქვთ ფსიქიური ძალები, მაგრამ ამ კვლევების შედეგები უიმედოა და არაფრის მომცემი. ამის გამო ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურად თვლის, რომ ადამიანის ამოუცნობი ძალების კვლევა შეუძლებელია.

8. სიცოცხლის ბოლო წუთები და ცხოვრება სიკვდილის შემდეგ
907979c1590a

ადამიანები, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს (კლინიკური სიკვდილ განცდილი ადამიანები) ხანდახან იტყობინებიან ხოლმე მისტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც მათ დაინახეს, როდესაც მათმა სულმა სხეული დატოვა. მაგალითად – სიარული გვირაბში რომლის ბოლოსაც სინათლე მოსჩანს, ან შეხვედრა – შეერთება მის საყვარელ ადამიანთან. ანდაც სიმშვიდის აუღწერელი შეგრძნება. ამ ყველაფერმა ადამიანს გაუჩინა დიდი ინტერესი თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ამის გაგება მეცნიერებისთვის ალბათ ყოველთვის გაუგებარი გახდება – გასაგები მიზეზების გამო. მიუხედავად ამ უცნაური ინფორმაციებისა რომლებსაც სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანები გვატყობინებენ, ამ ინფორმაციას არანაირი ძალა არ აქვს რადგანაც ექიმების აზრით ასეთი რამ შეიძლება მათ მართლაც ნახონ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ პოსტტრამვულმა შოკმა გამოიწვიოს ან უბრალოდ შეგვილია მათ ჰალუზინაციებსაც მივაწეროთ.

7. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები – უცხოპლანეტელები
369eee009069

დღეისათვის უმეტესობა ადამიანებისთვის ეჭვს აღარ იწვევს ფაქტი, რომ არსებობენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, უამრავ ადამიანს მთელ მსოფლიოში პირადად ყავს დანახული მფრინავი ობიექტი, რომელიც არანაირ დედამიწისებურ მფრინავ საშუალებას არ ჰგავდა, მათ უმეტესობას ასეთი მფრინავი ობიექტები კამერებზეც კი ყავთ დაფიქსირებული… მაგრამ ამით არ მტკიცდება, რომ ეს მფრინავი ობიექტები აუცილებლად სხვაპლანეტელების არის. მეცნიერების დღევანდელი შედეგებით დედამიწამდე, რომ მოაღწიოს ნებისმიერმა ობიექტმა ამისთვის უზარმაზარად დიდი დისტანციის დაფარვაა საჭირო და რადგანაც ჩვენ არ გვაქ შესაძლებლობები გავაწღწიოთ ჩვენი გალაკტიკიდან ვთვლით, რომ არც სხვებს ექნებათ რაიმე შესაძლებლობები მოვიდნენ ჩვენთან, ამ აზრზს ბევრი ეთანხმება და ამ მიზეზის გამო არ სჯერათ UFO-ების.

6. Deja Vu – მე ეს უკვე ნანახი მაქვს
692f4b708649

“Deja Vu” – ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს “მე ეს უკვე ნანახი მაქვს” ადამიანები ამ სიტყვას ვაიგივებთ განსხვავებულ, ამოუცნობ და მისტერიულ გრძნობასთან, რომელიც გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ჩვენ მოვლენები რომლებსაც ახლა ვხედავთ უკვე ნანახი გვაქვს. მაგალითად : ქალი რომელიც დადის შენობაში, დავუშვათ სხვა ქვეყანაში, რომელშიც პირველად ჩავიდა, მაგრამ ის გრძნობს, რომ ეს ადგილი მისთვის ძალიან ინტიმურია და ახლობელი. ზოგიერთი ადამიანი ამ ფაქტს მიაწერს “წინა ცხოვრები-ს” ვერსიას ანუ დავუშვათ ადამიანს ქონდა წინა ცხოვრება (სხვა სიცოცხლე) რომელშიც ეს ადგილი მისთვის დაუვიწყარი დარჩა. ადამიანის ფსიქოლოგიაში ეს ფენომენი უფრო ნატურალისტიკურად არის ახსნილი და მას “ინტუიციას” მიაწერენ, მაგრამ არც ეს ახსნა არის სრულყოფილი და ეს მოვლენა ამოუცნობ ფენომენად რჩება.

