არქივი

ბეისბოლი და სოფტბოლი საქართველოში

c69489da566b

       ბეისბოლი–(ინგლ. Baseball)ჯერ კიდევ სამოქალაქო ომამდე აშშ–ში გადასახლებულმა ბრიტანელებმა ბეისბოლი სპორტის ამერიკულ სახეობად აქციეს.თავდაპირველად ბეისბოლის ორი სტილი ჩამოყალიბდა:ნიუ–იორკის და მასაჩუსეტსის, მაგრამ 1945 ნიუ–იორკის სტილი დაწინაურდა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც აღიარება ჰპოვა.იმ წელს ნიუ-იორკის მკვიდრმა ალექსანდრ კარტრაიტმა კლუბი “ნიკერბოკერი” დააარსა, თამაშის ძირითადი და დღესაც მოქმედი წესები შეიმუშავა (9 მოთამაშე თითო გუნდში, 4 ბაზა და ა.შ), 1846 წლის 19 ივნისს კი ნიუ-ჯერსის შტატის ჰობოკენში ამ წესებით პირველი ოფიციალური მატჩი გამართა -”ნიკერბოკერმა” 1:23 წააგო “ნიუ იორკ ნაინთან”.

ესროპის ქვეყნებში ამ სპორტმა ფეხი მხოლოდ სამუყვარულო დონეზე მოიკიდა.ევროპის ბეისბოლის კონფედერაცია (Confédération Européenne de Baseball-CEB) დაარსდა 1953 წლის 28 აპრილს პარიზში (საფრანგეთი). აერთიანებს 37 ქვეყნის ფედერაციას. ხოლო ბეისბოლის საერთაშორისო ფედერაცია (International Baseball Federation-IBAF)დაარსდა 1938 წლის 12 აგვისტოს ლონდონში. დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ და დიდი ბრიტანეთი.იგი აერთიანებს 113 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას,მათ შორის ევროპის ბეისბოლის კონფედერაციასაც.

b28d6c165d11

ბეისბოლის ნაირსახეობად ითვლება სოფტბოლი–(ინგლ. Softball სოფტბოლის წარმოშობის დრო და ადგილი ზუსტადაა ცნობილი: 1887 წელი, ჩიკაგო. ამ ქალაქის ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა ჯორჯ ჰენკოკმა ამერიკულ ფეხბურთში ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების მატჩის შემდეგ სტუდენტ-მაყურებლებს შესთავაზა, იქვე ახლოს მდებარე “ფარაგუტ კლაბის” ტანვარჯიშის დარბაზში ბეისბოლის მსგავსი თამაშით გაერთოთ თავი. ასე დაიწყო სოფტბოლის ისტორია. ეს ორი სპორტი კიდევ იმით განსხვავდება,რომ,ძირითადად,ბეისბოლს მამრობითი სქესის წარმომადგენლები თამაშობენ,ხოლო სოფტბოლს–მდედრობითი. სოფტბოლის საერთაშორისო ფედერაცია (International Softball Federation – ISF) დაარსდა 1952 წლის 18 სექტემბერს ოკლაჰომა-სიტიში (აშშ). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, კანადა, კუბა და მექსიკა. აერთიანებს 125 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონტინენტურ კონფედერაციას.

                                           

განვითარება საქართველოში

ამ ორმა სპორტმა ფეხი ასევე საქართველოშიც მოიკიდა.საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 2 ივლისს.
1992 წლის18 თებერვლიდან ბეისბოლის საერთაშორისო ასოციაციისა (IBA) და ევროპის ბეისბოლის კონფედერაციის (EBC) წევრია.
პრეზიდენტი: რამაზ გოგლიძე (1991 წლიდან).
bc5470bb628c

