გასართობიკრეატივიუცნაური

ასპირინის ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების შვიდი უცნაური ხერხი

image

თითქმის ყველა საოჯახო აფთიაქში, ასევე საავტომობილო აფთიაქის ყუთში აუცილებლად მოიძებნება აცეტილსალიცილის მჟავა, ანუ ასპირინი. ასპირინი-“სასწრაფო დახმარებაა” სიცხის ან თავის ტკივილის დროს, რომელსაც ” გამოძახება” არ ჭირდება, მაგრამ გაციების ან გრიპის გარდა, თურმე ასპირინის გამოყენება შესაძლებელი ყოფილა კიდევ სხვა უამრავ სფეროში.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ასპირინის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების შვიდ ხერხს, რომლებიც, სავარუდოდ, თქვენთვის დღემდე უცნობი იყო.

 

1. შეღებილი თმების ფერის შენარჩუნება

image

საღებავი რომ დიდხანს დარჩეს თმებზე, საჭიროს ისინი დავიცვათ ქლორის მოქმედებისაგან. ყველაზე მეტად შეღებილი თმები ხუნდება აუზზე ვიზიტის დროს, ამიტომ გამოიყენეთ ასეთი ხერხი: აუზიდან დაბრუნებისთანავე თმებზე დაიტანეთ ერთი ჭიქა წყალი, რომელშიც ექვსი აბი ასპირინია გახსნილი, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.

 

2. მოვლილი ქუსლები

image

იმისათვის, რომ ქუსლებზე კანი ნაზი და ხავერდოვანი იყოს, შემდეგნაირად მოიქეცით: დაფხვენით 3-4 აბი ასპირინი, დაამატეთ სამი ჩაის კოვზი წყალი და ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ეს ნარევი წაისვით ქუსლებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და ამოიცვით პოლიეთილენის ერთჯერადი პარკი. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი გაიხეხეთ პემზის ქვით და ქუსლებზე წაისვით დამარბილებელი კრემი. ეფექტურია აგრეთვე ასპირინის აბაზანები: რამოდენიმე აბი ასპირინი გახსენით თბილ წყალში და ჩააწყვეთ მასში ფეხები 15-20 წუთით. ამის შემდეგ ქუსლები გაიხეხეთ პემზის ქვით ან სპეციალური სახეხით.

 

3. მწერების ნაკბენი

image

კოღოს ან სხვა მწერის ნაკბენისაგან გამოწვეულ ქავილს და ტკივილს იოლად დააცხრობს ასპირინი. ამისათვის საჭიროა ნაკბენ ადგილზე წაისვათ წყალში გახსნილი ასპირინი.

 

4. ოფლის ლაქების მოცილება ტანსაცმელზე

image

ტანსაცმელზე გაჩენილი ოფლის ლაქების მოცილებაში თქვენ ასპირინი დაგეხმარებათ. ამისათვის საჭიროა ტანსაცმელი ან თეთრეული 3-4 საათით ჩაალბოთ შემდეგ ხსნარში: ოთხი აბი ასპირინი გახსენით ერთ ჭიქა წყალში. ამ დროის გასვლის შემდეგ ტანსაცმელი ჩვეულებრივად გარეცხეთ.

 

5. დამჯდარი აკუმულატორის ამუშავება

image

ავტომოყვარულებმა მეტად სასარგებლო ხერხი მოიფიქრეს ასპირინის გამოყენებისა დამჯდარი აკუმულატორის ასამუშავებლად. თუ ზამთრის ცივ დილას თქვენ აღმოაჩენთ, რომ მანქანა არ იქოქება, სცადეთ შემდეგი ხერხი: აკუმულატორში ჩააგდეთ ორიოდე აბი ასპირინი. გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდი გამოდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მჟავიანი აკუმულატორი გაქვთ. მოქმედების პრინციპი სრულიად მარტივია: აცეტილსალიცილის მჟავა რეაქციაში შედის გოგირდმჟავასთან, რომელიც აკუმულატორში ასხია და იქმნება მუხტი, რომელიც მანქანის ამუშავებაში დაგეხმარებათ.

 

6. გავუხანგრძლივოთ ყვავილებს სიცოცხლე

image

საკმაოდ ფართოდ გამოიყენება ასპირინი ცოცხალი ყვავილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ჩააგდეთ ერთი-ორი აბი ასპირინი წყალში, რომელშიც ყვავილები აწყვია და ულამაზესი თაიგული დიდხანას დაატკბობს თქვენს მზერას.

 

7. ასპირინი, როგორც ნიადაგის გასამდიდრებელი და სოკოების მოსასპობი საშუალება

image

ბევრი მებაღე ნიადაგში სოკოების გამრავლების საწინააღმდეგო საშუალებად ასპირინს გამოიყენებს. ნიადაგის სამკურნალოდ საკმარისია ერთი ლიტრ წყალს დავამატოთ ერთი აბი ასპირინი და ამ წყლით მოვრწყათ ყვავილების ან სხვა მცენარეებისათვის განკუთვნილი ნიადაგი. თუ ამ მეთოდს მიმართავთ, თქვენს ყვავილებს სოკო აღარასოდეს შეაწუხებს.

 

წყარო : intermedia.ge

loading...
თეგები
Close
Close