5. მოჩვენებები
e46e90c026b4

უამრავი ადამიანი ამბობს, რომ მან დაინახა ის რაც არ უნდა დაენახა, დაიანახა რაღაცა რომელიც სხვებმა ვერ დაინახეს, ბევრ ადამიანს მოჩვენებებთან საუბარიც კი ჰქონია ბევრი შეხებია კიდეც მოჩვენებებს, ეს სისულელე არაა ეს უკვე ფაქტია უამრავი სურათი არსებობს რომელზეც ჩანს უცნაური ობიექტები, რომლებიც სურათის გადაღების მომენტში იქ არ ყოფილა. ბევრი ადამიანი კი უბრალოდ ტრაგიკულად დაკარგულ შეყვარებულს ან ოჯახის წევრს ხედავს. მოჩვენებებ თავისი მკვლელავრების ყავთ (Ghost investigators ) რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ გარდაცვლილ ადამიანს შეუძლია კავშირი დაამყაროს ცოცხალთან და ამით ბოლო მოუღონ ამ ამოუცნობი ფენომენის არსებობას.

4. ადამიანების გაუჩინარება
1432dddafaa0

მსოფლიოში უამრავი შემთხვევა არსებობს როდესაც ადამიანები უბრალოდ ქრებიან. ზოგს იტაცებენ, ზოგი ავარიისას ქრებიან არიან ისეთებიც, რომლებსაც მოულოდნელად პოულობენ კიდეც. მაგრამ ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ვერ გაურკვევიათ რა მოხდა და სად გაქრა ადამიანი როდესაც არანაირი ფაქტი ან არანაირი სამხილი არ დარჩენილა გაუჩინარების ადგილას. სწორედ ასეთი ფაქტები ხდება ფენომენი…

3. ინტუიცია
15c967c29618

ინტუიცია ანუ მეექვსე გრძნობა როგორც მას მეორენაირად ეძახიან. არ არსებობს ადამიანი რომელსაც ინტუიცია ერთხელ მაინც არ შეეგრძნო, გამოეცადა საკუთარ თავზე. (რამნეჯერ გქონიათ ინტუიცია, როდესაც თქვენი ტვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში ხვდებ, რომ დაიღუპებით?) ანუ ამით მინდა ხაზი გაუსვა, რომ ხშირად ეს მეექვსე გრძნობა, რომელიც ითვლება ადამიანის დამხმარედ ხანდახან ცდება. მიუხედავად ამისა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტუიცია უმეტეს წილათ მართალია. ფსიქოლოგების აზრით ადამიანი თავისდა უნებლიედ აგროვებს ინფორმაციას მის გარშემო, შემდეგ ეს ინფორმაცია შეიძლება გადაიზარდოს ისეთ გრძნობაში, რომ თითქოს ჩვენ ვიცით რაღაცა ინფორმაცია, რომელიც წესით ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ რადგან არასდროს ის არ გვისწავლია ან არ ვიცით ასე იქნება თუ არა. ან უბრალოდ რატომ ვიცით იგი? ინტუიციის რეალურად შესწავლა ძალიან ძნელია და ფაქტიურად შეუძლებელია მეცნიერებისთვის პასუხი შეილება ვეძიოთ ადამიანის ფსიქოლოგიაში.

2. თოვლის კაცები, დიიდი ადამიანები უბრალოდ ამოუცნობი არსებები
235ac73930c5

ტყეებში სალაშქროდ გასულებს რამდენჯერ გინახიათ უცნაური(ზომით) ნაკვალევები, ან რამდენი კბილი და ძვალია ნაპონი, რომელიც არცერთ ცხოველს არ მიესადაგება. მიუხედავად იმისა რომ არსებობს ეჭვი ტყეში მცხოვრები ადამიანის მსგავსი არსებების შესახებ არასდროს ისინი არ დაუჭერიათ, არცერთის გარდაცვილი ნეშტი არ გვინახია არასდროს მანქანას არ გაუტანია არც ერთი მათგანი არც მონადირებს მოუკლიათ. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს პირადად არ გვინახია ასეთი რამ მაგრამ გვინახავ მისტერიული ფოტოები და ფილმები, მეცნიერები მაინც ვერ უარყოფენ რომ არ არსებობს Bigfoot-ის ან ჩრდილო ამერიკის Loch Ness Monster-ის ნაირი არსებები.

1. უცნაური ხმები
40d03d093a63

New Mexico-ს ერთ პატარა ქალაქში სახელად – Taos -არსებობს უამრავი ფაქტი და მოსახლეობის ინფორმაცია, რომ მათ უდაბნოდან ესმით ხოლმე დაბალ სიხშირეზე მომავალი ხმები. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს რაღაც უცნაური აკუსტიკაა. ზოგიერთი ფიქრობს რომ ეს უბრალოდ წყევლაა. მიუხედავად ამისა თუ გარკვეულ პერიოდს დაყოფთ ამ ქალაქში თქვენც შეიძლება გაიგონოთ ეს უცნაური ხმები. მიუხედავად ყველაფრისა დღეისთვის მაინც ყველსათვის დაუდგენელია ამ ხმების წარმოშობა და მეცნიერები უძლურები არიან.

წყარო: worldnews.ge

მსგავსი ამბები

Back to top button