ბეისბოლის ისტორია საქართველოში 1985 წლიდან იწყება, პირველი ვინც ამ სპორტითდაინტერესდა იყო გელა ჩიხრაძე, სსრკ სპორტის ოსტატი ხმლით ფარიკაობაში.მან დანერგა და შემდეგ განავითარა ეს სპორტი. 1986 წლს შეიქმნა საქართველოს ბეისბოლის ფედერაცია და მასთან ერთად დაფუძვნდა საქართველოს ბეისბოლისტთა პირველი სპოტული კლუბი “ივერია”. 1987–88 წლებში გელა ჩიხრაძე კვალიფიკაციის ასამარლებლად იმყოფებოდა კუბაში და აშშ–ში. 1987 წელს “ივერიამ” პირველ ოფიციალურ საკავშირო ტურნირში III ადგილი დაიკავა.1989 წელს თბილისში შეიქმნა ბეისბოლის მეორე ქართული კლუბი – “მერანი” ( მწვრთნელები – გიორგი პაიჭაძე და დავით ღოთვაძე). “ივერიამ”და “მერანმა” 1989-90 წლებში პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს კუბაში. უფრო ადრე ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკის გუნდები “ნიკერ-ბოკერი” (1988) და “ბულდოგსი” (1989). ბეისბოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩვენს ქვეყანას ესტუმრნენ კუბელი (ხუან ფისტუერი) და ამერიკელი (როჯერ სმიტი, რენდი ბრაუნი) სპეციალისტები. 1992 წელს დაფუძნდა კლუბი “კოტრა” (მთავარი მწვრთნელი -გიორგი ბროლაძე). 1994 წელს ლაგოდეხში ჩამოყალიბდა კლუბი “ლელიანი” (მთავარი მწვრთნელი – დავით ღოთვაძე), რომელმაც 1995 წელს ევროპის საკლუბო თასის გათამაშებაში IV ადგილი დაიკავა. 1988 წელს გაიხსნა ბეისბოლის ბავშვთა სპორტული სკოლა (მთავარი მწვრთნელი – ნუგზარ კაპანაძე). 1990-91 წლებში მოზარდთა გუნდი საკავშირო ტურნირების ჩემპიონი იყო, 1992-93 წლებში – რუსეთის ღია პირველობის ჩემპიონი, 1994 წელს კი – ევროპის “ბ” ჯგუფის ფინალისტი.1994 წელს კიევში გამართულ ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, 1997 წელს კი ჰულში (ინგლისი) IV ადგილზე გავიდა. 1998 წელს ვენაში ევროპის ჩემპიონატის “ბ” ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 2001 წელს ქალაქ კუტნოში (პოლონეთი) ბეისბოლის ბავშვთა გუნდმა “რაინდებმა” მსოფლიო “ლითლ ლიგის” ევროაზიური დივიზიონის გათამაშებაში (მონაწილეობდა 69 ქვეყანა) II ადგილი დაიკავა, 2002 წელს კი – III.
49b6fd0651c2

სოფტბოლს საქართველოში თამაშობენ 1991 წლიდან, როდესაც სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის მძლეოსნობის კათედრის უფროსი მასწავლებლის, გია ქემოკლიძის თაოსნობით ამავე ინსტიტუტის ბაზაზე პირველი გუნდი შეიქმნა. გუნდმა, რომელსაც “ივერია” ეწოდა, პირველი ოფიციალური ამხანაგური შეხვედრები 1991 წლის 7-10 მაისს გამართა _ უმასპინძლა სსრკ ჩემპიონს, ტირასპოლის “ვიქტორიას” (ორივე შეხვედრა სტუმრებმა მოიგეს). იმავე წლის სექტემბერში “ივერია” პირველ ოფიციალურ ტურნირში _ რუსეთის პროფკავშირთა საბჭოს ღია პირველობაში ჩაება და II ადგილი დაიკავა. შემდეგ გუნდმა კიდევ ხუთ ოფიციალურ ტურნირში ითამაშა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამარჯვება 1992 წლის ანაპის ტურნირში, სადაც “ივერიამ” ჩამოიტოვა ტირასპოლის “ვიქტორია”, შემდგომში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. 1994 წელს თბილისელებმა მონაწილეობა მიიღეს ჰოლანდიაში გამართულ ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, სადაც შეხვდნენ ავსტრიის, შვეიცარიის, სლოვაკეთის გუნდებს და IV ადგილი დაიკავეს.

1996 წლიდან საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში სოფტბოლის სპეციალობა შემოიღეს. აკადემიის კურსდამთავრებული მწვრთნელები სოფტბოლში 250-მდე მოზარდს ავარჯიშებენ.

საქართველოში ამჯამად არსებული ბეისბოლისა და სოფტბოლის კლუბები და ამ სპორტის მომავალი განვითარება

ქ.თბილისის 92–ე საჯარო სკოლასთან არსებული ბეისბოლისა და სოფტბოლის კლუბი “მგლების” მთავარი მწვრთნელი ქეთევან ნიკოლეიშვილი,რომელიც 2013 წლიდან უდგას ამ კლუბს სათავეში და უკვე მესამე თაობას ავარჯიშებს,1992 წელს საქართველოს სოფტბოლის ეროვნულ ნაკრებში შევიდა,სადაც ქეჩერის პოზიციას იკავებდა.1996წელს იგი აღიარეს საქართველოში პირველ ქეჩერად.

fc2a1a45930f

 

ქეთევანის თქმით,საქართველოში ბეისბოლსა და სოფტბოლში დიდი პოტენციალი ჩანდა,რადგან ამ სპორტისთვის შეუსაბამო პირობებში ვარჯიშითაც კი საქართველოს ნაკრები სხვადასხვა ტურნირებში დიდ წარმატებებს აღწევდა.მაგრამ უსახსრობის გამო არაფერი არ გამოდიოდა.იმისათვის რომ გუნდს ტურნირში მიეღო მონაწილეობა,საჭირო იყო დაფინანსება,რომელსაც იმ დროინდელი სპორტ კომიტეტი ვერ გამოჰყოფდა,რის გამოც 1997 წელს საქართველოს სოფტბოლის ეროვნული ნაკრები დაიშალა.ქეთევანის გადმოცემით,ეს პოტენციალი დღესაც ჩანს,საქართველოს ჰყავს ამ სპორტის ნიჭიერი მიმდევრები,მაგრამ ისინი იმავე პრობლემას აწყდებიან,რაც ადრე იყო,დაუფინანსებლობა საშუალებას არ აძლევთ მათ,რომ თავი გამოიჩინონ.მისივე თქმით,ყოპილა ისეთი შემთხვევები, როდესაც გუნდი მზად იყო ტურნირისთვის,მაგრამ უსახსრობის გამო მათ საშუალება არ ჰქონდათ თავისი ძალები მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ.

1998 წელს ზემოთხსენებული ნაკრების 6–მა  წევრმა ამერიკიდან მიიღო მოსაწვევი კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებზე მონაწილეობის მისაღებად.საქართველოში ამ სპორტის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ამერიკის საელჩომ,კერძოდ,იმ დროს ამერიკის ელჩმა კენტ ბრაუნმა.

ამჯამად,მთელი საქართველოს მასშტაბით ამ სპორტით დაინტერესებული მრავალი ახალგაზრდა მოიძებნება.დღეს–დღეისობით კონკურენცია უკვე საქართველოს შიგნითაც მძლავრობს,რადგან ბეისბოლისა და სოფტბოლის გუნდები უკვე თბილისში(კლუბი “მგლები” ვაზისუბანში, “შავი ზღვის კლუბი” თემქაზე და დიღომის კლუბი),იმერეთში,სვანეთში და მცხეთაში არსებობენ და ასევე გუნდის შექმნა იგეგმება კახეთშიც.ამ გუნდების შექმნის ინიციატივა,ძირითადად,მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებლებისგან მოდის,რომლებიც ამერიკიდან არიან ჩამოსულნი და ამ სპორტს კარგად იცნობენ.

სამწუხაროდ,ამდენი მიღწევებისა და ამდენი წლის გამოცდილების მიუხედავად,საქართველოს საზოგადოება ჯერ კიდევ არ იცნობს ამ სპორტს.ამიტომ მომავალში იგეგმება მრავალი ღონისძიება,რომელიც დაეხმარება სრულიად საქართველოს,რომ უფრო მკაფიოდ დაინახოს ამ სპორტის სიმალაზე. ამჯამად ცნობილია რომ,იგეგმება საქართველოში პირველი ჩემპიონატის ჩატარება,რომელიც “მაკლეინის ლიგის” სახელით იქნება ცნობილი, ეს ჩემპიონატი ჩატარდება თბილისში(2015 წლის ოტომბერში),იმერეთსა(2016 წლის აპრილი–მაისში) და სვანეთში(2016 წლის ივნისი–ივლისში). ასევე ცნობილია,რომ 2015 წლის ოქტომბერში თბილისში გაიმართება ლითელ ლიგის მატჩი ბელორუსიასა და საქართველოს შორის 11–15 წლამდე ასაკში.

საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ტრენერები,რათა უფრო მეტად გაავრცელონ ეს სპორტი საქართველოში,ჩადიან სხვადასხვა კუთხეებში ტრენინგების ჩასატარებლად.ასეთი სვლა იქნება ოქტომბერშიც,როცა ტრენერები ეწვევიან იმერეთს,კერძოდ,ძევრს,ტრენინგის ჩატარების მიზნით. ასევე 24–28 ივლისს ისინი გაემგზავრებიან პოლონეთში,რათა თავადვე აიმაღლონ კვალიფიკაცია.

დღეს–დღეისობით საქართველოში(ძირითადად თბილისში) ხორციელდება მრავალი ღონისძიება,მათ შორის:მეგობრული მათჩები ამერიკელ სამხედროებთან და ამერიკის საელჩოს თანამშრომლებთან,რათა ეს სპორტი მეტად გაპიარდეს.ასეთი იყო მაგალითად 2015 წლის 5 ივლისს ჩატარებული ბეისბოლის მატჩი ამერიკელ სამხედროებსა და საქართველოს ნაკრებს შორის,რომელიც დასრულდა ანგარიშით 10:2 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.ასევე 11 სექტემბერს იგეგმება ამხანაგური შეხვედრა ზემოთხსენებულ გუნდებს შორის,რომელიც 11 სექტემბერს ამერიკის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაგუპულთა საპატივცემულოდ ჩატარდება.

დღითი–დღე ბეისბოლისა და სოფტბოლის მიმართ საზოგადოების ინტერესი სულ უფრო მატულობს,რაც,რა თქმა უნდა,სასიხარულოა და სასარგებლოა ერისთვის,რადგან,ჩემი აზრით, ერის მრავალმხრივ განვითარება და სხვა კულტურის გაცნობა,იქნება ეს სპორტი,ხელოვნება თუ სხვა,ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვისაც და ქვეანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ჯანსაღი აზროვნებისა და განვითარებისთვის.

წყარო: ქეთევან ნიკოლეიშვილთან ინტერვიუს შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.
www.sok.ge/ge/ –ზე არსებული საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე.

მსგავსი ამბები

Back to top button